ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენა და მართვა ზოგად საექიმო

Download Report

Transcript ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენა და მართვა ზოგად საექიმო

სასწავლო კურსი ზოგადი
პრაქტიკის ექთნებისათვის
ტუბერკულოზის ადრეული გამოვლენა და
მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში
სასწავლო პროგრამა ხორციელდება საოჯახო მედიცინის პროფესიონალთა კავშირის მიერ,
საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ასოციაციასთან
თანამშრომლობით
თემა: ტუბერკულოზის ეპიდემიოლოგია
და ტბ, როგორც საზოგადოებრივი
ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა
მარინა ჯანჯღავა, MD, PhD
მაისი, 2012w
.
ტუბერკულოზი _ ინფექციური დაავადებაა,
რომელსაც იწვევს თვალით უხილავი
ტუბერკულოზის მიკობაქტერია
ტუბერკულოზი იკურნება
ამავდროულად მსოფლიოში ამ დაავადებით
წელიწადში 2 მილიონზე მეტი ადამიანი
იღუპება
ტუბერკულოზის სპეციფიურობა (1)
 ვრცელდება აირ-წვეთოვანი გზით
 მკურნალობის გარეშე შემთხვევათა უმრავლესობა
სიკვდილით მთავრდება
 არანამკურნალევი ბაქტერიაგამომყოფი ადამიანი
წარმოადგენს ინფექციის წყაროს, იგი წელიწადში
საშუალოდ 10-15 ადამიანს აინფიცირებს
ტუბერკულოზის სპეციფიურობა (2)
 წამლებისადმი მგრძნობიარე ტუბერკულოზის
მკურნალობის ხანგრძლივობა _ 6 თვე
 არასწორი მკურნალობა იწვევს ძნელადგანკურნებად მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარებას
 მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის
ხანგრძლივობა საშუალოდ _24 თვე
 ავადმყოფის დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა
უზრუნველყოფს განკურნებას შემთხვევათა
უმრავლესობაში
ტუბერკულოზის მიკობაქტერიის თვისებები
• მზის სხივების მოქმედებით იღუპება 1,5სთ-ში
• დაბალ ტემპერატურაზე არ იღუპება
• გარემოში არ მრავლდება, მაგრამ ინარჩუნებს
სიცოცხლისუნარიანობას
• გაუნიავებელ შენობაში ჰაერში რჩება შეწონილ
მდგომარეობაში
ინფექციური წვეთების ზომა & ჰაერში
სუსპენზიის უნარი
ინფექციური წვეთების
ზომა
100 μ
ნაწილაკის დალექვის დრო
10 წამი
20 μ
10 μ
1-5 μ
 მიკრონი=მიკრომეტრი=10-6 მ.
4 წუთი
17 წუთი
ჰაერში შეწონილი
საათების განმავლობაში
როგორ ხდება ინფექციის გადაცემა
\ტრანსმისია\
 ინფექციის ძირითადი წყარო _ ფილტვის
ტუბერკულოზით დაავადებული ბაქტერიაგამომყოფი
ავადმყოფი, რომელიც ცემინების, ხველების, საუბრის ან
სიცილის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების
შემცველ უხილავ წვეთებს
 ინფექციის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე ხდება
ჰაერის მეშვეობით
 ტუბერკულოზი არ გადადის საყოფაცხოვრებო ნივთებით
(თეფში, ჭიქა, კოვზი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.)
• ერთი დახველებით გამოიყოფა დაახლოებით 3.500
მიკობაქტერია
• იგივე რაოდენობა გამოიყოფა 5 წუთიანი საუბრის
დროს
• ერთი დაცემინებისას გადმოიფრქვევა დაახლოებით
1 მილიონი მიკობაქტერია
Aინფექციის გავრცელების იშვიათი გზები
ალიმენტური
• ინფექციის წყაროს წარმოადგენს ხარის ტიპით
დაავადებული
საქონელი,
გადაცემა
ხდება
არაპასტერიზებული რძის მიღებისას
კონტაქტური
• გადაცემა ხდება დაზიანებული კანიდან
ინფიცირება არ ნიშნავს დაავადებას
ინფიცირება
დაავადება
• ორგანიზმშიM არსებობენ
ტუბერკულოზის
მიკობაქტერიები
• ორგანიზმში არსებობენ
ტუბერკულოზის მიკობაქტერიები
M
• ნახველის ბაქტერიოსკოპული
და კულტურალური
გამოკვლევა – უარყოფითია
• ნახველის ბაქტერიოსკოპული ან
კულტურალური გამოკვლევა –
დადებითია
• რენტგენოგრამა ცვლილებების
გარეშე
• რენტგენოგრამაზე აღინიშნება
დამახასიათებელი ცვლილებები
• პაციენტს ტუბ.
დამახასიათებელი სიმპტომები
არ აღენიშნება
• პაციენტს აღენიშნება ტუბ.
დამახასიათებელი სიმპტომები
• პიროვნება არ წარმოადგენს
ინფექციის გადაცემის წყაროს
• ავადმყოფი უმეტეს შემთხვევაში
წარმოადგენს ინფექციის წყაროს
• ინფიცირებული
• დაავადებული
ინფიცირებულთა დაახლოებით 10% შემთხვევაში ხდება დაავადების
განვითარება
ინფიცირების რისკი დამოკიდებულია გარემო
პირობებზე
ინფიცირების რისკი მაღალია
• დახურულ, ცუდად განიავებულ გარემოში
ხანგრძლივი კონტაქტისას
ინფიცირების ალბათობა მცირდება:
• შენობის განიავებითა და ვენტილაციით
ინფიცირებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ
შეიძლება განვითარდეს დაავადება
• ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითება
• აივ-ინფექცია და შიდსი
• სხვადასხვა დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი,
წყლულოვანი დაავადება, ჰორმონოთერაპია)
• წონის სწრაფად კლება
• ცუდი კვება
დაავადების განვითარების რისკ-ჯგუფები
• ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ
ბაქტერიაგამომყოფ ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი
პირები
• სოციალურად დაუცველი პირები
• ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელნი
• ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებაში მომუშავე
სამედიცინო პერსონალი
• პატიმრები
ტუბერკულოზის
ეპიდემიოლოგია
ტუბერკულოზის გავრცელების ბოლო შეფასებითი
(სავარაუდო) მონაცემები – 2008წ
ტუბერკულოზის
შემთხვევები
სულ რეგისტრირებული
შემთხვევები
ყველაზე მეტი გავრცელება აფრიკაში
9.4 milioni
სიკვდილის
შემთხვევები
1.8 milioni
მულტირეზისტენტული
ტუბერკულოზი(MDR-TB)
~440,000
ზემდგრადი რეზისტენტული
ტუბერკულოზი(XDR-TB)
~50,000
~30,000
კოინფექცია– TB/HIV
1.4 milioni
456,000
~150,000
Mმულტირეზისტენტული ტუბერკულოზი
ახალ შემთხვევათა შორის 1994-2007
* Sub-national coverage in India,
China, Russia, Indonesia.
0.00 - 0.99
1.00 - 2.99
3.00 - 5.99
6.00 – 10.00
>10.00
No data
The boundaries and names shown and the designations used on this map do not imply the expression of any opinion whatsoever on the part of the World Health
Organization concerning the legal status of any country, territory, city or area or of its authorities, or concerning the delimitation of its frontiers or boundaries.
Dotted lines on maps represent approximate border lines for which there may not yet be full agreement.
 WHO 2006. All rights reserved
ტუბერკულოზის ,,მძიმე ტვირთის” ქვეშ მყოფი 27
ქვეყანა
ჩინეთი
ინდოეთი
რუსეთის ფედერაცია
პაკისტანი
ბანგლადეში
სამხრეთ აფრიკა
უკრაინა
ინდონეზია
ფილიპინები
ნიგერია
უზბეკეთი
კონგოს დემოკრატიული
რესპუბლიკა
ყაზახეთი
ვიეტნამი
ეთიოპია
მიანმარი
ტაჯიკეთი
აზერბაიჯანი
მოლდავეთი
ყირგიზეთი
ბელორუსია
საქართველო
ბულგარეთი
ლიტვა
სომხეთი
ლატვია
ესტონეთი
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ შემთხვევათა
შორის (27 ქვეყანა)
მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი წარსულში
ნამკურნალებ შემთხვევათა შორის (27 ქვეყანა)
ქვეყნები, სადაც 2011 წლის ოქტომბრისთვის, სულ
მცირე, 1XDR-TB შემთხვევა მაინც დაფიქსირდა
Argentina
Armenia
Australia
Austria
Azerbaijan
Bangladesh
Belarus
Belgium
Benin
Botswana
Brazil
Burkina Faso
Bhutan
Cambodia
Canada
Chile
China
Colombia
Czech Republic
Dominican Republic
Ecuador
Egypt
Estonia
Japan
France
Kazakhstan
Georgia
Kenya
Germany
Kyrgyzstan
Greece
Latvia
India
Lesotho
Indonesia
Lithuania
Iran (Islamic Rep. of) Mexico
Ireland
Mongolia
Israel
Mozambique
Italy
Myanmar
Namibia
Nepal
Netherlands
Niger
Norway
Pakistan
Peru
Philippines
Poland
Portugal
Qatar
Republic of Korea
Republic of Moldova
Romania
Russian Federation
Slovenia
South Africa
Spain
Swaziland
Sweden
Tajikistan
Thailand
The Former Yugoslav Republic of Macedonia
Togo
Tunisia
Turkey
Ukraine
United Arab Emirates
United Kingdom
United Republic of Tanzania
United States of America
Uzbekistan
Viet Nam
გლობალური პრობლემა - მულტირეზისტენტული
ტუბერკულოზის მკურნალობა
მკურნალობის შესახებ
ინფორმაცია არ არსებობს
და/ან მკურნალობის ხარისხი
უცნობია
511,000
ქვეყნები, სადაც მკურნალობის
სტანდარტები უცნობია
3%
მკურნალობა “მწვანე შუქის”
კომიტეტის მხარდაჭერით
საქართველოში ტუბერკულოზის შემთხვევათა
რეგისტრაცია
(100,000 მოსახლეზე)
ტუბერკულოზის შემთხვევათა რეგისტრაცია
(აბსოლუტურ რიცხვებში)
ტუბერკულოზის გავრცელება ბავშვებში
(0-14 ასაკობრივი ჯგუფი)
ტუბერკულოზი ციხეებში
(100 პატიმარზე)
ტუბერკულოზი სქესისა და ასაკობრივი
ჯგუფების მიხედვით (2008-2010)
ფილტვის ახალი და მათ შორის დადასტურებული
შემთხვევები
(მგბ(+) და/ან კულტურა (+))
70%
75%
74%
77%
77%
წამლების მიმართ რეზისტენტობაზე ეპიდზედამხედველობის
მონაცემები
MDR-TB
რეზისტენტულ მკურნალობაში ჩართვის
დინამიკა
ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები სამოქალაქო
სექტორსა და ციხეებში
(აბსოლუტურ რიცხვებში)
ტუბერკულოზის ყველა შემთხვევა სამოქალაქო
სექტორსა და ციხეებში
(აბსოლუტურ რიცხვებში)
რეზისტენტობა I რიგის ტუბსაწინააღმდეგო
წამლებზე ახალ შემთხვევებში
რეზისტენტობა I რიგის ტუბსაწინააღმდეგო
წამლებზე წარსულში ნამკურნალებ შემთხვევებში
რეზისტენტობის გავრცელება I რიგის
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ
axali
warsulSi namkurnalevi
ახალ მგბ(+) და/ან კულტურა-დადებით შემთხვევათა
მკურნალობის გამოსავლები
M/XDR-TB მკურნალობის შედეგები
2008
2009
5%
5%
9%
26%
55%
ათასწლეულის განვითარების მიზნები
სტრატეგია ” შევაჩეროთ ტუბერკულოზი”
39
ტუბერკულოზთან ბრძოლის პრინციპები
• ადრეული გამოვლენა, დიაგნოსტიკა, ტუბერკულოზის
ყველა შემთხვევის ადექვატური მკურნალობა
• კონტაქტების გამოვლენა კონტაგიოზურ პაციენტებში
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
ახალი ხედვა
ტუბერკულოზისგან თავისუფალი
მსოფლიო
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
მიზანი
2015 წლისთვის მნიშვნელოვნად შევამციროთ
ტუბერკულოზის გლობალური ტვირთი
ათასწლეულის მიზნების განვითარების სფეროში
პარტნიორობა STOP-TB-ის ამოცანების მიხედვით
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
ამოცანები
 ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა ხარისხიანი





სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა
პაციენტთათვის ტუბერკულოზთან დაკავშირებული
სოციალურ-ეკონომიკური სიძნელეების შემცირება
მოსახლეობის დაუცველ ჯგუფებში ტუბერკულოზის ისეთი
მძიმე ფორმების სამედიცინო მომსახურების
უზრუნველყოფა, როგორიცაა M/XDR-TB, TB/HIV
შემთხვევები
ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ახალი
მიდგომებისა და მეთოდების განხორციელების მხარდაჭერა,
მათი დროული და ეფექტური გამოყენება
ადამიანის უფლებების დაცვა ტუბერკულოზის პრევენციის,
მკურნალობისა და კონტროლის ღონისძიებებში
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
მიზნობრივი მაჩვენებლები
 2015 წლისთვის შევაჩეროთ ტუბერკულოზის შემთხვევების
ზრდა და შევძლოთ ავადობის შემცირება
 2015 წლისთვის 50%-ით შევამციროთ ტუბერკულოზის
გავრცელება და ტუბერკულოზით გამოწვეული სიკვდილობა
 2050 წლისთვის შევძლოთ ტუბერკულოზის, როგორც
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემის აღმოფხვრა
(1 000 000 - 1 შემთხვევა)
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
ექვსი კომპონენტი
1. მაღალი ხარისხის DOTS-ის შემდგომი გაძლიერებაგაფართოება
2. ბრძოლა TB/HIVკოინფექციასთან, განსაკუთრებული
მიდგომები MDR-TB-ის მართვასა და სხვა გამოწვევებზე
3. პირველადი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებაში
მონაწილეობა
4. სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მიმწოდებლების
ჩართულობის უზრუნველყოფა
5. საზოგადოების ჩართვის და ტუბერკულოზით
დაავადებულთა დამყოლობის უზრუნველყოფა
6. სამეცნიერო კვლევების გაძლიერება და მხარდაჭერა
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
(მესამე კომპონენტი)
 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების
ჩართვა ტუბერკულოზის კონტროლში
 ქვეყნის, რეგიონისა და რაიონის დონეზე
პროგრამის პრიორიტეტულობა და
განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვა
 ტუბერკულოზის კონტროლის ძირითადი
ღონისძიებების უზრუნველყოფა - ადრეული
დაიგნოსტიკა, ეფექტური მკურნალობა,
მედიკამენტების მიწოდება, რეგისტრაციაანგარიშგება
 პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე
ოჯახის ექიმებისა და ექთნების განსწავლა
ტუბერკულოზის საკითხებში.
სტრატეგია - შევაჩეროთ ტუბერკულოზი
(მეექვსე კომპონენტი)
• სამეცნიერო კვლევების განხორციელების მხარდაჭერა
• მხარდაჭერა და მონაწილეობა სამეცნიერო კვლევების
განხორციელებაზე, რომლებიც მიმართულია:
ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების
ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
ახალი ვაქცინების შექმნაზე
პრობლემები ტუბერკულოზის კონტროლში
 დიაგნოსტიკური საშუალებები 100 წლისაა
 ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები 40 წლის
 ვაქცინა - 85 წლის
თემა: ტუბერკულოზის
შემთხვევების დეფინიციები
მარინა ჯანჯღავა, MD, PhD
მაისი 2012w
ტუბერკულოზის შემთხვევათა კლასიფიკაცია
მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
1.
2.
3.
4.
დაავადების ლოკალიზაციას
წარსულის მკურნალობის ანამნეზს
ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებს
რეზისტენტობის პროფილს
:
• ფილტვის ტუბერკულოზი - სპეციფიკური
პროცესი მოიცავს მხოლოდ ფილტვის
პარენქიმას.
• ფილტვგარეშე ტუბერკულოზი - სპეციფიკური
პროცესი ლოკალიზდება სხვა ორგანოებში
:
• ახალი შემთხვევა
პაციენტი, რომელსაც არასოდეს მიუღია
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები ან ღებულობდა
არაუმეტეს ერთი თვისა
• წარსულში ნამკურნალები შემთხვევა
პაციენტი, რომელიც იტარებდა მკურნალობას პირველი და
ან მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით ერთი
თვის ან მეტი დროის განმავლობაში
:
• წარსულში პირველი რიგის მედიკამენტებით
ნამკურნალები შემთხვევა _ პაციენტი, რომელიც
იტარებდა მკურნალობას I რიგის მედიკამენტებით ერთი
თვის ან მეტი დროის განმავლობაში
• წარსულში მეორე რიგის მედიკამენტებით ნამკურნალები
შემთხვევა _ პაციენტი, რომელიც იტარებდა
მკურნალობას II რიგის მედიკამენტებით ერთი თვის ან
მეტი დროის განმავლობაში
ფილტვის ტუბერკულოზის მგბ + შემთხვევა
ფილტვის ტუბერკულოზის მგბ _ შემთხვევა
• ფილტვის ტუბერკულოზის მგბ+ შემთხვევა - პაციენტი,
მჟავაგამძლე
ბაქტერიებზე
ნახველის
ნაცხის
მიკროსკოპული გამოკვლევის ერთი ან მეტი დადებითი
შედეგით
ფილტვის ტუბერკულოზის მგბ _ შემთხვევა
 მგბ(_) მაგრამ კულტურა დადებითი შემთხვევა:
პაციენტი, მჟავაგამძლე ბაქტერიებზე ნახველის ნაცხის
მიკროსკოპული
გამოკვლევის
უარყოფითი შედეგით
სულ
მცირე
ორი
ფილტვის ტუბერკულოზის მგბ _ შემთხვევა
2.
მგბ
(_)
მაგრამ
აკმაყოფილებს
შემდეგ
კრიტერიუმებს:
•
რენტგენოლოგიურად
აღინიშნება
აქტიური
ტუბერკულოზისთვის დამახსიათებელი ცვლილებები
•
არსებობს
ექიმის
კლინიკური
გადაწყვეტილება
ქიმიოთერაპიის ჩატარების შესახებ
•
არ აღინიშნება დადებითი დინამიკა ფართო სპექტრის
ანტიბიოტიკოთერაპიის კურსზე
 მონორეზისტენტული ტუბერკულოზი (SDR-TB) –
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია გამძლეა ერთი
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის მიმართ
 პოლირეზისტენტული ტუბერკულოზი (PDR-TB) _
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია გამძლეა ორი ან
მეტი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტის, მაგრამ არა
ერთდროულად იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ
 მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი (MDR) -
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერია გამძლეა
ერთდროულად იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ.
 ექსტენსიური რეზისტენტობის ტუბერკულოზი (XDR) -
დაავადების გამომწვევი მიკობაქტერი გამძლეა:
იზონიაზიდის, რიფამპიცინის,
 ფტორქინოლონების ჯგუფიდან ერთ-ერთი მედიკამენტისა
და
 საინექციო მედიკამენტებიდან (კანამიცინი, ამიკაცინი,
კაპრეომიცინი) რომელიმეს მიმართ.
რეზისტენტობა ახალ შემთხვევებში
გამძლეობა პაციენტებში, რომელთაც არ უმკურნალიათ
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტებით, ან მკურნალობა
ჩატარებული აქვთ ერთ თვეზე ნაკლები დროის
განმავლობაში
ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა: პაციენტები
სავარაუდოდ პირველადად დაინფიცირდნენ
რეზისტენტული შტამით
რეზისტენტობა წარსულში ნამკურნალევ შემთხვევებში
გამძლეობა პაციენტებში, რომელთაც ტუბსაწინააღმდეგო
მედიკამენტებით მკურნალობა ჩატარებული აქვთ ერთ
თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა: პაციენტი, რომელიც
თავიდან დაავადებული იყო მგრძნობიარე შტამით და
შემდეგ განუვითარდა გამძლეობა:
- არასწორი და არარეგულარული მკურნალობა
- მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის გამოსავლები
რეგულარული ტუბერკულოზის გამოსავლები:
• განკურნება
მგბ
(+)
ავადმყოფი,
რომელმაც
ჩაიტარა
ქიმიოთერაპიის სრული კურსი და აქვს სულ მცირე 2
უარყოფითი
პასუხი,
მკურნალობის
დასრულებისთვის
• დასრულებული მკურნალობა
პაციენტი, რომელმაც დაასრულა ქიმიოთერაპიის
სრული კურსი, მაგრამ ვერ ხერხდება გამოსავლის
განსაზღვრა,
როგორც
,,განკურნება”
(მაგ.
ბბაქტერიოსკოპული კვლევის ნაკლებობის გამო)
,,განკურნება” + ,,დასრულებული მკურნალობა” = წარმატებულ მკურნალობას
რეგულარული ტუბერკულოზის გამოსავლები:
• შეწყვეტილი მკურნალობა
პაციენტი, რომელმაც შეწყვიტა მკურნალობა 2 თვით ან მეტი ხნის
განმავლობაში
• მოკვდა
პაციენტი,
რომელიც
ნებისმიერი მიზეზით
მოკვდა
მკურნალობის
პერიოდში
• უშედეგო
- პაციენტი, რომელიც გახდა ან დარჩა მგბ (+) მკურნალობის მე-5
თვეს და დარჩა მგბ (+)
- პაციენტი, რომელსაც მკურნალობის პროცესში ჩატარებული
მონიტორინგის დროს დაუდგინა DST პროფილის ცვლილება
და MDR ტუბერკულოზის განვითარება.
თემა: ტუბერკულოზის ეროვნულ
პროგრამაში გამოყენებული
სარეგისტრაციო ფორმები
მარინა ჯანჯღავა, მაისი 2012
6
4
მედიკამენტების ყოველდღიური აღრიცხვის
ჟურნალი ტბ-26
მედიკამენტების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი
ტბ-26 გამოიყენება ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
ყოველდღიური აღრიცხვისთვის
ჟურნალის ერთი ფურცელი მოიცავს სრულ
ინფორმაციას წლის განმავლობაში ერთი დასახელების
მედიკამენტის ყოველდღიური შემოსავლისა და
გასავლის შესახებ.
6
5
მედიკამენტების ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალი
ტბ-26
6
6
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა
ტბ-23
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა ტბ-23
ივსება ამბულატორიულ რეჟიმში წარმოებული
რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებული
პაციენტის კონტროლირებადი ქიმიოთერაპიის სრული
კურსის განმავლობაში
აღნიშნულ ფორმაში ტუბდაწესებულების ან პირველადი
ჯანდაცვის მედდის მიერ ხორციელდება ვიზიტებისა და
პაციენტის მიერ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
ყოველდღიური მიღების მონიტორინგი, რასაც პაციენტი
შესაბამის გრაფაში ადასტურებს ხელმოწერით.
6
7
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა ტბ-23
6
8
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა ტბ-23
მდრ
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა ტბ-23 მდრ
ივსება ამბულატორიულ რეჟიმში წარმოებული
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის
კონტროლირებადი ქიმიოთერაპიის სრული კურსის
განმავლობაში
აღნიშნულ ფორმაში ტუბდაწესებულების ან პირველადი
ჯანდაცვის მედდის მიერ ხორციელდება ვიზიტებისა და
პაციენტის მიერ ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების
ყოველდღიური მიღების მონიტორინგი, რასაც პაციენტი
შესაბამის გრაფაში ადასტურებს ხელმოწერით
6
9
ამბულატორიაში DOT-ის მონიტორინგი - ფორმა ტბ-23
მდრ
7
0
თემა: ეჭვი ტუბერკულოზზე და ექთნის
როლი ტუბერკულოზზე საეჭვო
შემთხვევების მართვაში
ლამარა ვაშაკიძე
მაისი, 2012 წელი
პრეზენტაციის შინაარსი
• პრეზენტაცია მოიცავს ინფორმაციას
ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევის კლინიკური
ნიშნების, რისკ-ფაქტორების და მართვის შესახებ პჯ
ქსელში, რაც ექთანს პაციენტის სწორად შეფასებაში
(ტრიაჟი) დაეხმარება
პრეზენტაციის მიზანია:
• მსმენელმა გაიცნოს თემა, აითვისოს საეჭვო
შემთხვევის იდენტიფიცირების და მისი სწორი
მართვის პრაქტიკული ჩვევები მისი კომპეტენციის
ფარგლებში
შესავალი
• TB შემთხვევის გამოვლენა და TB საეჭვო შემთხვევის სწორი
მართვა ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის
აუცილებელი პირობაა
• TB შემთხვევის გამოვლენასა და TB საეჭვო შემთხვევის
მართვაში მონაწილეობენ როგორც საზოგადოებრივი
ჯანდაცვის ისე კერძო სექტორის ექიმები და ექთნები
• პროფესიული მოღვაწეობის პერიოდში TB საეჭვო შემთხვევას
შეიძლება შეხვდეს თითქმის ყველა სპეციალობის ექიმი და
ექთანი
• TB საეჭვო შემთხვევის მართვის წესი ეხება როგორც ფილტვის
(PTB), ისე ფილტვგარეთა (EPTB) ფორმებს
TB საეჭვო შემთხვევის გამოვლენა
 შეიძლება განხორციელდეს:
• პასიური მეთოდით _ როდესაც პაციენტი თავად
მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ჩივილებით
• აქტიური მეთოდით _ როდესაც წარმოებს დაავადების
აქტიური სკრინინგი მედპერსონალის მიერ
 ჩვენ ქვეყანაში მიღებულია TB გამოვლენის პასიური
მეთოდი
აქტიური გამოვლენა ხორციელდება მხოლოდ ტბ
მაღალი რისკის ჯგუფებში (კონტაქტები, ციხე, აივშიდსი)
ფილტვის TB საეჭვო შემთხვევა
 ექთანმა TB საეჭვო შემთხვევის
იდენტიფიკაციისათვის უნდა უზრუნველყოს:
 პაციენტის ჩივილების შეფასება
 რისკ-ფაქტორების შეფასება
 უზრუნველყოს უმოკლეს დროში ექიმთა პაციენტის
ვიზიტის ორგანიზება
გვახსოვდეთ!
•
•
•
•
•
•
2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობით
ხველა
სისუსტე
უმადობა
წონაში დაკლება
ღამის ოფლიანობა
სუბფებრილური ტემპერატურა
საეჭვოა ფილტვის ტუბერკულოზზე და
მოითხოვს გამოკვლევას
PTB საეჭვო კლინიკური ნიშნები
 გულ-მკერდის სიმპტომები
•
•
•
•
ხველა მშრალი, ან პროდუქტიული (95%)
სისხლიანი ხველა, ან სისხლდენა ფილტვებიდან
ტკივილი გულ-მკერდის არეში
სუნთქვის გაძნელება
 ზოგადი კლინიკური ნიშნები
•
•
•
•
სისუსტე
უმადობა და წონაში დაკლება
ღამის ოფლი
სუბფებრილიტეტი დღის მეორე ნახევარში
მონაცემები, რომლებიც ამყარებენ TB ეჭვს

•
•
–
–
–
–
–
•
•
•
•
რისკ-ფაქტორები
აივ-შიდსი
დაქვეითებული იმუნორეზისტენტობა
დიაბეტი
წყლულოვანი დაავადება
გასტრექტომია, ბაიპასი
კორტიკოსტეროიდული თერაპია
ქიმიო და სხივური თერაპია
ალკოჰოლიზმი
ნარკომანია
უსახლკარონი და დაუცველი სოც. ფენა
მალნუტრიცია (სხეულის მასის დეფიციტი 10% მეტი)
გათვალისწინეთ და პაციენტს განუმარტეთ, რომ:
• გულ-მკერდის სიმპტომები, ზოგადი კლინიკური
ნიშნები და პერკუტორულ-აუსკულატაციური
მონაცემები არასპეციფიკური ხასიათისაა, ასახავენ
სასუნთქი სისტემის პათოლოგიას, მაგრამ ვერ
ადასტურებენ დიაგნოზს;
• პულმონური ტუბერკულოზის დიაგნოზის
დასადატურებლად აუცილებელია მიკობაქტერიის
გამოვლენა ნახველში, ამიტომ პაციენტმა დროულად
უნდა ჩაიტაროს ეს გამოკვლევა.
• ექიმის გადაწყვეტილებით პაციენტს შესაძლოა
დაენიშნოს რენტგენოლოგიური გამოკვლევა
გულ-მკერდის R₀” გრაფიის დიაგნოსტიკური
ღირებულება
• რენტგენოგრაფია წარმოადგენს გამოკვლევას
სენსიტიურ, მაგრამ არასპეციფიკურ მეთოდს,
სუბიექტურობის რისკით
• ასახავს არსებულ მორფოლოგიურ ცვლილებებს,
მაგრან ვერ ადასტურებს TB დიაგნოზს
• იძლევა იმ პირთა იდენტიფიცირების საშუალებას,
რომლებიც შემდგომ კვლევებს საჭიროებენ _
პირები უარყოფითი დინამიკით ანტიბაქტერიული
მკურნალობის შემდეგ
• აივ-შიდსიანი პაციენტებთან ცვლილებები
მინიმალური და ატიპიურია
სამახსოვრო ექთანს
 პაციენტმა უნდა იცოდეს ტბ სპეციალისტთან რა
მოცულობის მომსახურეობას მიიღებს უფასოდ
ამბულატორიულ რეჟიმში:
ექიმის კონსულტაცია
ნახველის გამოკვლევა
რენტგენოლოგიური გამოკვლევა
 ნებისმიერი დამატებითი გამოკვლევა _ ფასიანია!
 ტბ გამორიცხვის შემთხვევაში პაციენტი უბრუნდება
პჯდ ექიმს და აგრძელებს გამოკვლევას
 დიაგნოსტირების შემთხვევაში ექიმი/ექთანი მიიღებს
ინფორმაციას პაციენტის ტეპ-ში ინტეგრირების შესახებ
და აფიქსირებს ამას სამედიცინო დოკუმენტაციაში.
თემა : მკურნალობისადმი
ტუბერკულოზის
დამყოლობა ტუბერკულოზით
დაავადებულ პაციენტებში
მკურნალობაზე
დამყოლობა
ლამარა ვაშაკიძე
2012 წ
• TB მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია
პრეპარატების ყოველდღიური მიღებით და
მათი შესაძლო გვერდითი მოვლენებით
• TB ეფექტური მკურნალობისათვის და
განკურნების მისაღწევად აუცილებელი
პირობაა პაციენეტის დამყოლობა
მკურნალობაზე
• TB პაციენტი სრული მხარდაჭერით უნდა
იყოს უზრუნველყოფილი
• TB მართვის პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა
ეფუძნება პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინებას
და პაციენტსა და მედმუშაკს შორის სრულ
ურთიერთგაგებასა და პატივისცემას
• TB პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა, პირველ
რიგში, გულისხმობს DOT მკურნალობის ჩატარებას
პაციენტისათვის მაქსიმალურად მოსახერსებელ
ადგილას, მათ შორის ბინაზეც
• TB პაციენტზე ორიენტირებული მიდგმა
ითვალისწინებს პაციენტის ინფორმირებას და
მხარდაჭერას კონკრეტული პირის ინტერესების
შესაბამისად (სოციალური ფაქტორები, სტიგმა)
• DOT პროცესი უნდა განხორციელდეს პაციენტთან
მეგობრული დამოკიდებულებით და ხელშეწყობით
• შეიძლება გამოყენებული იყოს წამახალისებელი
ღონისძიებები:
- უზრუნველყოფა სატრანსპორტო ხარჯებით
- უზრუნველყოფა დამატებითი საკვებით
და ვაუჩერით
- დახმარება სპეციფიკურ პროგრამებში
მოსახვედრად (ნარკომანები, ალკოჰოლიკები,
მენტალური პრობლემის მქონე პირები)
• TB პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა დამყოლობის
გასაუმჯობესებლად ითვალისწინებს მედპერსონალის,
სოციალური მუშაკების და ოჯახის წევრების ერთობლივ,
შეთანხმებულ და ინფორმირებულ ძალისხმევას
ცუდი დამყოლობის
მიზეზები
გადაწყვეტის გზები
პაციენტს მედ-მუშაკთან ცუდი
დამოკიდებულება აქვს
საჭიროა პრობლემის მიზეზის განსაზღვრა და მედმუშაკთან და პაციენტთან
საუბრით შესაძლო გამოსავლის მოძებნა;
თუ მკურნალობისას არ არის გათვალისწინებული პაციენტის ინტერესები,
შეცვალეთ მედმუშაკი (სადაც შესაძლებელია) და გამოასწორეთ ყველა ხარვეზი
მკურნალობის გარკვეული
პერიოდის შემდეგ პაციენტი
თავს ცუდად აღარ გრძნობს
გამუდმებით გაუმეორეთ პაციენტს მკურნალობის დასრულების აუცილებლობის
და იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს არასრულ მკურნალობას. მაგ.
შემდგომში რეზისტენტობის და დაავადების უფრო მძიმე ფორმების
განვითარება
სტიგმა
პაციენტს ხაზგასმით განუმარტეთ, რომ:
•
ტუბერკულოზით შეიძლება ნებისმიერი დაავადდეს
•
ტუბერკულოზი განკურნებადია და პაციენტთა უმრავლესობა მკურნალობის
დაწყებიდან ხანმოკლე პერიოდში აღარ არის ინფექციური
•
დაარწმუნეთ პაციენტი, რომ მათი დაავადების შესახებ ინფორმაცია
კონფიდენციალურია
ალკოჰოლიზმი ან ნარკომანია
•
•
•
•
პირადი ან საზოგადოებრივი
თავისებურებებიალტერნატიული მკურნალობა
•
•
დაეხმარეთ პაციენტს დაუკავშირდეს ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიასთან
ბრძოლის სპეციალიზებულ სამსახურებს
დაიხმარეთ მისი ოჯახის წევრები
მუდმივად ხაზი გაუსვით მკურნალობის აუცილებლობას
წაახალისეთ პაციენტი (საკვებით ან ფულადი დახმარებით)
იყავით ყურადღებიანი და გაიზიარეთ პაციენტის მდგომარეობა
ნუ აკურძალავთ პაციენტს დამატებით ქმედებებს, თუ ეს მისთვის საზიანო
და დამღუპველი არ იქნება
ცუდი დამყოლობის
მიზეზები
გადაწყვეტის გზები
გვერდითი მოვლენების
განვითარება
•
•
•
თავიდანვე განუმარტეთ პაციენტს შესაძლო გვერდითი მოვლენების შესახებ
ასწავლეთ პაციენტს გვერდითი მოვლენების ამოცნობა
გვერდითი მოვლენების მართვა დაიწყეთ გამოვლენისთანავე, მძიმე
გვერდითი მოვლენების დახმარებისთვის მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს
საზოგადოებაში კვლავ
დაბრუნების უიმედობა
•
ხაზგასმით განუმარტეთ პაციენტს, რომ მკურნალობის დაწყენიდან
ხანმოკლე პერიოდში ის კვლავ შეძლებს დაუბრუნდეს თავის საქმიანობას
მკურნალობის მანძილზე პაციენტი მუდმივად ინფორმირებული უნდა
გყავდეთ.
•
უნარშეზღუდულობა (მ.შ.
მენთალური უნარების)
•
•
არასაკმარისი სოციალური
მხარდაჭერა
•
•
სცადეთ კიდევ ერთხელ აუხსნათ პაციენტს, თუ რა გააკეთოს სამკურნალო
რეჟიმის დასაცავად, ჩართეთ პროცესში ოჯახის წევრები და შესაბამისი
სამსახურები;
ეცადეთ მოძებნოთ სხვა გამოსავალიც (მაგ. მიამაგრეთ პაციენტს პიროვნება,
რომელიც კლინიაში გაყვება)
დახმარებისთვის მიმართეთ სოციალურ სამსახურებს, რათა მოაგვაროტ
ტრანსპორტირების და სხვ. პრობლემები
წამახალისებელი საშუალებები
ენობრივი ბარიერი
•
დაიხმარეთ ოჯახის წევრი ან ახლობელი და დარწმუნდით, რომ პაციენტმა
კარგად გაუგო თქვენი ნათქვამი
სხვა პრობლემები (მაგ.
სამსახურის დაკარგვის და
ფინანსური პრობლემების შიში)
•
კვლავაც განუმარტეთ პაციენტს მომავლისთვის მკურნალობის დასრულების
აუცილებლობა
ხაზი გაუსვით, რომ მკურნალობის დასრულების შემდეგ იგი კვლავაც
დაუბრუნდება აქტიურ პროფესიულ საქმიანობას
განუმარტეთ პაციენტს, რომ დამქირავებელთან დაუდასტურებთ
მკურნალობის დასრულების და განკურნების ფაქტს.
•
•
გაითვალისწინეთ!
• ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატების
ფონზე ხშირია გვერდითი მოვლენები;
• განუმარტეთ პაციენტს რა მედიკამენტმა რა სახის
რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს და ასწავლეთ
როგორ შეამციროს მედიკამანტებით გამოწვეული
არასასურველი შედეგები.
გვერდითი რეაქციები
• II რიგის ტუბსაწინააღმდეგო პრეპარატები უფრო
ხშირად იწვევენ გვერდით ეფექტებს, ვიდრე I რიგის
მედიკამენტები
• ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების გვერდითი
რეაქციები შეიძლება გამოვლინდეს როგორც
მკურნალობის დაწყებიდან პირველ 2-3 კვირაში, ისე
მკურნალობის ყველა ეტაპზე
• ამბულატორიულ რეჟიმში პაციენტი მოდის უკვე
აწყობილი მკურნალობით და გვერდითი მოვლენების
მართვის გამოცდილებით.
გვერდითი რეაქციების კლასიფიკაცია:
• მსუბუქი - ავადმყოფი აგრძელებს მკურნალობას
ტუბ.საწინააღმდეგო მედიკამენტებით და ღებულობს
პრეპარატებს გვერდითი რეაქციების საწინააღმდეგოდ
• საშუალო –მცირდება დოზირება ან დროებით იხსნება
“დამნაშავე” პრეპარატი
• მძიმე – ავადმყოფი წყვეტს გვერდითი რეაქციის
გამომწვევი პრეპარატის მიღებას
Kკლინიკური დაკვირვება: პჯ ექიმმა და/ან ექთანმა უნდა
შეახსენოს პაციენტს
•
•
•
•
•
გამოკვლევები, რომლებიც უნდა ჩატარდეს
ყოველთვიურად:
სისხლის, შარდის საერთო ანალიზი
ღვიძლის ფუნქციური სინჯები
თირკმლის ფუნქციური სინჯები (კრეატინინი, კალიუმი)
იმ პაციენტების აუდიომეტრია, რომლებიც
ღებულობდნენ ამინოგლიკოზიდებს ან კაპრეომიცინს
სხვა გამოკვლევები (დამოკიდებულია პაციენტის
ჩივილებზე)
ექთანმა უნდა იცოდეს წამლების შესაძლო გვერდითი
რეაქციები
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
•
გასტრო-ინტესტინალური ტრაქტის დაზიანება
ღვიძლის დაზიანება/ტოქსიკური ჰეპატიტი
ცნს-ის ტოქსიური …დაზიანება
ფსიქიური და ნევროლოგიური მოშლილობები
VIII წყვილი ნერვის ტოქსიური დაზიანება: ვესტიბულარული,
სმენითი
თირკმლის დაზიანება
მძიმე ალერგიული რეაქციები
კანის მსუბუქი რეაქციები
მხედველობის დაზიანება
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის (კუნთების, ჩონჩხის)
პრობლემები
ელექტროლიტების დისბალანსი
სისხლმბადი სისტემის დაზიანება
ტკივილი ინექციის ადგილას
გასტრო-ინესტინური გვერდითი რეაქციები
(სავარაუდო გამომწვევი-Eto/Pto, Pas, H, E, Z, Fq)
ხშირი, მსუბუქი
• გულისრევის შეგრძნება
• ღებინება
• ფაღარათი
• შებერილობა
• მუცლის ტკივილი
• მეტალის გემო პირში…
საშუალო სიმძიმის და მძიმე
• გასტრიტი
• წყლული
• ტოქსიური ჰეპატიტი
გასტრო-ინტესტინური გვერდითი რეაქციები
(სავარაუდო გამომწვევი- Eto/Pto, Pas, H, E, Z, Fq)
ხშირად გამოვლინდება მკურნალობის დასაწყისში
შემთხვევის მართვა მსუბუქი გვერდითი რეაქციებისას:
• ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობა გრძელდება
• პაციენტის განსწავლა
• დამატებითი ინფორმაციის მიწოდება (სხვა პრეპარატები,
კვების თავისებურებები და სხვა)
• დაკვირვება დინამიკაში
• სხვა შესაძლო მიზეზის გამორიცხვა: გასტრო-დუოდენური
სისხლდენა, ჰეპატიტი და სხვა
• დეჰიდრატაციის ხარისხი შეფასება
• ელექტროლიტების დონის კონტროლი
• მკურნალობა (სასმელი წყალი, რეჰიდრონი, ფიზიოლოგიური
ხსნარი, რინგერი, გულისრევის საწინააღმდეგო
მედიკამენტები).
ნევროლოგიური გვერდითი რეაქციები
(სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ქრონიკული დაავადება, Cs,
H, Fq)
შემთხვევის მართვა მსუბუქი გვერდითი რეაქციებისას:
•
•
•
•
ტუბერკულოზის მკურნალობა გრძელდება
დამატებითი ინფორმაცია – რისკის ფაქტორები
გამოირიცხოს სხვა მიზეზები
დაკვირვება დინამიკაში – კონტროლი პაციენტის
ჩივილებზე, სპეციალისტის კონსულტაცია
• მკურნალობა (ტკივილგამაყუჩებლები, პირიდოქსინი,
კეტამინი, ამიტრიპტილინი, ფსიქოლოგიური
დახმარება).
Aალერგიული რეაქციები:
(სავარაუდო გამომწვევი – ყველა მედიკამენტი)
ხშირი და მსუბუქი
• ქავილი
• ალერგიული დერმატიტი
საშუალო სიმძიმის და მძიმე
• სტივენ-ჯონსის სინდრომი
• ანაფილაქსიური რეაქცია
Aალერგიული რეაქციები
(სავარაუდო გამომწვევი – ყველა მედიკამენტი)
G შემთხვევის მართვა:
* გამოვლინდეს “დამნაშავე” მედიკამენტი
Gგამოირიცხოს სხვა მიზეზები
მკურნალობა:
• მსუბუქი – ადგილობრივი თერაპია, ანტიჰისტამინური
პრეპარატები და Mმკაცრი დაკვირვება
• მძიმე – მკურნალობა ჩერდება, ინიშნება სტეროიდები,
ანტიჰისტამინური პრეპარატები. სიმპტომების გაქრობისას მედიკამენტების სათითაოდ აღდგენა
• ანაფილაქსიური რეაქცია
• ვითარდება მედიკამეტის მიღებიდან მოკლე დროში და
მედმუშაკისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ მოქმედებას
• მკურნალობა: ადრენალინი, პრედნიზოლონი.
ფსიქიური გვერდითი რეაქციები
(სავარაუდო გამომწვევი–Cs, H, Fq, Eto/Pro)
ხშირი და მსუბუქი
• გაღიზიანებადობა
• მოუსვენრობა
• ქცევის შეცვლა
საშუალო სიმძიმის და მძიმე
• ფსიქოზი
• სუიციდის მცდელობა
• დეპრესია
ფსიქიური გვერდითი რეაქციები
(სავარაუდო გამომწვევი – Cs, H, Fq, Eto/Pro)
შემთხვევის მართვა მსუბუქი გვერდითი რეაქციებისას:
• დაკვირვება დინამიკაში
• მკურნალობა (ფსიქოლოგიური დახმარება,
პირიდოქსინის დოზის გაზრდა 300მგ,
დამამშვიდებლები)
ენდოკრინული გვერდითი რეაქციები
მსუბუქი
• დიაბეტით დაავადებულებში უარესდება გლიკემიის
კონტროლი
• მენსტრუაციული ციკლის ცვლილება/დარღვევა
• მასტოპათია
• იმპოტენცია
საშუალო და მძიმე
• ჰიპოთირეოდიზმი
სხვა გვერდითი რეაქციები
ხშირი და მსუბუქი
• ართრალგია
• მიალგია
• კანდიდოზი, სტომატიტი (შედარებით იშვიათია II
რიგის პრეპარატებით თერაპიისას)
საშუალო და მძიმე
• ნეფრო-ტოქსიური სინდრომი
• მხედველობის ნერვის ნევრიტი
• ანემია
საშუალო სიმძიმისა და მძიმე გვერდითი მოვლენების
მართვა
• მძიმე და საშულო ინტენსივობის გვერდითი
მოვლენების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო
გახდეს მკურნალობის რეჟიმის გადახედვა
• პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს ოჯახის
ექიმს, რომელიც გადაწყვეტს ტბ ან სხვა
სპეციალისტის კონსულტაციის აუცილებლობის
საკითხს.
ტუბერკულოზის მართვა
პირველად ჯანდაცვაში
სასწავლო პროგრამა ექთნებისათვის
მეორე სასწავლო დღე
ტუბერკულოზის მართვა პირველად ჯანდაცვაში
• პირველადი ჯანდაცვის გუნდმა უნდა მართოს პირველი
კონტაქტი პაციენტთან, რომელიც მიმართავს
ტუბერკულოზთან დაკავშირებული პრობლემებით.
• გუნდის ყველა წევრი უნდა იყოს ემპათიური და
გამოიჩინოს განსაკუთრებული გულისხმიერება, რომ მან
შესძლოს მართვის გეგმის შეთანხმება პაციენტთან და
შესძლოს მისი კოორდინებული მოვლა ჯანმრთელობის
სხვა პროფესიონალებთან ერთად.
• ექთანმა უნდა იცოდეს თუ რა შემთხვევაში არის
პაციენტის ექიმთან მიმართვა აუცილებელი.
ტუბერკულოზის მართვა პირველად ჯანდაცვაში
მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:
• a) ტუბერკულოზის სიმპტომებსა და ნიშნებზე
სკრინინგი;
• b) პაციენტის სპეციალისტთან რეფერალის პროცესები
და პროცედურების ცოდნა;
• c) ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების
მკურნალობაზე ბაზისური კლინიკური
მონიტორინგის დაწესება, მედიკამენტების გვერდითი
მოვლენების ჩათვლით და “საგანგაშო ნიშნების”
გამოცნობა დაუყოვნებლივი კლინიკური
ინტერვენციების განხორციელების მიზნით.
TB დიაგნოსტიკის ფუნდამენტური პრინციპები
• სწრაფი, ზუსტი დიაგნოსტიკა არის უმნიშვნელოვანესი
როგორც ინდივიდუალური, ასევე საზოგადოებრივი
ჯანდაცვის თვალსაზრისითაც
• აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მოიცავს
კლინიკურ და მიკრობიოლოგიურ დიაგნოსტიკას
• ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა მოიცავს
ტესტირებას, როგორიცაა ტუბერკულინის ტესტი,
ვინაიდან ამ დროს პაციენტი ასიმპტომურია
• მიუხედავად მრავალი ტექნოლოგიური მიღწევებისა,
კლინიკურად ეჭვის მიტანას ენიჭება სასიცოცხლო
მნიშვნელობა ტუბერკულოზის დიაგნოსტიკიაში.
•
•
•
პირველადი ჯანდაცვა და
ტუბსაწინააღმდეგო სამსახური
ურთიერთდაკავშირებულია
პირველადი სამედიცინო დახმარება არ
ითვლება სრულყოფილად, თუ ის არ
ითვალისწინებს მონაწილეობას
ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებებში
ექთნის როლი DOT სტრატეგიის
განხორციელებაში არსებითია
პირველადი ჯანდაცვის მუშაკის როლი
ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებებში
მონაწილეობა ტუბერკულოზზე ეჭვმიტანილი პირების დროულ
გამოვლენაში
მონაწილეობა (საჭიროების შემთხვევაში) ტუბერკულოზით
დდაავადებულის მკურნალობის პროცესში - წალების მიღებაზე უშუალო
მეთვალყურეობის განხორციელების მიზნით
მუდმივი კავშირის დამყარება ტუბსაწინააღმდეგო სამსახურთან
მონაწილეობა ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის და მისი
ოჯახის წევრების განსწავლაში
მონაწილეობა საზოგადოების საგანმანათლებლო პროცესში
DOTS სტრატეგიის შესაბამისად ტუბერკულოზთან
ბრძოლის გლობალური მიზანი
• საზოგადოებაში სიკვდილობის, ავადობის და
დაავადების გავრცელების შემცირება
• ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების
მიმართ რეზისტენტობის განვითარების პრევენცია
აღნიშნული მიზნის განხორციელების
ერთ-ერთი პირობაა
• მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ
(DOT წერტილების აუცილებლობა
საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)
• პაციენტებთან დამყოლობის სამსახურის
აქტიური მუშაობა
DOT-სამსახურის ამოცანები
• მკურნალობა უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ
• მკურნალობის განხორციელებაზე მონიტორინგი
• პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის
ჩატარება
• პაციენტების სოც. მეურვეობა
• სასურსათო პროგრამის განხორციელება, ინსენტივი
ტუბერკულოზზე
ეჭვმიტანილი პაციენტის
გამოკვლევა
DOT-სამსახური
დიაგნოსტირება
მკურნალობაში ჩართვა,
სარეგისტრაციო ფორმების
წარმოება
მკურნალობა
უშუალო
მეთვალყურეობის
ქვეშ
DOT-მედდის ვალდებულებები:
• ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტებით
დროული უზრუნველყოფა
• მკურნალობის მიმდინარეობაზე მონიტორინგის
განხორციელება
• პაციენტის მკურნალ ექიმსა და DOT პუნქტს შორის
აქტიური კომუნიკაცია
DOT მედდას ევალება
• უშუალო მეთვალყურეობით მკურნალობის
განხორციელება
• პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება
• პაციენტთან ვიზიტი ბინაზე, ან მისთვის სასურველ
ადგილას DOT-ის განხორციელებისთვის
• პაციენტის დროული ვიზიტის უზრუნველყოფა ექიმთან
კონსულტაციისა და შესაბამისი გამოკვლევების
მონიტორინგისთვის
ტუბსაწინააღმდეგო კაბინეტსა და სოფლის სამედიცინო
ბრიგადას შორის კავSირის დამყარება
MDR წამლები 2 კვირაში ერთხელ
სოფლის
სამედიცინო
ბრიგადა
რეგიონის
სუპერვაიზორი
ინფორმაცია პაციენტის მკურნალობის
მიმდინარეობაზე
სუპერვიზია
DOT- პუნqტის უპირატესობebi
• გეოგრაფიული პრინციპის შენარჩუნება
• ეფეqტიანი და ხელმისაწვდომი მონიტორინგი
•
DOT-წერტილის სამუშაო გრაფიკის შერჩევა პაციენტის
სასურველ გრაფიკთან
• სატრანსპორტო ხარჯების დაზოგვა
• სტიგმის შემცირება
• წარმატებული მკურნალობის მაჩვენებლის მატება
• შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებლის შემცირება
როგორ გავაუმჯობესოთ მკურნალობაზე დამყოლობა?
(ინსენტივი)
წამახალისებელი პროგრამა ძალაშია იმ შემთხვევაში
თუ პაციენტი ასრულებს შემდეგ პირობებს:
ასრულებს ექიმის დანიშნულებას მკურნალობის
სრული კურსის განმავლობაში მედდის უშუალო
მეთვალყურეობის ქვეშ
დროულად ასრულებს ექიმთან ვიზიტს და შესაბამის
გამოკვლევებზე მონიტორინგს
სენსიტიური
ტუბერკულოზით
დაავადებული
პაციენტებისთვის ყოველთვიური წამახალისებელი
პროგრამა - ინსენტივი მოიცავს:
 15 ლარის ღირებულების ვაუჩერი თვეში
წამახალისებელი ინსენტივი მკურნალობაში
ჩართული ტუბერკულოზის რეზისტენტული
ფორმით დაავადებულ პაციენტებისთვის
ერთი კვირის წარმატებული მკურნალობის
შემდეგ
(6-დღიანი სრულყოფილი DOT) პაციენტს
ხელზე
ეძლევა 25 ლარიანი სასურსათო
ვაუჩერი,
ხოლო
ანგარიშზე
ერიცხება
ყოველდღიური სატრანსპორტო ხარჯი
MDR ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის
მკურნალობაში ჩართვის პროცესში მონაწილეობენ
ექიმი (Doctor)
დამყოლობის სამსახურის
კონსულტანტები (AC)
ფსიქოლოგი/სოც.მუშაკი(SW)
მედდა (Nurse)
AC
Nurse
Doctor
SW
დამყოლობის სამსახურის ფუნქციები (1)
• შეხვედრა რეზისტენტულ ტუბერკულოზში ჩასართავ
პაციენტთან
• პაციენტის განსწავლა დაავადების თავისებურებებისა
და მედიკამენტების გვერდითი მოვლენების შესახებ
• შეხვედრა პაციენტის ოჯახის წევრებთან და მათი
განსწავლა
დამყოლობის სამსახურის ფუნქციები (2)
პაციენტის საცხოვრებელი პირობების შესწავლა-შეფასება
ამბულატორიულ რეჟიმში მკურნალობის
განსახორციელებლად
ყოველდღიური სატრანსპორტო ხარჯის განსაზღვრა
მკურნალობაში ჩართვისთვის შესაბამისი ფორმების
წარმოება (ჩართვა-შეფასება, თანხმობა, კონტრაქტი)
ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმით
დაავადებული პაციენტის მკურნალობაში ჩასართავად
კონსილიუმზე წარდგენა.
მკურნალობაში ჩართული პაციენტების
მონიტორინგი
ჯგუფური და ინდივიდუალური
რეგულარული შეხვედრები, მკურნალობის
კურსის განმავლობაში
აქტიური ურთიერთობა სამედიცინო
პერსონალთან და არსებული პრობლემების
დროულად განხილვა
რეჟიმის დამრღვევ პაციენტებთან აქტიური
კომუნიკაცია (სატელეფონო, პაციენტებთან
პირადი შეხვედრები, ოჯახის წევრების
აქტიური ჩართვა)
პაციენტთა განსწავლა
ვინ უნდა იყოს ჩართული ტუბერკულოზით
დაავადებული პაციენტის განსწავლაში?
• ოჯახის ექიმი
• მკურნალი ექიმი (ფთიზიატრი)
• DOT მედდა
• ლაბორანტი
• დამყოლობის კონსულტანტი
• ფსიქოლოგი-ფსიქიატრი
როგორ განვსწავლოთ ტუბერკულოზით
დაავადებული პაციენტი
• ვასწავლოთ სენსიტიური და რეზისტენტული
ტუბერკულოზის რაობა
• რა განსხვავებაა მათ შორის
• რა უწყობს ხელს რეზისტენტობის განვითარებას
• როგორ დაიცვას პაციენტმა გარშემომყოფები
ინფექციის გავრცელებისაგან
რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ
პაციენტთა განსწავლა
გავაცნოთ:
• მკურნალობის ხანგრძლივობა
• მედიკამენტები და მათთან დაკავშირებული
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები
• რატომ არის აუცილებელი მკურნალობის სრულყოფილი
კურსის ჩატარება
• ამბულატორიული მკურნალობა
ტუბერკულოზის მკურნალობის პროცესის
ხელშემშლელი მიზეზებია
 მკურნალობის პროცესში გაჩენილი გვერდითი მოვლენები
 გამოჯანმრთელების და საზოგადოებაში დაბრუნების მცირე
იმედი
 პაციენტს არ შეუძლია რეჟიმის დაცვა (მოხუცები, ნარკომანები,
ალკოჰოლიკები)
 პაციენტის თანმხლები დაავადებები
 სტიგმა
 მიუღწევადია სამედიცინო დახმარებები (ტერიტორიული
სიშორე, გადაადგილების ხარჯები)
 ცუდი ურთიერთდამოკიდებულება სამედ.პერსონალთან
ღია და დახურული კითხვები
• ნუ დავუსვამთ კითხვას, რომელიც იწყება სიტყვით
“რატომ,“ რადგან ის შეიცავს კრიტიკისა და
უნდობლობის მარცვალს
• უმჯობესია ვკითხოთ “მითხარით, რა გიშლიდათ
ხელს წამლის მიღებაში”
რა უნდა გვახსოვდეს ტუბერკულოზით
დაავადებულ პაციენტთან საუბრისას
• შევქმნათ გარემო, რომ პაციენტმა საუბრისას თავი
იგრძნოს თავისუფლად
• მეტი ვუსმინოთ და ნაკლებად შევეწინააღმდეგოთ
• მოვიშოროთ ხელისშემშლელი ფაქტორები:
(მობილური ტელეფონი)
• გამოვხატოთ ჩვენი თანაგრძნობა, წარმოვიდგინოთ
თავი მის ადგილას
ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოზი
•
ფილტვის ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი
არის პერსისტიული ხველა ნახველით 2–3 კვირის და მეტი დროის
განმავლობაში
•
სხვა სიმპტომები მოიცავს:
o პლევრულ ტკივილს გულმკერდში
o სისხლიან ხველას
o ქოშინს
o ცხელებას, განსაკუთრებით საღამოობით. ცხელება წარმოდგენილია
შემთხვევათა მხოლოდ 65-80% –ში.
o ანორექსია/წონაში დაკლება
o დაღლილობა/ზოგადი სისუსტე
o ღამის ოფლიანობა
o არასპეციფიური კონსტიტუციური სიმპტომები (უფრო ხშირია ბავშვებში
და HIV ინფიცირებულ პაციენტებში)
o ფილტვგარეშე სიმპტომები (თუკი ჩართულია)
•
თუმცა, დიაგნოსტიკის დროს TB შემთხვევების 10-20% –ს არ გააჩნია
სიმპტომები .
ჩვეულებრივ, აქვს როგორც შემტევი, ასევე ქრონიკული მიმდინარეობა
•
პერსისტიული ხველა
• ფილტვის TB ხშირად მიმდინარეობს ხველით, თუმცა ის მაინც
არ წარმოადგენს TB სპეციფიურ სიმპტომს. ხველა შეიძლება
წარმოიშვას ძალიან ბევრი რესპირაციული მდგომარეობების
დროს, დაწყებული მწვავე რესპირაციული ინფექციებიდან
ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების
ჩათვლით.
• მიუხედავად იმისა, რომ 2-3 კვირიანი ხველა არის
არასპეციფიური სიმპტომი, ის მაინც არის განსაზღვრული
კრიტერიუმი TB–ზე საეჭვო შემთხვევებში
ნაციონალურ/საერთაშორისო გაიდლაინებით, განსაკუთრებით
საშუალო და მაღალი TB პრევალირების ქვეყნებში.
• მაშინ როცა ხველის ხანგრძლივობა აჩენს ეჭვს ტუბერკულოზზე,
სხვა ნიშნები უფრო ხანმოკლე მიმდინარეობის ან ხველის
არარსებობის დროსაც კი მიგვანიშნებს ტუბერკულოზის
არსებობაზე. ამდენად, კლინიკურ ინტუიციას მნიშვნელოვანი
როლო ენიჭება ტუბერკულოზის შეფასების პროცესში.
განსაკუთრებით ეს ეხება HIV –ით თანაინფექციას, როდესაც
ტუბერკულოზი მიმდინარეობს ატიპიურად და ხველა ნაკლებად
გავრცელებულია.
ხველა
• ყველა პაციენტი, აუხსნელი პროდუქტიული
ხველის დროს, რომელიც გრძელდება 2–3 კვირის ან
მეტი დროის განმავლობაში, უნდა შეფასდეს
ტუბერკულოზის არსებობაზე.
• გამოიყენე TB სიმპტომების სკრინინგის კითხვები.
• TB –ზე ეჭვის გაჩენისას შეაფასე რისკ–ფაქტორები
• განიხილე ტუბერკულოზის გააქტივების რისკები
ინფორმაციის შეკრება
საეჭვო შემთხვევებში არსებული ინფექციის რისკი
• TB აქტიურ შემთხვევასთან კონტაქტი
• საწარმოო რისკი – მაგ.: ჯანმრთელობის პროფესიონალი
• თავშეყრის ადგილები – მაგ.: ინსტიტუციური საცხოვრებლები
(ციხე და სხვ.)
• ჯანმრთელობის დაწესებულებაში ყოფნა უკანასკნელ პერიოდში
TB–ის გააქტივების რისკები
• HIV ინფექცია
• რადიოლოგიური გამოკვლევის შედეგად გამოხატული
(არაადექვატური მკურნალობით)
• ბავშვები (5 წელს ქვემოთ)
• სამედიცინო მდგომარეობები: სტეროიდებით მკურნალობა,
მალნუტრიცია, დიაბეტი, თურკმლის უკმარისობა და სხვ.
სავარჯიშო A
წერითი დავალება – შეკითხვების დასმა და მოსმენა
• 37 წლის პაციენტი პირველად მოვიდა თქვენს ცენტრში 2 კვირის
წინ, დაინფიცირებული ფეხის გამო. იმ დროისათვის უკვე 4
კვირის განმავლობაში ახველებდა. ანტიბიოტიკის აბებთან
ერთად მას სთხოვეს ნახველის შეგროვება. ორივე ნიმუში
აღმოჩნდა მგბ დადებითი (++, +).
• განმეორებით პაციენტი მხოლოდ დღეს მოვიდა და თქვენ
გაინტერესებთ რა იცის მან ტუბერკულოზის თაობაზე. პაციენტს
ადრე არ უმკურნალია, არის ახალი შემთხვევა.
• დაუსვით სამი შეკითხვა იმისათვის, რომ გაიგოთ რა იცის
პაციენტმა ტუბერკულოზის თაობაზე.
–
–
–
სავარჯიშო B
წერითი დავალება – შეკითხვების დასმა და მოსმენა
•
პაციენტს სჯერა, რომ ტუბერკულოზით მისი დასნებოვნება
გამოიწვია იმ მძიმე სანიტარულმა პირობებმა, რომელშიც ის
ცხოვრობს და სადაც ბლომადაა კოღოები და მწერები.
• პაციენტმა გიამბოთ თავისი ბიძის თაობაზე, რომელიც გარდაიცვალა
ტუბერკულოზის გამო საავადმყოფოში რამდენიმე წლის წინ.
• პაციენტს ეშინია ჰოსპიტალში მკურნალობა იმიტომ, რომ ჰგონია იქ
ხალხი იხოცება. არასოდეს გაუგია, საავადმყოფოში მოხვედრილი
ადამიანი იქედან გაუმჯობესებულ მდგომარეობაში
დაბრუნებულიყო.
იმისათვის, რომ გაუქარწყლოთ პაციენტს არასწორი შეხედულებები,
უნდა გაამახვილოთ ყურადღება სამ მნიშვნელოვან საკითხზე:
–
–
–
სავარჯიშო C
როლური თამაში – ინფორმაცია პაციენტისათვის
•
ერთერთი მონაწილე შეასრულებს პაციენტის როლს, რომელიც არის 40 წლის მამაკაცი,
ახლახან გაიგო, რომ დაავადებულია ტუბერკულოზით. ნახველის ორი ნიმუში
აღმოჩნდა მგბ დადებითი (++, +). არის ახალი შემთხვევა. ის მოვიდა თვითდინებით
იმიტომ, რომ ახველებდა და თავს ვერ გრძნობდა კარგად. ჩაიტარა ტესტირება HIV
ინფიცირებაზე იმავე დღეს, თუმცა ის უარყოფითი აღმოჩნდა. აპირებს, იაროს
უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ წამლების მისაღებად.
•
ჯანმრთელობის პროფესიონალის როლი – მისი მიზანია კარგი კომუნიკაციის
დამყარება პაციენტთან , რათა პირველივე შეხვედრაზე მიაწოდოს პაციენტს
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტუბერკულოზის თაობაზე.
•
შეეკითხეთ პაციენტს რა იცის ტუბერკულოზის, მისი გადაცემის გზების, სიმპტომების,
კონტაქტების, რისკ–ფაქტორების შესახებ. მოუსმინე პაციენტის პასუხებს. გადაეცი
მნიშვნელოვანი მესიჯები.
•
•
•
•
განუმარტე ზედამხედველობის ქვეშ მედიკამენტების მიღების აუცილებლობა;
აღწერე პაციენტის მკურნალობის რეჟიმი დეტალურად;
განმარტე რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს პაციენტს და რა იქნებოდა შემდეგი.
მიმოიხილე
სავარჯიშო D
როლური თამაში – ინფორმაცია პაციენტისათვის
•
•
•
•
•
•
თქვენ ხართ 40 წლის მამაკაცი, ძალიან დაკავებული და სტაბილური სამსახურით. როცა გაიგე,
რომ ტუბერკულოზით ხართ დაავადეული, ეს მისთვის ძალიან დაუჯერებელი აღმოჩნდა.
გესმით, რომ ტუბერკულოზი ძირითადად აზიანებს ფილტვებს. თუმცა, არ სჯერა, რომ მას ეს
დაავადება სჭირს.
პაციენტს ჰყავს უფროსი მეგობარი, რომელიც ტუბერკულოზითაა დაავადებული და
მკურნალობდა კიდეც, თუმცა ის ამბობს, რომ ის არ განიკურნა.
რეალურად, მეგობარმა ვერ დაასრულა მკურნალობა შეუთავსებლობის გამო. შენ გაქვს
სურვილი უკეთესი მკურნალობის ჩატარების და ამდენად, ვერ ხედავ მეთვალყურეობის ქვეშ
მკურნალობის აუცილებლობას.
ცხოვრობ ბინაში 33 წლის მეუღლესთან და 2 შვილს 4 და 6 წლის ბიჭუნებთან ერთად. ოჯახის
არცერთი წევრი არ ახველებს. თუმცა შენ ღელავ იმაზე, რომ არავის გადასდო დაავადება.
შენი ბინა არის დაშორებული ჯანმრთელობის ცენტრიდან, რაც გიძნელებს რეგულარულად
ოფისში სიარულს.
სამსახური კი არის ფეხით 5 წუთის სავალ გზაზე და მოსული ხარ შესვენების დროს. არ აპირებ
სამსახურის ადგილის შეცვლას.
რა ინფორმაციას მიაწოდებთ პაციენტს?
როგორ მართავთ სიატუაციას?
სავარჯიშო E
წერითი სავარჯიშო – პრობლემის გადაჭრა
თითოეულ სიტუაციას მოკლედ მიუწერე შესაბამისი ქმედება თუ
პასუხი.
• ახალ პაციენტს სურს მედიკამენტის მიღება უშუალო
მეთვალყურეობის გარეშე
• პაციენტმა გამოტოვა მკურნალობის 1 დღე
• პაციენტმა არ ჩაიტარა ნახველის გამოკვლევა მკურნალობის 5
თვის თავზე;
• პაციენტი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე ცუდად ახველებს და
არა აქვს დრო ტესტის ჩასატარებლად;
• პაციენტს ეშინია სახლში გაამხილოს ტუბერკულოზით
დაავადების შესახებ.
• პაციენტი გეკითხებათ – რამდენად ესაჭიროება კონდომების
გამოყენება, მითუმეტეს, რომ არა აქვს HIV.
თემა: ინფექციის კონტროლის ზომები
ზოგადი პროფილის დაწესებულებებში
საქართველოს მთავრობის დადგენილება # 359
დადგენილება, 2010 წლის ნოემბერი
ფტიზიატრიული ამბულატორიული სერვისის
შემთხვევაში აუცილებელია:
• ფტიზიატრიული მომსახურების კაბინეტი
განთავსებული უნდა იყოს იზოლირებულად სხვა
კაბინეტებისაგან
• პაციენტების მოსაცდელ დერეფნებში და
ფტიზიატრების კაბინეტებში არსებობდეს
ვენტილაციის საშუალება
ინფექციის კონტროლის მიზნით რეკომენდებული
ღონისძიებები
• ტუბერკულოზზე საეჭვო და/ან რესპირატორული სიმპტომების
მქონე პაციენტებს დაწესებულებებში შემოსვლისთანავე უნდა
ურიგდებოდეს ქირურგიული ნიღბები
• დაწესებულების შესასვლელში უნდა იყოს პლაკატები ხველის
ჰიგიენის შესახებ
• ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები
უზრუნველყოფილი უნდა იქნან ერთჯერადი ჭიქებით
(წამლების მისაღებად)
• ტუბერკულოზზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტების,
რაც შეიძლება დროულად უნდა იქნან გამოვლენილი (ტრიაჟი)
ადგილზე (სატანადო სადიაგნოსტიკო რესურესების
შემთხვევაში) ან რეფერირების გზით
• მოსაცდელებში უნდა მოხდეს ტუბერკულოზზე საეჭვო
სიმპტომების მქონე პაციენტების გამიჯვნა სხვა
პაციენტებისაგან
ინფექციის კონტროლის მიზნით რეკომენდებული
ღონისძიებები
• ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები უნდა იქნან
უზრუნველყოფილი ქირურგიული ნიღბებით (ასეთივე
ფიზიკურ ბარიერად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქსოვილი ან
ერთჯერადი ცხვირსახოცი)
• ულტრაიისფერი გერმიციდული ნათურები უნდა
დამონტაჟდეს მოსაცდელში, დერეფანში, ნახველის
შეგროვებისა და რენტგენის ოთახში, ექიმის და მედდის
კაბინეტში. ( ერთი ულტრაიისფერი გერმიციდული
მოწყობილობა ყოველ 19 მ2 -ზე)
• ექიმი, მედდა და ნებისმიერი სამედიცინო პერსონალი,
რომელიც მონაწილეობს ტუბერკულოზით დაავადებულ
პაციენტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში უწყვეტად უნდა
იქნას უზრუნველყოფილი ინდივიდულური
რესპირატორებით, რომელიც აკმაყოფილებს N95 სტანდარტს
ან ევროკავშირის მიერ სერტიფიცირებულ FFP2
სტანდარტებს.
ინფექციის კონტროლის მიზნით რეკომენდებული
ღონისძიებები
• დაწესებულებაში უნდა არსებობდეს კონტეინერები
ბიოსამედიცინო ნარჩენებისათვის
• ექიმის/ფთიზიატრის საკონსულტაციო ოთახში
უნდა არსებობდეს ფანჯარა, რომელიც
ფუნქციონირებს.
• ექიმი ფტიზიატრის და წამლების მისაღებ
ოთახებში უნდა იყოს დამონტაჟებული
ვენტილატორები, რომლიც უზრუნველყოფს
ოთახის ადექვატურ ვენტილაციას (სულ მცირე
ჰაერის ნაკადის ცვლილება საათში 12 ჯერ და
მეტად).