მ - ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა
Download
Report
Transcript მ - ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა
პარტნიორები განათლებაში
საქართველოს ფორუმი 2013
ვირტუალური საკლასო ტური
პროექტის სახელწოდება:სულხან -საბას იგავური სამყარო
ავტორი/თანაავტორი
ბელა გიორხელიძე -თანაავტორი გულნარა გაბადაძე
სკოლა (სკოლები)
სკოლის პროფილის მოკლე
აღწერა
სსიპ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლა. სკოლა არის დაწყებითი, საბაზო და საშუალო
პროფილის
სკოლის ვებგვერდი
30 School.edu.ge
საგანი (საგნები)
ქართული ენა და ლიტერატურა ,ისტ, ხელოვნება
კლასი (კლასები)
მე-10
პროექტის მიზნები
მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი,წერითი,საპრეზენტციო და
კორპორატიული სწავლების უნარების განვითარება. კოლაბორაცია
ერთმანეთთან.მხატვრულ- ესთეტიკურური გემოვნების ჩამოყალიბებაგანვითარება.გაუღვიძოს შინაგანი აქტიურობისა და თვითშემეცნების უნარი.
პროექტის აღწერა
პროექტის მოკლე აღწერა რა ამოცანები და სწავლის შედეგებია
მოცემული ? არის თუ არა სასწავლო აქტივობა
გრძელვადიანი? მოითხოვს თუ არა
დაგეგმილი აქტივობა მოსწავლეებისგან, რომ
მათ რეგულარულად დაგეგმონ და შეაფასონ
საკუთარი სამუშაო?
გთხოვთ, დაურთოთ შესაბამისი ფაილები გაკვეთილის გეგმა და სხვა. პრეზენტაციაში
დოკუმენტების ჩართვის ინსტრუქცია
იხილეთ ქვემოთ დანართში (სლაიდი 7).
სასწავლო გარემოს ორგანიზება
დაგეგმვის მაგალითები (მაგალითად,
პედაგოგიური მიდგომა, ბმულები
გამოყენებულ რესურსებზე).
გთხოვთ, ხაზი გაუსვათ სწავლების
შემოქმედებით და ინოვაციურ პრაქტიკებს.
ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ
რამდენად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის
დაგეგმვა 21-ე საუკუნისთვის აქტუალური
ისეთი უნარების მრავალმხრივ განვითარებას,
როგორიცაა ცოდნის კონსტრუირება, სწავლის
პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენება, პრობლემის
გადაწყვეტა და ინოვაციურიობა,
თვითრეგულირება, კოლაბორაცია და
ეფექტური კომუნიკაცია?
მოსწავლეები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებულიდან “სიბრძნე
-სიცრუისა”შეარჩევენ 5 იგავს ,გალექსავენ მათ, გამოკვეთენ იგავების
მორალს,შემდეგ კომპიუტერული პროგრამების საშულებით შექმნიან
ანიმაციურ ფილმს,გაახმოვანებენ მას და მოაწყობენ პრეზენტაცია-ჩვენებას.
ფილმი აიტვირთება ინტერნეტ სივრცეში ყველასათვის ხელმისაწვდომად.
სულხან საბას იგავური სიბრძნე.docx
პროექტისათვის იგავები შეირჩა აქტუალური საზოგადოებრივი- ზნეობრივი
პრობლემების მიხედვით,როგორიცაა:სიკეთის ქმნადობა,სხვისი დახმარება და
თანაგრძნობა,გონივრული რჩევის გათვალისწინება,უსამართლობის მხილება.
პროექტის განხორციელების ვადა ორი კვირა იყო.მოსწავლეებმა აარჩიეს
იგავები,შექმნეს 5 კაციანი მცირე შემოქმედებითი ჯგუფები და თითოეულ
ჯგუფს დაევალე ერთი ანიმაციური ფილმის შექმნა.თავდაპირველად
იმუშავეს იგავების პოეტურ ვერსიაზე,შემდეგ Pivot Stickfigure Animator
პროგრამის გამოყენებით მოამზადეს ანიმაციური ნახატები და ააწყვეს
სიუჟეტი.ანიმაციური ფილმი გაახმოვანეს
AD Sound Recorder
პროგრამით და Windows Movie Maker, Gom player
მოაწყვეს პრეზენტაცია- ჩვენება.
პროექტი ეხება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას, როგორიცა
არის წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრება და წერითი მეტყველების
გაუმჯობესება.მოსწავლეები ხელახლა მიუბრუნდნენ შესწავლი იგავებს ,
შეაფასეს და გაანალიზეს მწერლის მიზანდასახულობა და
სათქმელი.ჯგუფებში იმუშავეს სალექსო ვერსიებზე,მიიღეს საინტერესო
გამოცდილება და ახალი ცოდნა.წახალისდა მათი შემოქმედებითი და
ფანტაზიის უნარი. თავად იღებდნენ პასუხისმგებლობას ერთმანეთისა და
ჯგუფის მიმართ. მოამზადეს პრეზენტაცია -ჩვენება.
ჯგუფური მუშაობის ფორმამ,სამუშაოს გადანაწილებამ და მათზე
დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ სწავლის პროცესი საინტერესო გახადა,
განუმტკიცდათ თვითრწმენა . ერთად აჯერებდნენ მათ მიერ
შექმნილპოეტურ ვერსს,უზიარებდნენ შთააბეჭდილებებს,აძლევდნენ
შენიშვნებს, ეძებდნენ რითმებს.
ისტ-ის გამოყენება ხელს უწყობს ინფორმირებული და ტექნოლოგიური
მიღწევების გამოყენების უნარის მქონე პიროოვნების
ჩამოყალიბებას.მოსწავლე თავად ქმნის სასწავლო-შემეცნებთ პროდუქტს და
სასწავლო პროცესის აქტიური მონაწილე ხდება.
სასწავლო მასალები
პროექტის ფარგლებში მოსწავლეების
მიერ შექმნილი პროდუქტების და
მიღწეული შედეგების მაგალითები,
ისტ-ის გამოყენების ჩათვლით. რა
ტიპის ისტ-ია გამოყენებული
პროექტში და როგორ.
რამდენად უწყობს ხელს
მოსწავლეების მიერ ისტ-ის გამოყენება
ცოდნის კონსტრუირებას,
კოლაბორაციასა და კლასგარეშე
სწავლას? უზრუნველყოფს თუ არა
ისტ-ის გამოყენება როგორც საკლასო
ოთახში, ასევე მის მიღმა ახალი
ცოდნის
კონსტრუირების/კოლაბორაციის/
სწავლის იმ შესაძლებლობებს,
რომლებიც ისტ-ის გარეშე ვერ
შეიქმნებოდა? გამოიყენება თუ არა
ციფრული ინსტრუმენტები სწავლის
პროცესის ინოვაციურობის
უზრუნველსაყოფად?
გთხოვთ, დაურთოთ ფაილები,
ბმულები ვიდეოებზე და ა.შ.,
რომლებიც მოსწავლეების სწავლის
პროცესსა და შედეგებს ასახავს.
მოსწავლეებმა
პროგრამის საშუალებით შექმნეს ანიმაციური
პერსონაჟები.
პროგრამით ააწყვეს სიუჟეტი. გაახმოვანეს. პროექტისათვის
გამოვიყენეთ სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია.
მუშობის დროს არჩევდნენ ფონს სიუჟეტებისათვის, ფერებს,
მუსიკას,რომელიც უფრო შეესაბამებოდა იგავის სათქმელსა და
სიუჟეტს.გახმოვანებისას მოუწიათ უამრავი დუბლის ჩაწერა, რათა სასურველი
შედეგისათვის მიეღწიათ. პროექტის მუშაობის პროცესში უზიარებდნენ
ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს, ეხმარებოდნენ ლექსის გარითმვაში,
აძლევდნენ რჩევებს, თუ როგორ გაეხმოვანებინათ ესა თუ ის პერსონაჟი.
აკვირდებოდნენ ,რომ ყოველი ბგერა სწორად წარმოთქმული და მკვეთრი
ყოფილიყო.
slaidi1.wmv
slaidi2.wmv
საკუთარი გამოცდილების, ცდის, შრომისა და შეცდომის საფუძველზე
იძენდნენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას.
განიცდიდნენ სიხარულსა და კმაყოფილებას საკუთარი შემოქმედებისა და
შრომის შედეგის ხილვისას.
http://www.youtube.com/watch?v=gnJD2drRecI
http://www.youtube.com/watch?v=0wn70viJxWI
http://www.youtube.com/watch?v=N9PdRHO6H6g
http://www.youtube.com/watch?v=8M_0pmxMHS0
http://www.youtube.com/watch?v=zJ3ekR5jyX4
ცოდნის კონსტრუირება და
კრიტიკული აზროვნება
გთხოვთ, აჩვენოთ მაგალითები
იმისა, თუ როგორ მოითხოვს
სასწავლო აქტივობა
მოსწავლეებისგან, რომ ისინი
გასცდნენ შესწავლილ მასალას და
ინტერპრეტირების, ანალიზის,
სინთეზისა და შეფასების გზით
შექმნან ცოდნა.
სწავლის პროცესის გაფართოება
საკლასო ოთახს მიღმა
თუ სასწავლო პროცესი სცდება
საკლასო გარემოს, გაკვეთილის
დროით ჩარჩოებს, თემატურ
პარამეტრებს. გთხოვთ,
წარმოადგინოთ შესაბამისი
მაგალითები.
თუ პროექტი ეხება რეალური
სამყაროს პრობლემებს
(მაგალითად, საკლასო ოთახის
მიღმა რეალურ სიტუაციებსა და
მონაცემებს) და მნიშვნელოვანი
გავლენა აქვს ლოკალურ ან
გლობალურ საზოგადოებებზე,
გთხოვთ, აჩვენოთ მაგალითები.
მოსწავლეებმა გამოკვეთეს ზნეობრივ-მორალური პრობლემა ნაწარმოებებში .იმსჯელეს მის
აქტუალობაზე თანამედროვე საზოგადოებაში.გამოყვეს მნიშვნელოვანი საკითხები,რომლებიც
სამოქალაქო -ზნეობრივ ცნობიერებას უყალიბებს ადამიანს.განიხილეს და შეაჯერეს
ანიმაციური ფილმის იდეა ,სეჯერდნენ იგავებზე,რომლის მიხედვითაც შექმნიდნენ ანიმაციას
და დაგეგმეს სამუშაოები.
მუშაობის პროცესში უწევდათ დაკვირვებოდნენ და აეთვისებინათ ლექსის წერის ტექნიკა,
ეპოვათ სარითმო სიტყვები, აკვირდებოდნენ სიუჟეტის განვითარებას და მის შესაბამისად
და ამის მიხედვით საჭიროების შემთხვევაში თავად ქმნიდნენ ახალ პერსონაჟებს.
რჩევისათვის მიმართავდნენ ერთმანეთსა და მასწავლებელს.
მოსწავლეთა დამოკიდებულება “სიბრძნე-სიცრუისას”სწავლების დროს მოსწავლეთა
დამოკიდებულება დადებითია,მარტივი და გასაგები ენა, რაც ნაწილობრივ ჟანრის
სპეციფიკითაა გაპიროვნებული,ასევე მწერლის თხრობის სტილით და სიუჟეტის მარტივი
აგებულებით,მაგრამ ხშირია ,როცა მოსწავლეებს უჭირთ იგავების მორალის ამოცნობა და მისი
განზოგადება.მწირია თვალსაჩინოება, რომელიც სწავლების პროცესში დაეხმარებოდა
მასწავლებელს მოსწავლეთა თემის უკეთ გააზრებასა და ინტერაქტიურ სწავლებაში.
მოსწავლეთა მიერ შექმნილი ეს ანიმაცია დაეხმარეება მასწავლებლებს როგორც საბაზო,ასევე
დაწყებით საფეხურზე იგავების სწავლების დროს.
კოლაბორაცია/თანამშრომლობა
მაგალითები იმისა, თუ როგორ მუშაობენ
მოსწავლეები სხვებთან ერთად,
უზიარებენ მათ პასუხისმგებლობას,
როდესაც იღებენ არსებით
გადაწყვეტილებას ერთობლივი
პროდუქტის შექმნისა და გეგმის
გასავითარებლად, კომპლექსურ
შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.
არსებითი გადაწყვეტილებების მიღებისას
მოსწავლეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ
როგორც კლასელებთან, ასევე საკლასო
ოთახს მიღმა მოსწავლეებთან ან
ზრდასრულ ადამიანებთან.
სწავლის პროცესში ისტ-ის გამოყენება
სასწავლო აქტივობა ისეა დაგეგმილი, რომ
მოსწავლეები იყენებენ ისტ-ს.
რამდენად იყენებენ მოსწავლეები ისტ-ს
ცოდნის კონსტრუირების,
კოლაბორაციისა და კლასგარეშე სწავლის
ხელშესაწყობად? უზრუნველყოფს თუ არა
ისტ-ის გამოყენება როგორც საკლასო
ოთახში, ასევე მის მიღმა ახალი ცოდნის
კონსტრუირების/კოლაბორაციის/სწავლის
იმ შესაძლებლობებს, რომლებიც ისტ-ს
გარეშე ვერ შეიქმნებოდა?
პროექტის დასაწყისში მოსწავლეთა უშუალო ჩართულობით გაიწერა იდეის
ხორცშესხმისათვის აუცილებელი ყველა აქტივობა. დადგინდა შესრულების
ვადები.
მოსწავლეები მუშობდნენ დიდი მონდომებითა და გულმოდგინებით
.დსანიშნულ დროს აბარებდნენ შესასრულებელ დავალებებს ,ქმნიდნენ
მასალებს და აწყობდნენ სიუჟეტს, შემდეგ ახმოვანებდნენ.
თავად იღებდნენ გადაწყვეტილებებს ,მაგრამ ასაევე გადიოდნენ
კონსულტაციებს ლიტერატურის და ისტ-ის მასწავლებელბთან.
საკუთარი ნამუშევარი ატვირთეს ინტერნეტ სივრცეში,რათა ყველასათვის
ხელმისაწვდომი ყოფილიყო. შექმნეს სლაიდი ,თუ როგორ იმუშავეს.
ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია.pptx
მასწავლებელი - ინოვატორი და
ცვლილების განმახორციელებელი
იმ გარემოში, სადაც ინოვაციური
სწავლება აქტუალურია, ინოვაციური
სწავლების პრაქტიკაც არსებობს, და
ისტ-ც უკვე გამოიყენება, როგორც
სწავლის ფორმის შეცვლის
ინსტრუმენტი.
დასაბუთებულად წარმოაჩენს თუ არა
მასწავლებელი მის პროფესიულ
პრაქტიკაში მუდმივ განვითარებას,
უწყვეტი განათლების მოდელს,
სკოლისა და პროფესიულ
საზოგადოებაში მათ გამოკვეთილ
ლიდერობას? რამდენად უწყობს ხელს
სხვა მასწავლებლის განვითარებას?
რამდენად აქვს გააზრებული
ციფრული ტექნოლოგიების ეფექტური
გამოყენების ზეგავლენა სწავლის
პროცესზე?
ინოვაციური სწავლება მოსწავლეთა მოტივირების გარანტიაა, მოტივირებული
მოსწავლე კი წარმატებულია, წარმატებულია მასწავლებელიც, ისტ-ის გამოყენება
კიდევ უფრო სახალისოს ხდის სწავლების პროცესს.
საუკეთესოა გამოცდილების გასაზიარებლად და პროფესიული ზრდისათვის,ისტის გამოყენება მოსწავლეებს სძენს ახალ ცოდნას მ0სწავლე ინფორმაციის უბრალო
მიმღები როდია,არამედ ამ პროცესის მონაწილე და შესაბამისად მოტივირებული
გააუმჯობესოს მიღწევები.