ჩამოქაჩე

Download Report

Transcript ჩამოქაჩე

mogesalmebiT
q.rusTavis 25-e sajaro skolis pedagogebi:
integrirebuli gakveTili
qarTul literaturasa
da maTematikaSi
V klasi
gakveTilis Tema
SoTa rusTavelis `vefxistyaosani” da maTematikis samyaro
გაკვეთილის სასწავლო მიზნები
ქართული ლიტერატურა:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ ტექსტში არსებული უცნობი
სიტყვებისა და გამოთქმების (არქაიზმების) მნიშვნელობის გარკვევას,
სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით; შესაბამისად გაუადვილდებათ
გააზრებულად წაიკითხონ და ადეკვატურად გაიგონ ტექსტი;
გამოუმუშავდებათ ტექსტის მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი;
შეძლებენ წარმოაჩინონ შესწავლილი ნაწარმოების პერსონაჟები სხვადასხვა
კუთხით.
მათემატიკა:
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები შეძლებენ, ამოცანის პირობის
გათვალისწინებით, ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების
ადექვატური ხერხის შერჩევას; ტექსტური ამოცანების ამოხსნისას, პირობაში
არასრული მონაცემების შესავსებად, დასვამენ სათანადო კითხვებს.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართული ენა და ლიტერატურა:
V. 1.1. მოსწავლე ავლენს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტის
მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყის უნარს.
წარმოაჩენს ნაწარმოების პერსონაჟს სხვადასხვა კუთხით.
V.2.1. მოსწავლე გააზრებულად კითხულობს და ადექვატურად იგებს
სხვადასხვა ტიპის ტექსტებს.
სხვადასხვა საშუალებით ( კონტექსტი, კითხვის დასმა, ლექსიკონი)
ცდილობს უცნობი სიტყვებისა და გამოთქმების მნიშვნელობის
გარკვევას.
მათემატიკა:
V. 3. ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე.
ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს და იყენებს
ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შესრულების ადექვატურ
ხერხს.
V. შეადგენს და ამარტივებს ალგებრულ გამოსახულებას
მათემატიკური ამოცანის ამოხსნისას.
არითმეტიკული ოპერაციების გამოყენებით, ტექსტური
ამოცანების ამოხსნისას სვამს კითხვებს, ამოცანის პირობაში
არასრული მონაცემების შესავსებად.
ისტ შედეგი მიღწეულია, თუ მოსწავლე:

იყენებს შეტანისა (მაუსი, კლავიატურა) და გამოტანის
მოწყობილობებს
(მონიტორი, პრინრეტი) ისტ-ის
საშუალებების წარმატებით ფუნქციონერებისათვის

იყენებს ისტ-ის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული
ან დამოუკიდებელი სასწავლო აქტივობებისათვის.

იყენებს ისტ-ის ინფორმაციულ რესურსებს (მაგ. ვიზუალური
მასალა, საგანმანათლებლო თამაშები) ამოცანის ამოხსნის,
ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თბალსაჩინოდ
წარმოდგენის მიზნით.
გაკვეთილი 1.
qarTuli literatura
 კითხვა -პასუხი: ქართული ლიტერატურის გაკვეთილი იწყება ტექსტის
წინა მასალის ცოდნის შემოწმებით კითხვა -პასუხის მეთოდით. დავალება
სრულდება კომპიუტერში. მოსწავლეები სხედან ინდივიდუალურ
კომპიუტერებთან და ასრულებენ eleqtronul ტესტს. აქტივობას ეთმობა
- 5 წუთი და ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
 ძველი მასალიდან ახალზე ბუნებრივი გადასვლისა და მოსწავლეთა
ინტერესის გამოწვევის მიზნით, მასწავლებელი სვამს შეკითხვას: წინა
თავში ავთანდილმა თქვა: ,,გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია”.
თქვენი აზრით, როგორ დასრულდა ეს ასპარეზობა?
 მსჯელობა: ბავშვები გამოთქვამენ ვარაუდებს დასმული პრობლემის
შესახებ. – 3 წუთი;
 ძიებითი კითხვა: გამოთქმული ვარაუდების სისწორის შემოწმების
მიზნით, მასწავლებელი სთხოვთ გადაშალონ სახელმძღვანელოები და
გაეცნონ ტექსტს;
 ტექსტის გააზრებულად წაკითხვისა და ადეკვატურად გააზრების
მიზნით მასწავლებელი მიუთითებთ, რომ გამოიყენონ ტექსტის ბოლოში
დართული სქოლიოები. არქაული სიტყვების ნაწილს (რომელთა
განმარტებებიც არ არის მოცემული სქოლიოში) მასწავლებელი ჩამოწერს
დაფაზე, მიუთითებთ, რომ უცნობი სიტყვის გასაგებად ყურადღება
გაამახვილონ აგრეთვე კონტექსტზე - 10 წუთი;
 წყვილებში მუშაობა: ტექსტის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი
სთხოვთ, ინფორმაცია შეაჯერონ მეწყვილესთან და კითხვების
საშუალებით დააზუსტონ მათთვის გაუგებარი სიტყვები და ფრაზები -2
წუთი.


ტექსტის გაცნობისა და მეწყვილესთან ინფორმაციის გაცვლის
შემდეგ, მასწავლებელი სთხოვთ დასვან ის შეკითხვები,
რომლებიც ტექსტზე მუშაობისას გაუჩნდათ და რომლებიც
მეწყვილესთან შეჯერების შემდეგაც პასუხგაუცემელი დარჩა.
ამ შემთხვევაში პასუხების გაცემაში მონაწილეობს მთელი
კლასი, საჭიროების შემთხვევაში კი ერთვება მასწავლებელი –
3 წუთი.
kompiuteruli TamaSi:
maswavlebeli moswavleebs sTxovT, kidev erTxel gaixsenon, rogor iyo Cacmuli avTandili da amis Semdeg
Seasrulon saxaliso davaleba _ Semose avTandili. (moswavlem unda gaaferados ekranze gamosaqxuli monadire
avTandilis figura da Semosvisas gamoiyenos is ferebi, rogorc avtori aRwers mas.
სააზროვნო სქემები:
 პერსონაჟის გარეგნობის ადეკვატური გაგებისა შემდეგ მასწავლებელი სთხოვთ
მოსწავლეებს ინდივიდუალურად ჩამოწერონ ის თვისებები, რომლებსაც, მათი
აზრით, ტექსტის ამ მონაკვეთში ავლენენ როსტევან მეფე და ავთანდილი. 4 წუთი.
 შემდეგ მოსაზრება გააცნონ მეწყვილეს და შეაჯერონ და შეავსონ საკუთარი
ინფორმაცია. -2 წუთი.
 შემდეგ ეტაპზე მასწავლებელი წყვილებს ავალებს, დაძებნონ, რა საერთო
თვისებები ახასიათებს ამ ორ პერსონაჟს და საკუთარი ვარიანტი წარმოადგინონ
კოგნიტური დიაგრამის _ გადაჯაჭვულის – სახით (წინასწარ გამზადებულ სქემებს
მოსწავლეებს ურიგებს მასწავლებელი). -5 წუთი.
 მოსწავლეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ივსება ერთი
საერთო დიაგრამა დაფაზე -3 წუთი.
 მასწავლებელი სთხოვთ მოსწავლეებს, დააფიქსირონ ჩამოთვლილ
თვისებათაგან, მათი აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი -3 წუთი. აქცენტი
კეთდება პერსონაჟთა ვაჟკაცობაზე, ფიზიკურ სიძლიერეზე.
საშინაო დავალება:
დაისწავლონ სახელმძღვანელოში მოცემული სტროფები ზეპირად ;
დაწერონ ესე - მარცხი და წარმატება - 1 წუთი.
მასწავლებელი მოსწავლეებს შეახსენებს გაკვეთილის დასაწყისში
დასმულ შეკითხვას:
თქვენი აზრით, როგორ დასრულდა ეს ასპარეზობა?
და სთხოვთ, რომ ახლა უკვე ტექსტზე დაყრდნობით გასცენ პასუხი.
მოსწავლეების პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი ავალებთ,
დააკონკრეტონ, რამდენი ნადირი მოკლა თითოეულმა მონადირემ
ცალცალკე. ამ ამოცანის გადასაჭრელად მათ უკვე დასჭირდებათ
მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები, შესაბამისად, გაკვეთილს
აგრძელებს მათემატიკის მასწავლებელი.
გაკვეთილი 2 - maTematika
გაცნობითი კითხვა:
 ამ პრობლემის გადასაჭრელად მათემატიკის მასწავლებელი
სთხოვთ,
კიდევ ერთხელ წაიკითხონ ,,ვეფხისტყაოსნის” სახელმძღვანელოში
მოცემული ეპიზოდის ბოლო სტროფი, დააკვირდნენ, რა
მათემატიკურ ინფორმაციას შეიცავს იგი და ლიტერატურულ
ტექსტში მოცემული ინფორმაცია ჩამოაყალიბონ ამოცანის პირობად
– 5 წუთი.

წყვილებში მუშაობა: საკუთარი ვარიანტი გააცნონ მეწყვილეს და
შეაჯერონ ერთმანეთთან. – 2 წუთი;

შეჯერებული ვარიანტი გააცნონ მთელ კლასს და მასწავლებლის
დახმარებით (საჭიროების შემთხვევაში), ჩამოაყალიბონ ამოცანის
პირობის საბოლოო ვარიანტი - 2 წუთი.
კითხვის დასმა:

ამოცანის პირობაში არასრული მონაცემების შესავსებად სვამენ
სათანადო კითხვებს;
 მასწავლებელი ყველა კითხვას აფიქსირებს დაფაზე;
 შემდეგ მოსწავლეთა თანამონაწილეობით იწყებს ჩამოწერილი
კითხვების გაცხრილვას და დაიყვანს იმ კითხვებამდე, რომლებიც
შეავსებს ტექსტური ამოცანის არასრულ ინფორმაციას და
დაეხმარებათ ამოცანის ამოხსნაში:
1) 20-ით მეტი რომ არ მოეკლა ავთანდილს, რამდენი
ნადირი იქნებოდა მაშინ დახოცილი?
2) თანაბრად დახოცვის შემთხვევაში, რამდენს მოკლავდა
თითოეული მათგანი;
აქტივობის შესასრულებლად ეძლევათ 5 წუთი;
სავარჯიშოები:





მასწავლებელი ავალებთ ინდივიდუალურად, მოქმედებების
საშუალებით, ჩაწერონ ამოცანა;
შემდგომ გააცნონ მეწყვილეს -7 წუთი.
ბოლოს უკვე ინდივიდუალურად იწყებენ ამოცანის
ამოხსნას -3 წუთი;
სამუშაოს დასრულების შემდეგ ერთი მოსწავლე ამოხსნილ
დავალებას აფიქსირებს დაფაზე. -2 წუთი;
მასალის განმტკიცება:



მასწავლებელი სთავაზობთ კიდევ სამ ამოცანას ,,ვეფხისტყაოსნიდან”.
ამოცანაზე მუშაობენ წყვილებში;
თითოეულ ამოცანას ასრულებს სამი განსხვავებული წყვილი;
1) რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით გიხმობენ,
აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ.
შეკითხვა: გამოთვალეთ, რამდენკაციანი ლაშქარი ჰყავდა
ჩასაფრებული რამაზს?
2) «გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ-ნასები,
ათი ათასი ჭაბუკი დგას, ყველაკაი ხასები,
ქალაქის კართა სამთავე - სამათას-სამათასები.
გულო, გაგსაჯა სოფელმან, არ ვიცი და, გლახ, რას ები!»
შეკითხვა:
გამოთვალეთ, რამდენი მეომარი იცავდა ქაჯეთის ციხეს?
3) ა)ავთანდილი სატახტოდან თავისი ქალაქისაკენ გაეშურა:
,,გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი.
ოც დღე იარა, ღამეცა დღეზედა წაჰრთო მრავალი.”
ბ) ავთანდილის ქალაქიდან შერმადინი დედაქალაქში მიემგზავრება:
,,შერმადინ მახარობელი წავა მისლვისა მათისა,
ფიცხლად წავიდა, სავალი სამ დღე ვლო დღისა ათისა.”
შეკითხვა:
ქალაქში?
გამოთვალეთ, რამდენ დღეში ჩავიდოდა შერმადინი სატახტო
ტექსტის გააზრებულად წაკითხვისა და ადეკვატურად გააზრების
მიზნით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ურიგებთ
მათთვის უცნობი სიტყვების განმარტებებს. -7 წუთი;
 შემდეგ ჯგუფებად ერთიანდებიან ის წყვილები, რომლებიც ერთნაირ
ამოცანაზე მუშობდნენ და ჯგუფში აჯერებენ საკუთარ ნამუშევრებს - 3
წუთი;
 პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფი აუდიტორიას აცნობს ,,ვეფხისტყაოსნის”
შესაბამის სტროფს, ტექსტზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული ამოცანის
პირობას და ამოხსნის მათეულ ვარიანტს; 5 წუთი;
კომპიუტერული თამაშები:
ამის შემდეგ მოსწავლეები ისევ სხდებიან კომპიუტერთან და ასრულებენ
სახალისო კომპიუტერულ თამაშს - ,,ნადირობა”. თამაშის დროს თითოეულ
მოკლულ ნადირზე მოსწავლე იღებს 10 ქულას, შესაბამოსად მათ უნდა
გამოთვალონ, რამდენჯერ უნდა გაისროლონ როსტევანმა და ავთანდილმა, რომ
თამაში წარმარებულად დასრულდეს - 4 წუთი.
 მოსწავლეთა შეფასება ხდება მიმდინარე
განმავითარებელი და მიმდინარე განმსაზღვრელი
შეფასებებით;
 განმავითარებელი შეფასებებით ფასდება
კომპიუტერული თამაში და ტესტებში მიღწეული
წარმატებები.
 მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება ხდება ორი
კომპონენტით:
 გაკვეთილზე ჩართულობა;
 წყვილებში მუშაობა.
წინასწარ შემუშავებული ცხრილების საშუალებით
(იხ. დანართი №1 და დანართი №2)
საკლასო მენეჯმენტი - საგანმანათლებლო რესურსები
ტექნიკა და ინსტრუმენტები - 9 კომპიუტერი; კოგნიტური დიაგრამების სქემები,
მაგნიტური დაფა, მარკერები, ამონაბეჭდები, ლექსიკონი. ფორმატები.
(ამ გაკვეთილის ჩატარება უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება კლასში სამი-ოთხი
კომპიუტერის არსებობის შემთხვევაშიც,მაგრამ მოსწავლეებს კომპიუტერული
დავალებების შესრულება მოუწევთ ჯგუფებში, ნაცვლად წყვილებისა)
ინფორმაციის წყაროები:
მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელო (ავტ. ვ. როდონაია); შოთა
რუსთაველი _ ,,ვეფხისტყაოსანი”; დამხმარე სახელმძღვანელო
მასწავლებელთათვის: სწავლება და შეფასება; მათემატიკის სახელმძღვანელო
(ავტ. ე. ნურკი; ა.ტელგმაა).
ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები
Microsoft office PowerPoint2007. Microsoft office word2007. Game
Maker Pro 8.0; Adobe Photoshop CS4
www.burusi.ge ; www.google.ge ; www.fickr.com www.detskimir.net
gmadlobT yuradRebisaTvis