Transcript მათემატიკა
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი გიორგი მიხელიძე ფუნქცია: ◦ X და Y სიმრავლეებს შორის შესაბამისობას, როდესაც X სიმრავლის ყოველ ელემენტს Y სიმრავლის ერთადერთი ელემენტი შეესაბამება, ფუნქცია ეწოდება Y ABC X abcde f ფუნქცია ამყარებს შესაბამისობას X და Y სიმრავლეებს შორის რამიე წესით (ფორმულით) ◦ Y=f(x) - ვგულისხმობთ, რომ X და Y დაკავშირებულნი არიან f წესით. მაგალითად, y=2+3x ამ შემთხვევაში f წესი არის 2+3x, ან f(x)=2+3x 3 2+3∙3 11 ◦ X-ს დამოუკიდებელ ცვლადს უწოდებენ, ხოლო y-ს დამოკიდებულს ფუნქცია ზრდადია, თუკი x-ის გაზრდა იწვევს y-ის ზრდას, ანუ ნებისმიერი x2>x1 რიცხვებისათვის f(x2)>f(x1) წრფივი ფუნქცია: y=a+bx ◦ y=bx როდესაც a=0 ◦ Y=a როდესაც b=0 ორივე ზემოთ მოცემული ფუნქცია წრფივია! თუ b დადებითია, y=a+bx ფუნქცია ზრდადია, ხოლო თუ b უარყოფითია, ფუნქცია კლებადია y=bx (a=0) აღნიშნული ფუნქციის გრაფიკი გადის კოორდინატთა სათავეზე, რადგან როდესაც x=0, y აგრეთვე ნულის ტოლია, ანუ (0;0) წერტილი მოცემულ წრფეზე მდებარეობს y=a (b=0) მოცემული ფუნქციის გრაფიკი X ღერძის პარალელურია რატომ? y=a იგივეა რაც y=a+0∙x, შესაბამისად x-ის ზრდა ვერ გამოიწვევს y-ის ზრდას რა მოხდება, თუ a გარკვეული სიდიდით გაიზრდება? ◦ განვიხილოთ ფუნქცია y=2+3x (1), წრფე Y ღერძს კვეთს წერტილში (0;2) ◦ თუკი a 1 ერთეულით გაიზრდება y=3+3x (2) ახალი გადაკვეთის წერტილი იქნება (0;3) ◦ (1) - როდესაც x=1, y=5; x=2, y=8 ◦ (2)- როდესაც x=1, y=6; x=2, y=9 x-ის თითოეულ სიდიდეს y-ის 1-ით მეტი სიდიდე შეესაბამება => წრფე პარალელურად ზემოთ გადაადგილდება რა მოხდება, თუ b გარკვეული სიდიდით გაიზრდება? ◦ y=a+bx დავუშვათ b 2-ჯერ გაიზარდა: ◦ y=a+2bx ახლა x-ის 1 ერთეულით ცვლილებას 2ჯერ მეტი ეფექტი აქვს y-ზე! წრფის დახრის კუთხე გაიზრდება წრფის აგება ◦ იმისათვის რომ ვიპოვოთ წრფის ფუნქცია ან ავაგოთ მისი გრაფიკი, საჭიროა ვიცოდეთ: 2 წერტილი ან 1 წერტილი და დახრის კუთხე თუ ცნობილია ფუნქცია (მაგ. y=2+3x), მისი გრაფიკულად გამოსახვა მარტივია. მოსახერხებელი მეთოდი - ვიპოვოთ X და Y ღერძების გადაკვეთის წერტილები და შემდეგ გავავლოთ ხაზი ◦ Y ღერძის გადაკვეთის წერტილში x=0 y=2+3∙0=2 x=0 y=2 ◦ X ღერძის გადაკვეთის წერტილში y=0 0=2+3x x=-2/3 ფუნქციის პოვნა 1 წერტილის და დახრის კუთხის მიხედვით ◦ ფორმულა: y-y1=b(x-x1) სადაც x1 და y1 წერტილის კოორდინატებია, ხოლო b დახრის კუთხეა მაგალითი: დავუშვათ ვიცით, რომ დახრის კუთხე არის 2, ხოლო ერთ-ერთი წერტილი რომელზეც წრფე გაივლის არის (3;1) y-y1=b(x-x1) => y-1=2(x-3), საიდანაც y=2x - 5 ფუნქციის პოვნა 2 წერტილით ◦ ჩვენ შეგვიძლია დახრის კუთხე დავთვალოთ შემდეგი ფორმულით: 𝑦2− 𝑦1 𝑏= 𝑥2− 𝑥1 ◦ დავუშვათ დახრის კუთხე არის 2. ეს იმას ნიშნავს რომ x-ის 1 ერთეულით ზრდა გამოიწვევს y-ის 2 ერთეულით ზრდას, ანუ ნაზრდების შეფარდება არის 2/1. ზემოთ მითითებულ ფორმულაში მრიცხველი გვიჩვენებს y-ის ნაზრდს, ხოლო მნიშვნელი x-ის ნაზრდს ◦ მას შემდეგ რაც ვიპოვით დახრის კუთხეს, ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ფუნქცია დახრის კუთხისა და 1 ნებისმიერი წერტილის მიხედვით მაგალითი ◦ მოცემულია 2 წერტილის კოორდინატები (-5;7) და (4,16) ◦ დახრის კუთხე b=(16-7)/(4- (-5))=9/9=1 ◦ y-y1=b(x-x1) => y-7=1(x+7), საიდანაც y=12+x წრფივი განტოლების ამოხსნა ◦ წრფივი განტოლება ეწოდება a+bx=0 სახის განტოლებას. მას აქვს ერთადერთი ამონახსნი: x=-a/b (a და b არ უდრის 0-ს) განტოლება შესაძლებელია ამოვხსნათ გრაფიკის მეშვეობითაც. მისი ამონახსენი არის Y ღერძთან კვეთის წერტილი თუ b=0, განტოლებას ამონახსნი არ აქვს, ხოლო თუ a=0 ნებისმიერი რიცხვი არის განტოლების ამონახსნი