როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა?
Download
Report
Transcript როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა?
ირაკლი ჯიბლაძე
კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლა
16 სექტემბერი 2011 წ.
ეკონომიკა – ბერძნულად ნიშნავს სახლის, ოჯახის
მოვლას;
მსოფლიოს მთავარი პრობლემა – შეზღუდული
რესურსები!
ეკონომიკა არის იმის შესწავლა, თუ როგორ
მართავს საზოგადოება არსებულ შეზღუდულ
რესურსებს.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
2
ეკონომიკა რთული და მრავალწახნაგოვანი
სისტემაა, მაგრამ მისი ფუნქციონირების მექანიზმი
რამდენიმე საკვანძო იდეას ეფუძნება, რომელთა
შესახებ ზოგად წარმოდგენას ეკონომიკის 10
პრინციპი გვიქმნის;
10 პრინციპი პასუხს სცემს შემდეგ კითხვებს:
1) როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს?
2) როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები?
3) როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა?
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
3
პრინციპი №1: ადამიანები ალტერნატივების
წინაშე დგანან;
უფასო სადილი არ არსებობს! (There is no such
thing as a free lunch);
მაგალითები:
დროის განაწილება;
“იარაღი–კარაქი” არჩევანი;
გარემოს დაცვა და წარმოება;
არჩევანი ეფექტიანობასა და სამართლიანობას
შორის.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
4
პრინციპი №2: ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც
ვთმობთ ამ ნივთის ფლობისათვის;
ალტერნატიული დანახარჯი (Opportunity Cost) –
ნივთის ალტერნატიული დანახარჯი ისაა, რასაც
ვთმობთ ამ ნივთის სანაცვლოდ;
დანახარჯების დათვლის დროს უნდა
გავითვალისწინოთ არა მხოლოდ პირდაპირი,
არამედ ირიბი, ალტერნატიული დანახარჯები;
მაგალითი: სწავლის საფასური.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
5
პრინციპი №3: რაციონალური ადამიანი
გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს
იყენებს;
ზღვრული ანალიზის დროს გადაწყვეტილება
მიიღება ყოველი შემდგომი ნაბიჯით მიღებული
სარგებლისა და დანახარჯების შეფასებით;
მაგალითი: დავუშვათ, ავიაკომპანიისთვის 1 მგზავრის
საშუალო დანახარჯი 500 ლარია, შესაბამისად ბილეთის
ფასი 500 ლარზე მეტია. თუ თვითმფრინავი გასაფრენად
მზადაა და დარჩენილია თავისუფალი ადგილები,
კომპანია გაყიდის ბილეთს თუნდაც იმ მგზავრზე,
რომელიც 300 ლარს გადაიხდის, რადგან ზღვრული
შემოსავალი ამ შემთხვევაში აჭარბებს ზღვრულ ხარჯს.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
6
პრინციპი №4: ადამიანები სტიმულებზე
რეაგირებენ;
ზღვრული ანალიზის დროს ადამიანი რეაგირებს,
თუკი მოსალოდნელია მისი სარგებლის ან
დანახარჯის ცვლილება;
მაგალითი: სავალდებულო უსაფრთხოების ქამრების
შემოღება ამცირებს ავტოკატასტროფაში დაღუპულთა
წილს, თუმცა როდესაც მძღოლები თავს დაცულად
გრძნობენ ეს მათ უფრო სწრაფად და გაუფრთხილებლად
სიარულისკენ უბიძგებს და ამით ავარიათა საერთო
რაოდენობა იზრდება.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
7
პრინციპი №5: ვაჭრობას შეუძლია ყველას
მდგომარეობის გაუმჯობესება;
ვაჭრობა ადამიანებს საშუალებას აძლევს აკეთონ
ის, რაც ყველაზე მეტად ეხერხებათ ან ყველაზე
ნაკლები დანახარჯებით გამოსდით. შემდეგ ამ
პროდუქციით ვაჭრობენ და ყიდულობენ იმ
პროდუქციას, რაც თავად რომ ეწარმოებინათ უფრო
ძვირი დაუჯდებდათ;
მაგალითი: საუდის არაბეთი აწარმოებს და ყიდის
ნავთობს (რასაც თავად ფლობს და უფრო იაფია
წარმოება) შემდეგ მიღებული შემოსავლით ყიდულობს
ტექნიკას იაპონიიდან (რომელსაც განვითარებული
ტექნოლოგიური ბაზა აქვს და უფრო იაფი უჯდება
წარმოება).
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
8
პრინციპი №6: ბაზრები, როგორც წესი,
ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი
საშუალებაა;
საბაზრო ეკონომიკა – ეკონომიკური სისტემა,
რომელიც ანაწილებს რესურსებს მრავალი ფირმისა
და საოჯახო მეურნეობის დეცენტრალიზებული
გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და
მომსახურების ბაზრებზე ამ ფირმებისა და საოჯახო
მეურნეობების ურთიერთქმედების დროს;
უხილავი ხელი – მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ყველა
მონაწილე საკუთარი კეთილდღეობის გაზრდაზეა
ორიენტირებული, უხილავი ხელის მეშვეობით ბაზარზე
მთელი საზოგადოებისთვის მისაღები შედეგები
ფიქსირდება. უხილავი ხელი მუშაობს ფასების
მეშვეობით.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
9
პრინციპი №7: მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის
ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება;
რატომ გვჭირდება მთავრობის ჩარევა?
საკუთრების უფლება – ინდივიდის შესაძლებლობა, იქონიოს და
გააკონტროლოს შეზღუდული რესურსები;
საბაზრო ჩავარდნა – სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი
ძალებით ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიან განაწილებას;
გარეგანი ეფექტი – ერთი პირის გავლენა მეორის
მდგომარეობაზე;
საბაზრო ძალაუფლება – ერთი ეკონომიკური აგენტის (ან
აგენტების მცირერიცხოვანი ჯგუფის) უნარი, გავლენა
მოახდინოს საბაზრო ფასებზე.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
10
პრინციპი №8: ქვეყნის ცხოვრების დონე
დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების
წარმოების უნარზე;
მდიდარი ქვეყანა ისაა, რომელსაც უფრო მაღალი
მწარმოებლურობა გააჩნია;
მწარმოებლურობა – ერთ სამუშაო საათში
წარმოებული საქონლისა და მომსახურების
რაოდენობა;
მაღალი მწარმოებლურობის მქონე ქვეყანა უფრო
ეფექტიანად იყენებს საწარმოო რესურსებს და
დროს.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
11
პრინციპი №9: ფასები იზრდება, როდესაც
მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს;
ინფლაცია – ეკონომიკაში ფასების საერთო დონის
ზრდა;
თუ გუშინ სუპერმარკეტში პროდუქტებით სავსე
კალათში ვიხდიდით 100 ლარს, ხოლო დღეს იმავე
კალათში ვიხდით 105 ლარს, ესე იგი გვაქვს 5%–
იანი ინფლაცია;
http://www.investopedia.com/video/play/what-is-inflation
http://www.investopedia.com/video/play/monetaryinflation;
როდესაც მიმოქცევაში არსებული ფული იმაზე
მეტად იზრდება, ვიდრე წარმოებული პროდუქცია,
პროდუქციის ფასი მატულობს და ფული კარგავს
ღირებულებას.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
12
პრინციპი №10: მოკლევადიან პერიოდში
საზპგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის ალტერნატივის წინაშე;
მაგალითი: როდესაც ფასები იზრდება ანუ ადგილი
აქვს ინფლაციას, ფირმებს უჩნდებათ სტიმული
მეტი აწარმოონ, ეს კი დამატებითი მუშახელის
დაქირავებით ხდება, რაც დასაქმებას
ზრდის/უმუშევრობას ამცირებს. ფასების
შემცირების პირობებში კი ფირმები შეამცირებენ
წარმოებას და ბევრი ადამიანი სამუშაოს გარეშე
დარჩება.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
13
ეკონომიკა სხვა მეცნიერებებისგან იმით
განსხვავდება, რომ შეუძლებელია ექსპერიმენტების
ჩატარება და მხოლოდ ისტორიაში არსებულ
ფაქტებზე დაყრდნობით ხდება დაკვირვება და
თეორიების შემუშავება;
მოდელები – ცალკეული საკითხის შესწავლის
დროს ეკონომისტები იყენებენ მოდელებს,
რომლებიც ეფუძნება კონკრეტულ დაშვებებს.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
14
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
15
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
16
მიკროეკონომიკა – იმის შესწავლა, თუ როგორ
იღებენ საოჯახო მეურნეობები და ფირმები
გადაწყვეტილებებს და როგორ ურთიერთქმედებენ
ბაზრებზე;
მაკროეკონომიკა –ქვეყნის მთლიან ეკონომიკაში
მიმდინარე მოვლენების, მათ შორის ინფლაციის,
უმუშევრობისა და ეკონომიკური ზრდის შესწავლა.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
17
პოზიტიური დებულება – დებულება იმის შესახებ,
თუ როგორია სამყარო;
ნორმატიული დებულება – დებულება იმის
შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სამყარო;
პოზიტიური ანალიზი გვაძლევს ეკონომიკის
მდგომარეობის არსებულ სურათს, ხოლო
ნორმატიული – როგორი უნდა იყოს, რა უნდა
შეიცვალოს ეკონომიკაში.
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
18
საკითხავი მასალა :
ეკონომიკის პრინციპები, თავი 1 და თავი 2;
პრეზენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
http://jibladze.yolasite.com/csg.php
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: 8 99 53 63 11,
e-mail: [email protected]
შემდეგ ლექციაზე განვიხილავთ:
საბაზრო ეკონომიკა, მოთხოვნა და მიწოდება,
ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმი
16.09.2011
შესავალი ეკონომიკაში – ლექცია 1
19