მანსარდის

Download Report

Transcript მანსარდის

მანსარდების თბოიზოლაცია
მანსარდების, ძველ უბნების დაშენებებისა და
სახურავების სარესტავრაციო სამუშაოებში მთავარი
ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი სასარგებლო ფართობი
შეიქმნას მაღალი თბოსაიზოლაციო თვისებების მქონე
მსუბუქი კონსტრუქციის სახურავისა და კედლების
მეშვეობით. ამ მიზნის მიღწევაში მთავარი
შემაფერხებელი ფაქტორია თბოსაიზოლაციო
მასალების სამაგრი კონსტრუქციების სიმძიმე და
მოუქნელობა.
1
არსებული მანსარდების კოსმეტიკური რემონტების დროს ჩვენი
შემოთავაზება მთლიანად ხსნის ამ პრობლემას და ეს დიზაინი ყალიბდება
შემდეგნაირად:
2
შემოთავაზების უპირატესობები:
ა) სახურავში დამატებითი სივრცე ჩნდება, ანუ საჭირო არ არის ნივნივების
ქვევიდან თაბაშირმუყაოს ელემენტის აკვრა;
ბ) უფრო ეკონომიური იქნება, რადგან მეტალოკრამიტის ქვევიდან მეორე ფენა
ქეჩის დამატება ( 7.5ლარი/მ²) უფრო იაფია, ვიდრე თაბაშირმუყაოს დამაგრება
თავისი ხელობით (10ლარი/მ²)
ც) სახურავის კონსტრუქცია მსუბუქდება, რადგან 1მ² ქეჩა (8მმ) იწონის 1კგ-ს,
ხალო 1მ² თაბაშირმუყაო არანაკლებ 11კგ-ს!
მასალის წონა 1მ2 ფართობზე (c)
ფასი (b)
ბაზალტის ქეჩა (8მმ)
მეორე ფენა
1 კგ/მ2
8,5 ლარი/მ2
თაბაშირმუყაო დამაგრებით
11 კგ/მ2
10,0 ლარი/მ2
დ) კედლის მშენებლობაში მძიმე სამშენებლო ბლოკის ნაცვლად (14გვ) მსუბუქი,
მოცულობით თხელი აგურის გამოყენება, მასსა და თაბაშირმუყაოს შორის
დამატებითი ერთი ფენა ქეჩის ჩამატება მნიშვნელოვნად ზრდის კედლის
თბოიზოლაციას.
ეს კომბინაცია როგორც წონით, ისე ფასით და თბოიზოლაციის ხარისხით
ყველაზე ეფექტურია.
3
თბოიზოლაციის ეფექტი
ორი ფენა ბაზალტის ქეჩის თბოიზოლაციის ეფექტი 100°C – 20°C
ტემპერატურულ დიაპაზონში არის 50%, რაც ნიშნავს შემდეგს: თუ
სახურავის კონსტრუქციაში თბოიზოლაციისთვის გამოვიყენებთ ორ ფენა
8მმ-იან სისქის ბაზალტის ქეჩას და გარე ტემპერატურა სახურავზე არის
60°C, სახურავის შიგნით გვექნება მაქსიმუმ 20°C.
4
ე) მანსარდის თბოიზოლაციის ჩვენს მიერ შემოთავაზებულმა დიზაინმა
ტესტირება გაიარა კედლის ტენიანობის რეჟიმის დადგენაზე:
2 ფენა ბაზალტის ქეჩის გამოყენება ნახევარი აგურის წყობის კედლის
შემთხვევაშიც კი უზრუნველყოფს ფაქტიური და მაქსიმალური
პარციალური წნევების ხაზების გადაკვეთის თავიდან აცილებას ანუ
კედელი არ სველდება.
ked l i s t eni ano bi s r eJi mi s d ad gena
(baz al t i s qeCa ked l i s Si d a z ed api r z e)
par c i al u r i wnevebi , n/ m2
f aqt i u r i d a maqsi mal u r i
2500
f aqt i ur i par c i al ur i wneva
2000
maqsi mal ur i par c i al ur i
wneva
1500
baz al t i s qeCi s si sqe 16 mm
1000
500
0
0
100
200
300
400
500
ked l i s si qe, mm
6
მანსარდის სამშენებლო ნაწილის განსაკუთრებული თხელი დიზაინის
(კედლის მინიმალური სისქით) შემთხვევაში ორი ფენიანი ბაზალტის ქეჩა
შეიძლება დამზადდეს შემდეგი კომბინაციით: ერთი ქეჩა დამზადებული
იქნება ორთქლის არაგამტარი არმირებული პოლიეთილენის აფსკით,
ხოლო მეორე ქეჩა დამზადებული იქნება ტენის არაგამტარი არმირებული
პოლიეთილენის აფსკით. ამ შემთხვევაში თბოიზოლაციის შრე
მანსარდისათვის მიიღებს შემდეგ სახეს:
შენიშვნა: ამ ცვლილებებმა
დიზაინში თბოიზოლაციის
ღირებულაბა შეიძლება
გააძვიროს მხოლოდ არაუმეტეს 5
ლარი/მ²-ით.
7
თუ გადაწყვიტავთ დამოუკიდებლად ბაზალტის ქეჩით სხვადასხვა ტიპის
თბოსაიზოლაციო დიზაინის შექმნას, აუცილებლად დაგვჭირდებათ ამ
დიაგრამის გათვალისწინება.
უფრო სრულყოფილი ინფორმაცია – ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო
ასოციაციის წევრების ტ.მ.დ. პროფ. ო. კიღურაძისა და ტ.მ.დ. პროფ. თ.
ჯიშკარიანის ტესტირების შედეგები ბაზალტის ქეჩის თბოსაიზოლაციო
ეფექტურობასთან დაკავშირებით
8