თვალის ფუნქციონირება

Download Report

Transcript თვალის ფუნქციონირება

თვალის ფუნქციონირება

მხედველობის ფუნქციონირება იყოფა მხედველობის ტექნიკურ და მხედველობის ფუნქციურ ნაწილებად

მხედველობის ტექნიკური ნაწილი

• ფიქსაცია მზერის ფიქსირება მხედველობის ობიექტზე , მაგ . კითხვის დროს • თვალის საკადური მოძრაობა მხედველობის გადატანა ფიქსაციის ერთი წერტილიდან მეორეზე • აკომოდაცია ბროლის ფორმის ცვლილება ობიექტის დაცილების შესაბამისად • სხივის გარდატეხა გარდატეხა რქოვანასა და ბროლის საშუალებით და ფოკუსირება ფოსოზე გამოსახულების სიცხადისთვის ობიექტიდან არეკლილი სხივის

მხედველობის ფუნქციური ნაწილი

მხედველობის სიმახვილე

:

თვალის მიერ უმცირესი დეტალების მკაფიოდ გარჩევის უნარი მაქსიმალური სიმახვილისთვის იბიეტის გამოსახულება უნდა მოხვდეს ყვითელი ხალის ცენტრში ფოსოზე ფოსოდან უმცირესი გადახრის შემთხვევაში მხედველობის სიმახვილე ეცემა 0.1 (20/200) მდე

მხედველობის ველი

• პირდაპირი მზერის შემთხვევაში , თვალის მოძრაობის გარეშეც ადამიანი ხედავს პერიფერიებზე • ველი , რომლის ერთბაშად დანახვა არის შესაძლებელი თვალის მოძრაობის გარეშე , როცა მზერა მიმართულია პირდაპირ , წარმოადგენს მხედველობის ველს • მხედველობის ველის ცენტრალური ნაწილი აღიქმება ორივე თვალით ( ბინოკულარული მხედველობა ); • მხედველობის ველის პერიფერიული ნაწილი აღიქმება ერთი თვალით ( მონოკულარული მხედველობა ).

თვალის ფუნქციონირება და მხედველობის ველი ვიდეო

http://www.youtube.com/watch?v=7 _8PEDNUy4

• სივრცეში ორიენტაციისთვის გვერდით მხედველობას დიდი მნიშვნელობა აქვს • მხედველობის ცენტრი ძირითადად გამოიყენება ახლო დისტანციაზე , მაგალითად კითხვის დროს • მხედველობის ველის შეფასებისას მოწმდება რა არის ის უმცირესი სინათლე დაინახოს . , როცა თვალს შეუძლია პერიფერიულ ველში

მხედველობის ველის დარღვევა

• მხედველობის ველის დარღვევა სხვადასხვა სურათს იძლევა • პერიფერიული მხედველობის დარღვევის შემთხვევაში რთულდება სივცეში ორიენტაცია • მხედველობის ცენტრის დაზიანების შემთხვევაში ორიენტაცია ადვილია გარჩევის უნარი . , მაგრამ რთულდება კითხვა და წვრილი დეტალების

კონტრასტის მგრძნობელობა

• ფონისა და ფიგურის გარჩევის უნარი – დამოკიდებულია ფერსა და სიდიდეზე • დაბალი კონტრასტული მგრძნობელობის შემთხვევაში ადამიანს უჭირს ფონისა და ფიგურის გარჩევა , შესაბამისად გართულებულია კითხვა , სახის ნეკვთების და სახის ექსპრესიის გარჩევა . გარემო ხდება “ ბრტყელი ”

განათების სხვადასხვა დონესთან ადაპტაცია

ჯანმრთელი ადმიანის თვალს შეუძლია ფუნქციონირება განსხვავებული ინტენსივობის განათების პირობებში რამდენადაც მხედველობას აქვს შუქის ინტენსივობის ცვლილებისადმი შეგუების უნარი .

• ქათმის სიბრმავე ჩნდება მაშინ შებინდებისას , როდესაც ჩხირები კარგავენ ფუნქციას და ადამანი ვერ ხედავს • ფოტოფობია – მხედველობის შეგუების პრობლემა ბინდიდან კაშკაშა სინათლეზე გამოსვლისას

• • • •

ბინოკულარული მხედველობა

/

სივრცის პერცეფცია

ორი თვალი განსხვავებული რაკურსით აფიქსირებს ობიექტს .

ვიზუალურ კორტექსში ორი თვალით აღქმული ვიზუალური ხატები ედება ერთმანეთს , რაც ქმნის სამგანზომილებიან აღქმას – სტერეო მხედველობა სტერეომხდველობა მუშაობს ახლო დისტანციაზე შორ დისტანციაზე სივრცით აღქმას განაპირობებს ზომის დაფიქსირება , მიმართება ( ობიექტები ერთმანეთს ფარავს ), მოძრაობის სისწრაფე

დომინანტი თვალი

• კიდურების მსგავსად დომინანტი თვალი არის ის , რომელიც უპირატესად გამოიყენება როგორც ახლო , ასევე შორ დისტანციაზე

თვალის მოძრაობა

• თვალის მოძრაობა კონტროლდება 6 კუნთით , რომლებიც უზრუნველყოფენ ორივე თვალის ერთდროულ მიმართვას ერთი ობიექტისკენ , რაც აუცილებელია ერთი მხედველობითი ხატის არსებობისთვის .

• რომელიმე კუნთის მოდუნების შემთხვევაში ირღვევა თვალების მოძრაობის სინქრონი და შესაბამისად ხდება ობიექტების გაორება – ორი მხედველობითი ხატი • თვალების მოძრაობის სინქრონულობის დარღვევა შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით