თვალის ანატომია

Download Report

Transcript თვალის ანატომია

მხედველობის ანალიზატორი
ანატომია
მხედველობის ანალიზატორი
შედგება
• თვალის კაკალი და დამხმარე ორგანოები
(დამცავი და მამოძრავებელი აპარატი)
• გამტარი გზები (მხედველბის ნერვი,
მხედველობის ტრაქტი, მხედველობის
განსხივება)
• მხედველობის ქერქქვეშა სტრუქტურები
• ოქსიპიტალური წილი - ვიზუალური კორტექსი
თვალის კაკალი
• მხედველობის ორგანო, მოთავსებულია თავის
ქალის წინა ზემოთა ნაწილში - თვალბუდეში
• გარედან ფარავს ქუთოთო და წარბი - ასრულებს
დამცავ ფუნქციას
• თვალის კაკლები ისეა განლაგებული, რომ
მაქსიმალურად ეფექტურად უზრუნველყოფს
ობიექტის მოცულობით, სიღრმისეულ აღქმას
• ქუთუთო და წამწამი იცავს თვალს გარე
ზემოქმედებისგან
• დახამხამების რეფლექსს იწვევს წამწამზე
ობიექტის შეხება ან უცაბედი მოძრაობა
თვალთან ახლოს
თვალის გარსები
• თვალის კაკალს გარს აკრავს სამი გარსი:
• სკლერა - ცილოვანი გარსი
• სისხლძარღვოვანი (ქოროიდული) გარსი
• ბადურა - (retina)
• სკლერა - ცილოვანი ბოჭკოების შრე,
რომელიც იცავს თვალის კაკალს. აძლევს
ფორმას
• სკლერას უერთდება 6 კუნთი, რომლებიც
უზრუნველყოფს თვალის მოძრაობას
ზემოთ-ქვემოთ; მარჯვნივ-მარცხნივ
• გუგის და ფერადი გარსის ზემოთ თვალს
აკრავს რქოვანა (cornea).
• კონიუქტივა - ფარავს თვალს ქუთუთოების
შიგნით; გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც
იცავს თვალს და აადვილებს ქუთოთოების
მოძრაობას.
• კონიუქტივა შეიცავს სისხლძარღვებს,
რომლებიც შეუმჩნეველია თუ კონიუქტივა
ჯანმრთელია და არ არის გაღიზიანებული
• გუგა - შავი ხვრელი თვალის ცენტრალურ
ნაწილში , რომელიც თვალის შიგნით ნაწილს
უკავშირდება; ობიექტებიდან არეკლილი სხივი
გუგის გავლით ხვდება თვალის ბადურაზე
• ფერადი გარსი - ფერადი კუნთოვანი რკალი
გუგის გასწვრივ. შეფერილობას განსაზღვრავს
პიგმენტის რაოდენობა.
• არეგულირებს თვალში შემავალი სინათლის
ინტენსივობას, კერძოდ მისი კუნთები
უზრუნველყოფს გუგის გაფართოვებას და
შევიწროვებას სინათლის ინტენსივობის
ცვლილების შესაბამისად
• წამსამისებური სხეული - აკრავს ფერად
გარსს და გამოიმუშავებს სითხეს,
რომელიც კვებავს თვალის წინა ნაწილის
სტრუქტრებს (რქოვანას და ბროლს)
• თვალის ბროლი - ფერადი გარსის უკან
მდებარეობს; არ შეიცავს სისხლძარღვებს და
იკვებება სითხით, რომელსაც წამსაწიმისებური
სხეული გამოიმუშავებს.
• ბროლი წამსამისებრ სხეულს (ciliary body)
უკავშირდება მტკიცე ბოჭკოებით
• წამწამისებური სხეულის კუნთების შეკუმშვა
უზრუნველყოფს ბროლის ფორმის ცვლილებას
ობიექტის დაცილების შესაბამისად
• თვალის შიგნითა ნაწილი ამოვსებულია ბლანტი
ნივთიერებით - მინისებრი სხეული (vitreous
body)
ბადურა / retina
• ბადურა-(retina) - თვალის კაკლის
შიგნითა შრე, რომელზეც ხდება
ობიექტის გამოსახულების ასახვა
• ბადურას გარედან აკრავს
სისხლძარღვოვანი შრე.
ბადურა
• ბადურა იყოფა შიგნითა ნაზალურ და
გარეთა ტემპორალურ ნაწილებად
ბადურის შრეები
ბადურა შედგება სამი შრისაგან. ქვედა შრეზე
განლაგებულია ფოტორეცეპტორები რომლებიც
მგრძნობიარეა სინათლის სხივზე; შუა შრე
შედგება ბიპოლარული უჯრედებისგან; ზედა
შრე - განგლიური უჯრედების შრე
ფოტორეცეპტორები:
ფოტორეცეპტორები არის ორი სახის: ჩხირები და კოლბები
• ჩხირები - ხასიათდება მაღალი მგრძნობელობით და ღიზიანდება
დაბალი ინტენსივობის შუქზეც. აღიქვამს შავ-თეთრს და
ნაცრისფერს - მაღალი მგრძნობელობის გამო უზრუნველყოფს
სიბნელეში მხედველობას (სკოტოპიური მხედველობა)
• კოლბები - აღიქვამს ფერებს, ნაკლებად მგრძნობიარეა და ამიტომ
საჭიროებს კარგ განათებას (ფოტოპიური მხედველობა)
• კოლბები არის სამი სახის - აღიქვამს წითელ, ყვითელ და მწვანე
ფერებს
• მთვარის შუქზე ფუნქციონირებს ჩხირებიც და კოლბებიც
(მეზოპიური მხეველობა)
• ყვითელი ხალი (macula) - მოთავსებულია
ბადურაზე და შეიცავს კოლბების დიდ
რაოდენობას
• ყვითელი ხალის ცენტრში
მოთავსებულია ჩაღრმავება - ფოსო
(fovea), სადაც კიდევ უფრო მაღალია
კოლბების კონცენტრაცია.
• ბადურის პერიფერიული ნაწილი
ძირითადად ჩხირებისგან შედგება
• თვალის კაკლის უკანა ნაწილში ყვითელ
ხალთან ახლოს მოთავსებულია
ოპტიკური დისკი (ბრმა ხალი) - ადგილი
სადაც ოპტიკური ნერვი უერთდება
თვალს, ამ ადგილას არ არის
ფოტორეცეპტორები
გამოსახულების ასახვა თვალის
ბადურაზე
• ობიექტიდან არეკლილი სხივი გარდატყდება და
გუგის გავლით ფოკუსირდება თვალის ბროლზე
• ბროლი ახდენს სხივის შემდეგ გარდატეხას და
ფოკუსირებას ყვითელ ხალზე, კერძოდ კი
ფოსოში
• ფოსოში კონცენტრირებულია ყველაზე დიდი
რაოდენობით ფოტორეცეპტორები, შესაბამისად
ობიექტიდან არეკლილი სხივი უნდა მოხდეს
ფოსოში, რომ მოხდეს ობიექტის ნათლად და
ცხადად აღქმა
• ბადურაზე აისახება ობიექტის
ამობრუნებული გამოსახულება, კერძოდ
ობიექტის ზემოთა ნაწილი ბადურაზე
აისახება ქვემოთ; მარჯვენა - მარცხნივ და
პირიქით
• ბადურაზე არეკლილი სხივი
ფოტორეცეპტორებში გარდაიქმნება
ნერვულ იმპულსებად და ბიპოლარული
უჯრების საშუალებით გადაეცემა
განგლიური უჯრედებს, რომლის აქსონებიც
გადადის ოპტიკურ ნერვში.
თვალის ანალიზატორის
აგებულება
ვიდეო
http://www.youtube.com/watch?v=deEjbVdnwy
A&feature=related
მხედველობის (ოპტიკური) ნერვი და
მხედველობის ტრაქტი
• ოპტიკური ნერვი თვალს უერთდება ოპტიკური დისკის (ბრმა
ხალი) საშუალებით და მიაქვს იმპულსები თავსი ტვინში
• ბადურის ნაზალური ნაწილებიდან მომავალი ნერვული ბოჭკოები
იკვეთება ქიაზმაში და მიემართება მოპირდაპირე მხარის
ნახევარსფეროში (მარცხენა თვალის ნაზალური ნაწილიდან
ნერვული ბოჭკოები მიემართება მარჯვენა ნახევარსფეროში)
• ბადურის ტემპორალური ნაწილებიდან გამომავალი ნერვული
ბოჭკოებიდან ინფორმაცია მიემართება შესაბამის მხარეს
განთავსებულ ნახევარსფეროში (მარცხენა თვალის ბადურის
ტემპორალური ნაწილებიდან გამომავალი ნერვული ბოჭკოები
მიემართება მარცხენა ნახევარსფეროში)
• ნერვული ბოჭკოების გზას ოპტიკური
დისკიდან ქიაზმამდე ეწოდება ოპტიკური
ნერვი; ოპტიკური ნერვი შედგება ერთი
თვალისგან გამომავალი ნერვული
ბოჭკოებისგან
• გზას ქიაზმიდან თავის ტვინის ქერქქვეშა
სტრუქტურებამდე ეწოდება ოპრიკური
ტრაქტი; ოპტიკური ტრაქტი შედგება ორივე
თვალისგან გამომავალი ნერვული
ბოჭკოებისგან
• ოპტიკური ტრაქტის ბოჭკოების დიდი ნაწილი მიდის
თალამუსიში - გარეთა დამუხლული სხეული
• ნაწილი ბოჭკოებისა უკავშირდება შუა ტვინის სტრუქტურებს წინა ბორცვაკებს, რომელიც არეგულირებს თვალების სწრაფ
მიმართვას ობიექტისკენ
• ნაწილი ბოჭკოებისა უკავშირდება ჰიპოთალამუსს
(სუპერქიასმატური ბირთვი) - აკონტროლებს ორგანიზმის დღეღამის ბილოგიურ რიტმს
• ნაწილი ბოჭკოებისა უკავშირდება სტრუქტურებს თალამუსსა და
შუა ტვინს შორის (pretectum) და აკონტროლებს გუგების რეაქციას
შუქზე
• გარეთა დამუხლული სხეული ბოჭკოებით (მხედვების
განსხივება) უკავშირდება ვიზუალურ კორტექსს.
• კეფის წილი, მხედველობის ველი