ბაზალტის ბოჭკო
Download
Report
Transcript ბაზალტის ბოჭკო
ბაზალტის ბოჭკოს უპირატესობები
ბეტონის არმირებაში
შპს “Basalt Fibers” 2011
www.basalt-fibers.com
1
ისტორია
– მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტალური
ბაზალტის სტაბილურად უწყვეტი ბოჭკო
მიღებული იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მასალათა
ინსტიტუტის ლაბორატორიაში გასული
საუკუნის 60–იან წლებში და 1985 წელს
ბელიჩში (უკრაინა) ამოქმედდა პირველი წარმოება.
– შ.პ.ს. “ბაზალტ ფაიბერსი” 1998 წლიდან აწარმოებს
ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს საკუთარი ტექნოლოგიით.
მსოფლიოში ბაზალტის ტექსტილური ბოჭკოს წარმოების ტექნოლოგიური განვითარების სამი მიმართულებაა (მათ შორის ერთი ქართულია) და ფუნქციონირებს მხოლოდ 7 წარმოება, რომელთა ამჟამინდელი საერთო წარმადობა არ აღემატება 3 ათას ტონას
წელიწადში.
www.basalt-fibers.com
2
პროცესი
ბაზალტის ტექსტილური ბოჭკო მიიღება ბაზალტის ქვის დნობით და ამ
ნადნობის შემდგომი გამოწელვით.
www.basalt-fibers.com
3
ახალი ქართული სამშენებლო მასალა ჰეს-ებისთვის –
ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო
თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებში უკვე
საყოველთაოდ გამოყენებადი პროდუქტია სხვადასხვა
სახეობის დაჭრილი ბოჭკოები (ლითონის, ორგანული,
მინერალური და სხვა), რომლებიც საშუალებას იძლევიან
დაიცვან ახლადდასხმული ბეტონი ბზარების გაჩენისგან,
ასევე გაზარდონ ბეტონის ზედაპირის ცვეთამედეგობა.
ბეტონებში დაჭრილი ბოჭკოს გამოყენება საშუალებას იძლევა შემცირდეს
ლითონის არმატურის რაოდენობა და შესაბამისად გაიაფდეს კვადრატული ბეტონის
ზედაპირის შექმნის ღირებულება.
BPG ltd-მ გერმანულ წამყვან სამშენებლო კვლევით
ინსტიტუტთან (www.ibu-trier.de) ერთად განახორციელა
ბაზალტის დაჭრილი ბოჭკოს ტესტირებები სხვადასხვა ტიპის ბეტონების არმირებაში და შექმნა შესაბამისი რეკომენდაციები მისი ოპტიმალური გამოყენების
თვალსაზრისით.
www.basalt-fibers.com
4
რა უპირატესი მახასიათებლებით გამოირჩევა BPG-ის ბაზალტის ბოჭკო?
ყველაზე ახლოს დგას თბოგაფართოების მაჩვენებლებით ბეტონთან;
კუთრი წონის მიხედვით, ყველაზე მეტად მიესადაგება
ბეტონს სხვა საარმირე
ბოჭკოებთან შედარებით;
AR-glass-ის ტიპის ბოჭკოებთან შედარებით უფრო მაღალი E-modul-ი გააჩნია
ყველაზე დაბალი წაგრძელების კოეფიციენტი აქვს ვიდრე ბეტონის სხვა
საარმირე ბოჭკოებს;
გააჩნია ყველაზე დაბალი თბოგადაცემის კოეფიციენტი;
გამოირჩევა საუკეთესო განშლით ბეტონის მთელ მოცულობაში;
აჩქარებს ბეტონის შეკვრის ვადებს
www.basalt-fibers.com
5
რატომ არის აუცილებელი ბოჭკოს გათვალისწინება ჰეს–ების პროექტებში?
მასიურ ბეტონში ზედაპირული ბზარების თავიდან ასაცილებლად
გვირაბებში ტორკრეტირების დროს ბეტონის უკეჩამოცვენის ეფექტის
შესამცირებლად
რა რაოდენობის ბოჭკოა საჭიროა 1მ3 ბეტონში ამ ეფექტის შესაქმნელად?
არანაკლებ 30 კგ ლითონის ბოჭკო (Ø 0,62მმ)
არანაკლებ 7კგ პოლიპროპილენის ბოჭკო (Ø 0,51მმ)
არაუმეტეს 3კგ BPG-ს მიერ წარმოებული ბაზალტის ბოჭკო (Ø14 მიკრონი)
გარდა მრავალი ტექნიკური უპირატესობისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ
გაცილებით მეტი ელემენტარული ბაზალტის ბოჭკოა გაშლილი ბეტონში
შეკვრის ნაწიბურების შესაქმნელად, ვიდრე სხვა ტიპის ბოჭკოების
გამოყენების შემთხვევაში
ბოჭკოს
მახასიათებლები
ლითონის ბოჭკო
სიგრძე
24მმ
დიამეტრი
Ø0,62მმ
რაოდენობა
30კგ/მ3
პოლიპროპილენის ბოჭკო
სიგრძე
24მმ
დიამეტრი
Ø 0,51მმ
რაოდენობა
7კგ/მ3
ბაზალტის ბოჭკო
სიგრძე
24მმ
დიამეტრი Ø 14 მკრნ.
რაოდენობა
3კგ/მ3
ბოჭკოს რაოდენობა
1მ3 ბეტონში
0,6 მლნ.
1,7 მლნ.
300 მლნ.
www.basalt-fibers.com
6
მნიშვნელოვანი ეფექტი
დაჭრილი ბოჭკოს სიმრავლე ბეტონში განაპირობებს ცემენტის ქვის ფორმირების
დაჩქარებას;
ლითონის ბოჭკოს (30კგ/მ3) იყენებენ 10 ჯერ მეტს, ვიდრე ბაზალტის დაჭრილ
ბოჭკოს (3 კგ/მ3), მაგრამ 1მ3 ბეტონში ბაზალტის ელემენტარული ბოჭკოები 300–
ჯერ მეტია (300 მლნ/მ3), ვიდრე ლითონის ელემენტალურ ბოჭკოები (0,61 მლნ/მ3)
300 მლნ ტუტემედეგი ელემენტარული ბაზალტის ბოჭკოს არსებობა 1მ3 ბეტონში,
სხვა
საარმირე
ბოჭკოებისგან
განსხვავებით
საშუალებას
იძლევა
მასიური
ბეტონების უწყვეტი ჩასხმის დროს ბეტონის შეკვრის პროცესი დააჩქაროს 2 ÷ 3–
ჯერ ყოველგვარი ძვირადღირებული დამაჩქარებლების გამოყენების გარეშე.
www.basalt-fibers.com
7
მოქმედი ექსპერიმენტები
საქართველოს ბაზარზე 2010 წლიდან იყენებენ BPG-ს მიერ წარმოებულ
ბაზალტის დაჭრილ ბოჭკოს ბეტონის იატაკების შექმნის დროს, რაც
მომხმარებელს საშუალებას აძლევს 1მ2 ბეტონის იატაკზე (20სმ სისქე) დაზოგოს
არანაკლებ 8$.
შ.პ.ს. “ქართული ცემენტის” თიხის საწყობი,
1200 მ2 ბეტონის იატაკი 200მმ სისქის, გამოყენებუ–
ლია არმატურა 1,5ტონა, 10ტონის მაგივრად.
ხოლო ბაზალტის დაჭრილი ბოჭკო ბეტონში
გამოყენებულია მხოლოდ 2,5კგ/მ3 .
შ.პ.ს. “თემა”-ს მექანიკური საამქროს ამწის
(80ტნ წონა) საყრდენების ქვეშ ბეტონის სავალ
ნაწილში არმატურა მთლიანად ამოღებულია,
ხოლო ბაზალტის ბოჭკო გამოყენებულია 8კგ/მ3.
www.basalt-fibers.com
8
ნებისმიერი პროექტისთვის დევიზი:
სწრაფად, ხარისხიანად, იაფად
წარმატების საწინდარია
BPG-ის შემოთავაზება დაეხმარება ჰეს–ების ნებისმიერ პროექტს ამ დევიზის
წარმატებით განხორციელებაში, რადგან მშენებლობის დროს მასიურ
ბეტონებში ბაზალტის ბოჭკოს გამოყენება
აჩქარებს ბეტონის შრობის ვადებს
2÷3–ჯერ, ყოველგვარი
ძვირადღირებული დამაჩქარებლების გამოყენების გარეშე, ანუ ჩქარდება
და იაფდება მშენებლობის პროცესი;
სპობს ბზარების წარმოქმნის პროცესს ბეტონის ზედაპირზე, ანუ
სრულყოფილი (უნაკლო) ბეტონის ზედაპირი ჰეს–ის ხანგრძლივი
შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა;
საშუალებას იძლევა შემცირდეს ბეტონებში არმატურის გამოყენების
მოცულობა ანუ მკვეთრად გაიაფდება პროექტის სამშენებლო ნაწილი.
www.basalt-fibers.com
9
გმადლობთ ყურადღებისთვის...
შპს “Basalt Fibers” 2011
www.basalt-fibers.com
10