ფული და კანონის მმართველობა

Download Report

Transcript ფული და კანონის მმართველობა

ფული და კანონის
მმართველობა
გია ჯანდიერი
ვიცე-პრეზიდენტი, აესკო
თბილისი, 2011 წლის 18 აპრილი
რა არის ფული
• გაცვლის საშუალება
• შეფასების საშუალება
• დაგროვების საშუალება
რა არის კანონის მმართველობა
• ადამიანის - ინდივიდის ქცევა
შეზღუდულია მხოლოდ კანონით
• ქვეყანა იმართება და ხალხი ემორჩილება
კანონს და არა ადამიანების ნებასურვილს
• არც ერთ ადამიანს არ შეიძლება მიენიჭოს
უპირატესობა სხვა ადამიანების ან
ჯგუფების მიმართ
ფული და მონეტარული
პოლიტიკა
• ფული როგორც საქონელი ემყარება
ნებაყოფლობითობას, ადამიანის
უფლებების აღიარებას და
თავისუფლების შენარჩუნებას
• მთავრობის მიერ შექმნილი დისკრეციული, სავალდებულო,
მუდმივად გაუფასურების
მდგომარეობაში მყოფი ფული ემყარება
მონეტარულ პოლიტიკას
მთავრობის ქაღალდის ფული დეკრეტული ფული
• მთავრობის ფული გულისხმობს ნდობას,
რომ რაც ფულზე აწერია ის
ვალდებულება შესრულდება
• დღევანდელი ვალდებულებაა მხოლოდ
ფულის მსყიდველობითი უნარის
შენარჩუნება
• სხვა მხრივ დეკრეტული ფული მხოლოდ
ძალადობის შედეგად არსებობს - legal
tender
ფული, როგორც საქონელი
• ფული ოქროა ან/და ვერცხლი, ან
ნებისმიერი საქონელი, რომელსაც
აღიარებს მოსახლეობა, ინდივიდები
• გადაწყვეტილება ინდივიდუალურია ვერავინ დაგაძალებ
• როგორც სხვა საბაზრო წესრიგი, ესეც
მოქმედებს მიწოდებისა და მოთხოვნის
დაბალანსების მიმართულებით
საქონელი ფულის შეცვლა დეკრეტულით, აშშ-ს მაგალითი
$100 ღირებულება
შემცირდა
1810
1860
1910
1960
2010
$100
$174
$168
$53
$7
1810 წლის
$100 დღეს =
1810
1860
1910
1960
2010
$100
$57
$59
$189
$1,374
http://www.westegg.com/inflation/
კანონის მმართველობა 1.
• კანონი მხოლოდ ზოგად ფორმალურ წესს
ადგენს ადამიანის ცხოვრებაში, და ხელს
უწყობს მათი ცხოვრების
ინდივიდუალურ დამოუკიდებელ
შედეგებს
• ის არ იცავს რომელიმე კონკრეტული
ჯგუფის ან ადამიანის ინტერესებს
არამედ ყველას უწყობს ხელს საკუთარი
ინტერესი განახორციელონ
კანონის მმართველობა 2.
• კანონის მმართველობა
მიუკერძოებლობაა - მთავრობა არავის
მხარეს არ უნდა იყოს
• მთავრობას არ აქვს პასუხი კონკრეტულ
კითხვებზე ან მოთხოვნებზე - რას
მაძლევს ეს კანონი მე?
კანონის მმართველობა 3.
• ფორმალური თანასწორობა კანონის
წინაშე
• კანონის პროცედურა უნდა იყოს ყველას
მიმართ ნეიტრალური, არ დაპირდეს
ვინმეს სხვის ხარჯზე
კანონის მმართველობა 4.
• კანონის უნივერსალური გამოყენება
• კანონს არ უნდა ჰქონდეს გამონაკლისები
არც დროში არც სივრცეში
• კანონების მოქმედების გამონაკლისების
არდაშვება უფრო მნიშვნელოვანი
პრინციპია ვიდრე თვით კანონი
კანონის მმართველობა და
ქაღალდის ფული
• ასრულებს თუ არა მთავრობა საკუთარ
ვალდებულებებს?
• არის თუ არა მისი მოქმედება ზოგადი
ჩარჩოების სახით მხოლოდ უცნობი
ინდივიდების მხარდასაჭერად?
• არის კი იგი მიუკერძოებელი?
• იცავს თუ არა ფორმალურ
თანასწორობას?
• არის თუ არა მთავრობის საქმიანობა
უნივერსალური დროში და სივრცეში?
მონეტარული პოლიტიკა როგორც
საჯარო სიკეთე
• რა არის საჯარო სიკეთე (mainstream):
– საქონელი, რომელსაც არ აწარმოებს კერძო
სექტორი
– რომლის გამოყენების თავიდან აცილება
შეუძლებელია: free riders
– რომელიც საჯარო მოხმარებისაა - ერთდროულად
რამოდენიმე/ბევრი ადამიანი მოიხმარს
• რომელი აქ ჩამოთვლილი აკმაყოფილებს
თუნდაც მეინშტრიმის კრიტერიუმებს
საჯარო მონეტარული პოლიტიკისა და
ფულის თვალსაზრისით?
რა არის მონეტარული პოლიტიკა
(monetary policy)
• ფულის მასის განსაზღვრა ეკონომიკის
მართვის და მთავრობის ამოცანების
შესრულების მიზნით
• ფულის მასის შემცირება და გაზრდა
საბანკო სექტორისა და სხვა ეკონომიკური
აგენტებისათვის ფული სესხების
შემცირებისა და ან გაზრდით
• ადგილობრივი ვალუტის ყიდვისა და
გაყიდვის სფეროში ინტერვენციებით
• საბაზისო ინტერესის განაკვეთის
მანიპულირებით
რას გულისმობს მონეტარული
პოლიტიკა
• მონეტარულ ხელისუფლებას აქვს:
– სრული და სრულყოფილი ინფორმაცია
მიიღოს გადაწყვეტილებები
– სრულყოფილი ცოდნა მონეტარული სფეროს
– კონკურენტუნარიანი გადაწყვეტილებების
მიღების შესაძლებლობა
– ნებისმიერი ინდივიდისათვის სასარგებლო
გადაწყვეტილების მიღების უნარი
რა რესურსების გამოყენებას გულისხმობს
მონეტარული პოლიტიკა?
• საბანკო რესურსები - ინდივიდებისა და
ბიზნესების ნაღდი ფული და
დეპონირებული ანგარიშებზე
• საბანკო რეზერვები - იძულებით
შენახული ცენტრალურ ბანკში და,
რომელიც ასევე მიღებულია
დეპოზიტორებისაგან
• ფულის მასის გაუფასურებით, რომელიც
ხელში აქვს ან ანგარიშებზე მოსახლეობას
მონეტარული პოლიტიკით
ეკონომიკის ზრდა
• გულისხმობს:
– მოსახლეობას არ უნდა საკუთარი
რესურსების ამოძრავება, არასტაბილურ და
გაურკვეველ სიტუაციაში
– მთავრობა მათ ფულს აუფასურებს და პარავს
მის ნაწილს, რათა გადასცეს უფრო პროაქტიურ ადამიანებს ან ჯგუფებს
• შედეგი ერთია - ინფლაცია და
არასტაბლურობის ზრდა
ინფლაცია
• არის ფულის მასის ზრდა და შედეგად მისი
მსყიდველუნარიანობის შემცირება
• მისი მთავარი მიზანია ფულის ამოღება
მოსახლეობიდან, როდესაც მას ამის
სურვილი არ აქვს (ანუ ძარცვა)
• არის პოლიტიკოსთა შესაძლებლობა
დააფინანსონ საკუთარი მიზნები
• არ არის ფასების ზრდა და არ არის
გამოწვეული:
– ხარბი ბიზნესმენების მიერ
– არც საერთაშორისო ფასების ზრდით
– არც საერთო მოთხოვნის განუხრელი ზრდით
ინფლაცია 2010
საქართველო და თურქეთი
12.00
11.20
10.50
10.19
10.13
10.00
9.56
9.80
9.50
8.37
8.19
8.00
9.60
9.24
9.10
8.62
8.33
7.29
7.00
6.58
6.00
5.80
5.60
6.40
5.60
4.00
4.00
თურქეთი
3.70
საქართველო
2.70
Linear (თურქეთი)
2.00
Linear (საქართველო)
-
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
ინფლაციის შედეგები
• კრედიტორები მარცხდებიან
• კონტრაქტის დადებას აზრი ეკარგება
• მოსახლეობა იძარცვება და კარგავს
მსყიდველობით უნარს
• მთავრობისადმი ნდობა მცირდება
• ეკონომიკა არასტაბილურია და რისკები
იზრდება
• ინვესტორები თავს იკავებენ
• სოციალური თანამშრომლობა, დიდი ზომის
წარმოება, სპეციალიზაციის განვითარება
შეფერხებულია
ცენტრალური ბანკის საქმიანობის
მიმართულებები
• ფულის ბეჭდვა და მონეტარული
პოლიტიკა
• ფასების სტაბილურობის
უზრუნველყოფა
• გაცვლის კურსის კონტროლი
• საბანკო რეზერვების შექმნა და
ბანკების რეგულირება
• უკანასკნელი იმედის კრედიტორი
ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა კიდევ ერთი მითი
• დამოუკიდებლობა ვისგან?
• დამოუკიდებლობა რა სისტემის შიგნით?
• დამოუკიდებლობის რეალური
განხორციელება?
• მისი ფულის უკან არ დგას სახელმწიფო?
ცენტრალური ბანკის საქმიანობა:
• პოლიტიზებულია
• ბუნდოვანია
• დისკრეციულია და არ ემყარება მყარ
პრინციპებს
• არ არის განჭვრეტადი
• ინფლაციურია
შეიძლება თუ არა ცენტრალური
ბანკის გარეშე?
• რა გზები არსებობს სხვა?
- დოლარიზაცია - სხვა ვალუტის აღიარება
სავალდებულოდ
- მულტისავალუტო ნებაყოფლობითი
რეჟიმი
- სავალუტო საბჭო
- თავისუფალი საბანკო რეჟიმი და კერძო
ფული
- ფული საქონელი
ყველა ეს სისტემა აკმაყოფილებს
კანონის მმართველობის პრინციპს?
• მეტნაკლებად, მაგრამ გაცილებით უფრო
მეტად ვიდრე ნებისმიერი ცენტრალური
ბანკი
• მთავრობას არ რჩება არაფერი გარდა
– პოლიტიზებისაგან ხელი აიღოს
– შეეშვას ბიუჯეტი დეფიცტურ დაგეგმვას
– გადაიფიქროს ინფლაციური ხარჯები და
მოქმედება
– იფიქროს მყარ დისციპლინაზე ხარჯებში
მადლობა:
• Rule of Law and Money In Ecuador, Steve
Hanke
• Road to Serfdom, Friedrich Hayek
• Common Sense Economics, James Gwartney…
[email protected]