Mankiw.swlearning.com

Download Report

Transcript Mankiw.swlearning.com

ეკონომიკა
დავით მარკოზაშვილი
M A N K I W. S W L E A R N I N G . C O M
რა არის ეკონომიკა?
• სიტყვა “ეკონომიკა” ბერძნულია და
ნიშნავს “ადამიანს, რომელიც საოჯახო
მეურნეობას უძღვება”
• საზოგადოების არჩევანი
• რესურსები შეზღუდულია
ეკონომიკა არის იმის შესწავლა, თუ როგორ განაგებს საზოგადოება
თავის შეზღუდულ რესურსებს. მიუხედავად იმის, რომ ეკონომიკა
ძალიან ფართო სფეროა, მას რამდენიმე ცენტრალური იდეა
აერთიანებს.
ეკონომიკის ათი პრინციპი
1. ადამიანები ალტერნატივების წინაშე
დგანან
•
•
“უფასო სადილები არ არსებობს”
იმის მისაღებად, რაც მოგვწონს, უნდა დავთმოთ სხვა რამ, რაც
აგრეთვე მოგვწონს.
• სახელმწიფო ეკონომიკა - “იარაღი - კარაქი”
ეფექტიანობა - საზოგადოების თვისება, მიაღწიოს მაქსიმალურ
შედეგებს არსებული შეზღუდული რესურსებიდან
თანასწორობა - საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური
კეთილდღეობის სამართლიანად გადანაწილება
ეკონომიკის ათი პრინციპი
2. ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც
ვთმობთ ამ ნივთის ფლობისთვის
გადაწყვეტილება კოლეჯში წასვლის შესახებ
 როგორია დანახარჯები?
ნივთის ალტერნატიული დანახარჯი - რასაც ვთმობთ ამ ნივთის
ფლობის სანაცვლოდ
ეკონომიკის ათი პრინციპი
3. რაციონალური ადამიანი
გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ
ანალიზს იყენებს
მაგალითი:
ავიაკომპანიას, რომლის თვითმფრინავშიც ადგილების რაოდენობა
200-ია, ერთი რეისი უჯდება 100 00$. ანუ, საშუალო დანახარჯი
მგზავრზე არის 500 $.
დავუშვათ, თვითმფრინავი გაფრენისთვის მზადაა და სალონში 10
თავისუფალი ადგილია დარჩენილი. ამავდროულად, არის მგზავრი,
რომელიც თანახმაა ბილეთში 300 $ გადაიხადოს, უნდა მიყიდოს
ავიაკომპანიამ ასეთ მგზავრს ბილეთი?
ეკონომიკის ათი პრინციპი
3. რაციონალური ადამიანი
გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ
ანალიზს იყენებს
მიუხედავად იმის, რომ ერთი მგზავრის გადაყვანის საშუალო ხარჯი 500
$-ია, კომპანიის ზღვრული დანახარჯი ამ შემთხვევაში, ის ერთი პაკეტი
მიწის თხილია და მინერალური წყალია, რასაც მგზავრი მოიხმარს.
რადგან ეს მგზავრი იხდის კომპანიის ზღვრულ დანახარჯზე მეტს,
კომპანიისთვის მისთვის ბილეთის მიყიდვა მომგებიანია.
რაციონალური ადამიანი მოქმედებას იწყებს მხოლოდ მაშინ, როდესაც
მისი მოქმედების ზღვრული სარგებლობა ზღვრულ დანახარჯზე მეტია.
ეკონომიკის ათი პრინციპი
4. ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ
სტიმული - ის, რაც ადამიანს მოქმედებისკენ უბიძგებს
როდესაც ვაშლის ფასი იზრდება, ადამიანები მეტ ატამს და ნაკლებ
ვაშლს ჭამენ. ამავდროულად, ვაშლის ბაღს მფლობელი მეტ
მუშახელს ქირაობს, რადგან ვაშლის გაყიდვიდან მიღებული
სარგებლიანობა მაღალია.
როდესაც სტიმული იცვლება, ეს ადამიანებში ქცევის შეცვლას
იწვევს.
ეკონომიკის ათი პრინციპი
5. ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობის
გაუმჯობესება
ვაჭრობა ქვეყნებს შორის სპორტული შეჯიბრება
როდია - სადაც ერთი იმარჯვებს და სხვები
მარცხდებიან. სინამდვილეში პირიქით ხდება ვაჭრობას ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის
გაუმჯობესება მოაქვს.
ვაჭრობა ქვეყნებს საშუალებას აძლევს აკეთონ ის,
რაშიც საუკეთესონი არიან და მიიღონ უფრო
მრავალფეროვანი საქონელი და მომსახურება.
ეკონომიკის ათი პრინციპი
6. ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი
საშუალებაა
საბაზრო ეკონომიკა - ეკონომიკური სისტემა, რომელიც ანაწილებს
რესურსებს მრავალი ფირმისა და საოჯახო მეურნეობის
დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების მეშვეობით საქონლისა და
მომსახურების ბაზრებზე ამ ფირმებისა და საოჯახო მეურნეობების
ურთიერთქმედების დროს.
ადამ სმიტის თეორია
• საბაზრო ეკონომიკაში საოჯახო მეურნეობები და ფირმები ისე იქცევიან,
თითქოს მათ “უხილავი ხელი” წარმართავდეთ.
• ეკონომიკის მონაწილეები მოტივირებულნი არიან პირადი ინტერესებით,
მაგრამ ბაზარზე მოქმედი “უხილავი ხელი” მაგ მოქმედებებს
საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართავს.
ეკონომიკის ათი პრინციპი
7. მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის
ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება
საკუთრების უფლება - ინდივიდის შესაძლებლობა, იქონიოს და
გააკონტროლოს შეზღუდული რესურსები
მთავრობის მიზანი - საკუთრების უფლების დაცვა, ეფექტიანობისა და
თანასწორობის ხელშეწყობა
საბაზრო ჩავარდნა - სიტუაცია, როდესაც ბაზარი საკუთარი ძალებით
ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას.
•
გარეგანი ეფექტი - ერთი პირის ქმედების გავლენა მეორის
მდგომარეობაზე
•
საბაზრო ძალაუფლება - ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტის
უნარი, გავლენა მოახდინოს საბაზრო ფასებზე.
ეკონომიკის ათი პრინციპი
8. ქვეყნის ცხოვრების დონე
დამოკიდებულია საქონლისა და
მომსახურების წარმოების უნარზე
მწარმოებლურობა - ერთ სამუშაო საათში წარმოებული საქონლისა
და მომსახურების რაოდენობა
ქვეყანაში, სადაც შრომა ნაკლებად მწარმოებლურია, ხალხი
იძულებულია, უფრო ღარიბულად იცხოვროს. ამასთან, ქვეყნის
მწარმოებლურობის ზრდის სიდიდე განსაზღვრავს საშუალო
შემოსავლის ზრდის სიდიდეს.
ეკონომიკის ათი პრინციპი
9. ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს
ბეჭდავს
გერმანიაში 1921 წლის იანვარში ყოველდღიური გაზეთი 0.30
მარკა ღირდა. 1922 წლის ნოემბერში,იგივე გაზეთი 70
მილიონი მარკა გახდა. ანალოგიურად გაიზარდა სხვა
საქონლის ფასებიც. ეს ეპიზოდი ისტორიაში ინფლაციის ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდის ყველაზე
საინტერესო მაგალითად ითვლება.
იმის გამო, რომ ინფლაცია საზოგადოებას უამრავ
დანახარჯებს აკისრებს, ინფლაციის დაბალ დონეზე
შენარჩუნება პოლიტიკოსთა ძირითადი მიზანია მთელ
მსოფლიოში.
ეკონომიკის ათი პრინციპი
10. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას
ინფლაციასა და უმუშევრობას შორის
ალტერნატივის წინაშე
მართალია, გრძელვადიან პერიოდში, ფასების მატება ფულის მასის ზრდის
უმთავრესი შედეგია, მაგრამ მოკლევადიან პერიოდში ის უფრო რთულ და
წინააღმდეგობრივ მოვლენად გადაიქცევა. ეკონომისტები ფულის მასის ზრდის
მოკლევადიან შედეგებს შემდეგნაირად ახასიათებენ:
• ფულის მასის გაფართოება ზრდის ხარჯების საერთო დონეს, ანუ საქონელსა
და მომსახურებაზე მოთხოვნას;
• მოთხოვნის ზრდმ დროთა განმავლობაში შეიძლება ბიძგი მისცეს ფირმების
მიერ ფასების მომატებას, მაგრამ ამავდროულად, ის მათ სტიმულს აძლევს,
უფრო მეტი საქონელი და მომსახურება გამოუშვან და მეტი მუშახელი
დაიქირაონ;
• მეტი მუშახელის დაქირავება ნიშნავს უმუშევრობის დაბალ დონეს.
ეკონომიკის ათი პრინციპი
როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებებს
1.
2.
3.
4.
ადამიანები ალტერნატივების წინაშე დგანან;
ნივთის დანახარჯი არის ის, რასაც ვთმობთ ამ ნივთის ხელში ჩასაგდებად;
რაციონალური ადამიანი გადაწყვეტილების მიღებისას ზღვრულ ანალიზს იყენებს
ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ;
როგორ ურთიერთქმედებენ ადამიანები
5.
6.
7.
ვაჭრობას შეუძლია ყველას მდგომარეობა გააუმჯობესოს.
ბაზრები, როგორც წესი, ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალებაა;
მთავრობას ზოგჯერ შეუძლია ბაზრის ფუნქციონირების შედეგების გაუმჯობესება;
როგორ მუშაობს ეკონომიკა, როგორც მთლიანი სისტემა
8. ქვეყნის ცხოვრების დონე დამოკიდებულია საქონლისა და მომსახურების წარმოების
უნარზე;
9. ფასები იზრდება, როდესაც მთავრობა ძალიან ბევრ ფულს ბეჭდავს;
10. მოკლევადიან პერიოდში საზოგადოება დგას ინფლაციასა და უმუშევრობას
შორის
ალტერნატივის წინაშე.
სავარჯიშოები
• დაასახელეთ თქვენს წინაშე მდგარი
ალტერნატივების მაგალითები
• რას აკეთებს ბაზრის უხილავი ხელი?
• რა არის ინფლაცია და რა იწვევს მას?
• აღწერეთ ზოგიერთი ალტერნატივა, რომელიც
ხვდება:
– ოჯახს ახალი მანქანის ყიდვის თაობაზე მისაღები
გადაწყვეტილებისას
– მთავრობას, ეროვნული პარკებისთვის გამოსაყოფი
ხარჯების თაობაზე მისაღები გადაწყვეტილებისას
სავარჯიშოები
• გინდათ, დაისვენოთ. რა დანახარჯები გვაქვს და როგორ
შეიძლება შევადაროთ სარგებლობასთან?
• თქვენმა კომპანიამ 5 მილიონი ჩადო პროდუქტის შექმნაში.
ახალი მონაცემები გვეუბნება, რომ ბაზარზე გამოჩნდა
კონკურენტი, ამიტომ გაყიდვები მხოლოდ 3 მილიონი
იქნება. პროდუქტის წარმოებას კიდევ 1 მილიონი სჭირდება.
ჩადებთ, თუ არა ამ თანხას წარმოებაში? თუ ჩადებდით,
მაქსიმუმ რამდენს ჩადებდით?
• თქვენი მეგობარი უკეთესი მზარეულია, სამაგიეროდ თქვენ
ოთახს უფრო ჩქარა ალაგებთ. როგორ შეიძლება მინიმალურ
დროში ორივე მოქმედების შესრულება?
სავარჯიშოები
• პენსიაზე გასვლის შემდეგ, ვისაც სხვა წყაროებიდან მეტი შემოსავალი
აქვს, იღებს ნაკლებ დახმარებას, ვიდრე ის, ვისაც ცოტა აქვს ეს
შემოსავალი. როგორ მოქმედებს ეს სქემა სტიმულზე, რომელიც
შრომითი საქმიანობის დროს ფულის დაგროვებისკენ უბიძგებს
ადამიანებს?
• ქვეყნებში, სადაც პოლიცია და სასამართლო სისტემა
კორუმპირებულია, ცხოვრების უფრო დაბალი სტანდარტებია, ვიდრე
სხვაგან. რატომ?
• ახსენით, არის თუ არა მთავრობის თითოეული ღონისძიება
მოტივირებული თანასწორობაზე და ეფექტიანობაზე ზრუნვით: 1.
საკაბელო ტელევიზიის ფასების რეგულირება 2. ღარიბების
უზრუნველყოფა საკვების ვაუჩერებით 3. საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 4. “სტანდარტ
ოილის” პატარა კომპანიებად დაშლა 5. ნასვამ მდგომარეობაში
ავტომობილის მართვის აკრძალვა
სავარჯიშოები
• განიხილეთ თითოეული დებულება სამართლიანობის და
ეფექტიანობის თვალსაზრისით: 1. საზოგადოების
თითოეული წევრი უზრუნველყოფილ უნდა იქნას
საუკეთესო სამედიცინო მომსახურებით 2. როდესაც
ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ, მან უნდა მიიღოს
დახმარება მანამდე, სანამ ახალ სამსახურს არ იპოვის
• რით განსხვავდება თქვენი ცხოვრების დონე თქვენი
მშობლების ცხოვრების დონისგან, როდესაც ისინი თქვენი
ასაკისანი იყვნენ? რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
• რამდენად ცუდია ინფლაცია? რატომაა საჭირო მისი
შემცირება?
როგორ მუშაობს ბაზარი
როდესაც კალიფორნიაში ყინვებია, ფორთოხლის ფასი
მაღაზიებში იზრდება. როდესაც აღმოსავლეთში ომი იწყება,
ამერიკაში ძვირდება ბენზინი და იაფდება კადილაკები
ბაზარი - კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების
მყიდველთა და გაყიდველთა ჯგუფი
მყიდველები, როგორც ჯგუფი, განსაზღვრავენ საქონელზე
მოთხოვნას
გამყიდველები, როგორც ჯგუფი, განსაზღვრავენ საქონელზე
მიწოდებას
რა არის კონკურენცია?
კონკურენტული ბაზარი - ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი
და გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას
ახდენს საბაზრო ფასზე.
დავუშვათ, რომ ბაზრები სრულყოფილად კონკურენტულია.
სრულყოფილად კონკურენტულ ბაზარს აქვს შემდეგი
მახასიათებლები:
• გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია
• მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ისე დიდია, რომ
ერთი ცალკეული მყიდველი/გამყიდველი საბაზრო ფასზე
გავლენას ვერ ახდენს.
გამყიდველი ხდება ფასის მიმღები - ვინაიდან არ აქვს საფუძველი
ბაზარზე არსებულ ფასზე ნაკლებად გაყიდოს საქონელი, მეორეს
მხრივ, უფრო მაღალ ფასს ვერ დაადებს, რადგან არ გაეყიდება.
მოთხოვნა
მოთხოვნის რაოდენობა არის საქონლის ის
მოცულობა, რომლის შეძენაც სურთ და შეუძლიათ
მომხმარებლებს.
მოთხოვნის რაოდენობაზე მრავალი ფაქტორი
ახდენს ზეგავლენას, მაგრამ არის ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი - ფასი.
მოთხოვნის კანონი - დებულება, რომლის
მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე
მოთხოვნა მცირდება ამ საქონლის ფასის
ზრდასთან ერთად.
ქეთრინის მოთხოვნის განრიგი &
მრუდი
მოთხოვნის მრუდი საქონლის ფასსა და
მოთხოვნის რაოდენობას
შორის დამოკიდებულების
ამსახველი გრაფიკი.
$3.50
$3.00
$2.50
$2.00
$1.50
$1.00
$0.50
$12
D2
D3
D1
10
8
6
4
2
0
ნებისმიერი ცვლილება, რომლის
შედეგად იზრდება რაოდენობა, რომლის
შეძენაც სურთ მომხმარებლებს
მოცემული ფასისას, მოთხოვნის მრუდს
მარჯვნივ გადაადგილებს. ნებისმიერი
ცვლილება, რომლის შედეგად მცირდება
რაოდენობა, რომლის შეძენაც სურთ
მომხმარებლებს მოცემული ფასის დროს,
მოთხოვნის მრუდს მარცხნივ
გადაადგილებს.
საქონლის ტიპები
რა მოუვა თქვენს მოთხოვნას ნაყინზე იმ
შემთხვევაში, თუკი ზაფხულში სამუშაოს
დაკარგავთ?
თუ შემოსავლის კლებასთან ერთად კონკრეტულ
საქონელზე მოთხოვნა ეცემა, ასეთ საქონელს
ნორმალური საქონელი ეწოდება.
თუ შემოსავლის კლება რომელიმე საქონელზე
მოთხოვნის ზრდას განაპირობებს, ასეთ საქონელს
მდარე საქონელი ეწოდება.
ურთიერთდაკავშირებული
საქონლის ფასები
შემცვლელები - ორი საქონელი, რომელთაგან ერთის ფასის ზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის ზრდას.
შემავსებლები - ორი საქონელი, რომელთაგანაც ერთ-ერთის ფასის
გაზრდა იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას.
ცვლადები, რომელიც გავლენას ახდენს მყიდველებთა
გადაწყვეტილებაზე:
• ფასი
• შემოსავალი
• ურთიერთდაკავშირებულ საქონელთა ფასები
• გემოვნება
• მოლოდინი
• მყიდველთა რაოდენობა
მაგალითი: თამბაქოს მწეველთა
რაოდენობის შემცირების ორი გზა
• ჯანდაცვის სამსახურის განცხადებები
– მოთხოვნის მრუდის გადაადგილება
• სიგარეტის ფასის გაზრდა ბეგარის
გაზრდის გზით
– მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობა
$4.00
• C
A
$2.00
B
A
•
•
•
$2.00
D1
D1
D2
10
12
20
20
მიწოდება
მიწოდების რაოდენობა საქონლის ან
მომსახურების ის რაოდენობაა, რომლის
გაყიდვაც სურთ და შეუძლიათ
გამყიდველებს.
•
•
როდესაც ნაყინის ფასი იმატებს, მისი გაყიდვა მომგებიანია და ბაზარზე
ნაყინის მიწოდების რაოდენობა იზრდება.
როდესაც ნაყინის ფასი იკლებს, გამყიდველები ნაკლებ ნაყინს აწვდიან
ბაზარს და ზოგმა შეიძლება წარმოებაც შეწყვიტოს.
რადგან მიწოდების რაოდენობა ფასის ზრდასთან ერთად იზრდება და ფასის
კლებასთან ერთად კლებულობს, ვამბობთ, რომ ისინი ერთმანეთთან
პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია. ამ დამოკიდებულებას
მიწოდების კანონი ეწოდება.
მიწოდების მრუდი
ვინაიდან საქონელზე ფასის ზრდა,
მიწოდების რაოდენობის ზრდას იწვევს,
ამიტომ მიწოდების მრუდი აღმავალია.
რა ზეგავლენას
იქონიებს ნაყინის
ბაზარზე შაქრის ფასის
დაცემა?
მიწოდების მრუდი
მიწოდების მრუდის გადაადგილება
მრავალ ცვლადს შეუძლია. მათგან
ყველაზე მნიშვნელოვანია:
• ინგრედიენტების ფასები (რატომ?)
• ტექნოლოგია
• მოლოდინი
• გამყიდველთა რაოდენობა
მიწოდება & მოთხოვნა
წონასწორობა - სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა
გაწონასწორებულია.
წონასწორული ფასი - ფასი, რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და
მოთხოვნას.
წონასწორული რაოდენობა - საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის
რაოდენობა წონასწორობის დროს
ნაყინის
ფასი
მიწოდება
მოთხოვნა
2.00 $
წონასწორობა
7
ნაყინის
რაოდენობა
მიწოდება & მოთხოვნა
მყიდველებისა და გამყიდველების ქმედებები ბუნებრივად
უბიძგებს ბაზარს წონასწორობისაკენ.
ჭარბი მიწოდება - სიტუაცია, როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე
მეტია.
ნაყინის
ფასი
მიწოდება
მოთხოვნა
ჭარბი მიწოდება
2.50 $
2.00 $
წონასწორობა
4
მოთხოვნის
რაოდენობა
7
10
მიწოდების
რაოდენობა
ნაყინის
რაოდენობა
ვთქვათ, ნაყინის ფასმა აიწია 2.50 $-მდე.
მიწოდება გაიზრდება, რაც წარმოშობს
ბაზარზე საქონლის სიჭარბეს.
როდესაც ნაყინის ბაზარზე მიწოდების
სიჭარბე გვაქვს, ნაყინის გამყიდველების
მაცივრები სავსეა ნაყინით, რომელიც არ
იყიდება. მიწოდების სიჭარბეს
გამყიდველები ფასის შემცირებით
პასუხობენ, ვიდრე ბზარი წონასწორობაში
არ მოვა.
მიწოდება & მოთხოვნა
მყიდველებისა და გამყიდველების ქმედებები ბუნებრივად
უბიძგებს ბაზარს წონასწორობისაკენ.
ჭარბი მოთხოვნა- სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე
მეტია.
ნაყინის
ფასი
მიწოდება
მოთხოვნა
2.00 $
წონასწორობა
1.50 $
ჭარბი
მოთხოვნა
4
მოთხოვნის
რაოდენობა
7
10
მიწოდების
რაოდენობა
ნაყინის
რაოდენობა
ახლა ვთქვათ, ნაყინის ფასმა დაიწია 1.50 $მდე. მოთხოვნა გაიზრდება, თუმცა
მიწოდება არა. ჩნდება საქონლის დეფიციტი.
მომხმარებლები ვერ ყიდულობენ იმდენ
ნაყინს, რამდენიც სურთ. როდესაც ბზარზე
მოთხოვნის სიჭარბეა, მომხმარებლები
დიდხანს დგანან ნაყინის რიგში. მოთხოვნის
გაზრდას, გამყიდველები ფასის აწევით
პასუხობენ მანამდე, სანამ ბაზარი
წონასწორობაში არ მოვა.
ანალიზის სამი საფეხური
მოთხოვნისა და მიწოდების კანონი - დებულება, რომლის
თანახმადაც საქონლის ფასი მასზე მოთხოვნისა და მიწოდების
რაოდენობას აბალანსებს.
როდესაც ვაანალიზებთ რაიმე მოვლენის მოქმედებას
ბაზარზე, გავივლით სამ საფეხურს:
• რომელ მრუდს გადაადგილებს ეს მოვლენა? მიწოდების,
მოთხოვნის, თუ ორივეს ერთად?
• საით გადაადგილდება მრუდი - მარცხნივ თუ მარჯვნივ?
• ვიყენებთ მოთხოვნა-მიწოდების დიაგრამას იმის
შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს ეს გადაადგილება
ფასსა და რაოდენობაზე.
მაგალითი
1. დავუშვათ, რომ ცხელი ზაფხულია. როგორ
იმოქმედებს ეს მოვლენა ბაზარზე?
2. დავუშვათ, მიწისძვრამ ნაყინის რამდენიმე
ქარხანა გაანადგურა. როგორ იმოქმედებს ეს
მოვლენა ნაყინის ბაზარზე?
3. დავუშვათ, რომ ცხელი ამინდი და მიწისძვრა
ერთ ზაფხულს მოხდა.
სავარჯიშოები
• რა გავლენას ახდენს ავტოფურგონების ბაზარზე
შემდეგი ფაქტორები? 1. ადამიანები წყვეტენ, მეტი
ბავშვი იყოლიონ 2.მეტალურგების გაფიცვის
შედეგად ფოლადის ფასი იზრდება 3. ინჟინრები
ქმნიან ფუნგონების წარმოების ახალ, დაბალფასიან
ტექნოლოგიას 4.მსუბუქი სატვირთო მანქანების ფასი
იზრდება 5. ქვეყნის მოქალაქეების სიმდიდრე
კლებულობს
• განსაზღვრეთ, შემცვლელებია, თუ შემავსებლები: 1.
DVD ფილმები და ტელევიზორი 2. DVD ფილმები და
კინოთეატრის ბილეთები
სავარჯიშოები
• ტექნოლოგიურმა განვითარებამ ტელევიზორების
წარმოების დანახარჯების შემცირება გამოიწვია.
დახაზეთ დიაგრამა, სადაც ნაჩვენები იქნება
ტელევიზორების ბაზარზე მომხდარი მოვლენები.
დახაზეთ 2 დიაგრამა, სადაც ნაჩვენები იქნება
ტელევიზორების ბაზრის გავლენა DVD ფილმების და
კინოთეატრის ბილეთების ბაზარზე
• დახაზეთ დიაგრამა, სადაც ნაჩვენები იქნება შემდეგი
მოვლენების ზეგავლენა სვიტრების ბაზარზე: 1.
ქარიშხალმა ბამბის ნათესები გაანადგურა 2. ტყავის
ქურთუკების ფასმა დაიკლო 3. ახალი საქსოვი
მანქანის გამოგონება
სავარჯიშოები
•
•
2013 წელი ხასიათდებოდა შობადობის მაღალი მაჩვენებლით. რა
გავლენას მოახდენს ეს ძიძების მომსახურების ფასებზე 2015 და 2028
წლებში? (დავუშვათ, რომ 2 წლამდე ბავშვს სჭირდება ძიძა და 15 წლისას
თვითონ შეუძლია ძიძობა)
ცხრილში გამოსახულია პიცის ბაზარი. რა არის წონასწორული ფასი და
რაოდენობა? წონასწორული ფასი რომ ნაკლები იყოს მიმდინარე ფასზე,
რა გააწონასწორებდა ბაზარს?
ფასი
$4
5
6
7
8
მოთხოვნის რაოდენობა
135 პიცა
104
81
68
53
მიწოდების რაოდენობა
26 პიცა
53
81
98
110