დედასამშობლოსთან დაბრუნება

Download Report

Transcript დედასამშობლოსთან დაბრუნება

1877 წლის აპრილში, რუსეთ-თურქეთის ომის
პირველსავე დღეებში, ათასობით ქართველი
მოხალისე ჩაეწერა რუსეთის იმპერიის მოქმედ
არმიაში, შეიქმნა ქართული რაზმები, რომლებიც
მოწინავე პოზიციებზე იბრძოდნენ და საკუთარი
სისხლის ფასად ართმევდნენ მომხვდურებს
საუკუნეების განმავლობაში მიტაცებულ ქართულ
მიწებს. აჭარის მოსახლეობის სულისკვეთება ამ
ომში ჩაბმისა, იყო ერთადერთი გზა
დედასამშობლოსთან დაბრუნებისთვის.
ქართველი პატრიოტები არ
ეგუებოდნენ აჭარის
დედასამშობლოსგან
მოწყვეტას; 1815 წელს თავის
მოკვეთის წინ სელიმ
ხიმშიაშვილმა შემდეგი
სიტყვები წარმოთქვა:”თქვენ
შეგიძლიათ ჩემი თავი ჩემს
სხეულს მოაშოროთ, მაგრამ
აჭარა მაინც გურჯისტანს
დარჩება. ამას მე ჩემს
შვილებს ვუანდერძებ” –ეს
იყო დედასამშობლოსთან
დაბრუნების იმედი და
მიზანი .
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან
ილია ჭავჭავაძის ინიციატივითა და
უშუალო ძალისხმევით დაიწყო
ეროვნულ–განმანთავისუფლებელი
მოძრაობის ახალი ეტაპი; ქართული
საზოგადოებრივი აზრის
ჩამოყალიბებით დიდი ყურადღება
დაეთმო აჭარის ყოფასა და
ცხოვრებას დედაქალაქში. რამაც
გაამძაფრა ქართული
საზოგადოების გულისყურის
მიპყრობა “ბედისაგან მივიწყებული
ძმებისადმი” – აჭარლებისადმი.
ილია წერდა:,,ჩვენი ძმები, ჩვენი
სისხლხორცი,ჩვენთან ერთად ,,
მებრძოლი შავის ბედისა’’ ჩვენის
გმირების ბუდე,ჩვენის უწინდელის
განათლების და სწავლის აკვანი
,ჩვენი ძველი საქართველო,– დღეს
ჩვენ შემოგვიერთდა.’’
ქობულეთელი და ბათუმელი
პატრიოტები ჯგუფებად ეწერებოდნენ
ე.წ. ქართულ მილიციაში. მათი
შემართებისა და შეკრების მიზანი
დედასამშობლოსთან დაბრუნების
მისია იყო, ორ დიდ იმპერიას შორის
გაჩაღებულ ომში.
1876 წლისთვის უკვე 12 შენაერთი,
საერთო ჯამში 10 000 კაცი დაირაზმა.
1877 წლის 12 აპრილს ქობულეთის რაზმმა გადალახა
მდ.ჩოლოქი.მოქმედებდნენ ორი მიმართულებით
ერთი ნაწილი გენერალი შერემეტიევის მეთაურობით
მოძრაობდა სანაპირო ზოლით.ხოლო მეორე ნაწილი
გენერალ დენიბეკოვის მეთაურობით მთიანი
ადგილების გავლით უნდა შეერთებულიყვნენ
ციხისძირთან
ქართველ მებრძოლთა მამაცობამ
მშობლიური მიწისთვის
თავგანწირვამ გმირობის საუცხოო
მაგალითით შთაგონებულმა რუსმა
გენერალმა,რომელიც ქობულეთის
გაერთიანებულ რაზმს
მეთაურობდა შემდეგი სიტყვებით
მიმართა,შორეული ტრამალებიდან
ჩამოსულ თანამემამულეებს:
,,დე, გვახსოვდეს, რომ ჩვენ წინ
გაშლილია მინდვრები და მთები ძველი
ქრისტიანული საქართველოსი, რომლის
მოსახლეობა წარმოშობითა და ენით
ეკუთვნის იმ ერთ ოჯახს, რომელთა
ათასობით მილიციელები და მოლაშქრეები
ამჟამად ჩვენს რიგებში დგას საერთო
საქმისთვის’’
1877 წლის 15
აპრილს აღებული
იქნა მუხაისტატე
29 აპრილს
ხუცუბანი
ამ ბრძოლებში თავი
გამოიჩინა
ჯამლეტ.ქაიხოსრო
და იულონ
ბაჟუნაიშვილებმა
მხედრული
მამაცობა შეუქეს
სოფრომ
თავართქილაძეს
1877 წლის მაისის ბოლოს აღებული იქნა
სოფელ ზენითი და სამება.
მდინარე კინტრიშზე თურქი ასკერების პოზიციების დაძლევის შემდეგ
ბრძოლებმა ციხისძირის მისადგომებთან გადაინაცვლა. ძალთა ბალანსი
თურქი მებრძოლეების მხარეს იყო; თურქების 35 000 იანი ჯარის წინ
ქობულეთის 25 000–იანი რაზმი იყო. ქობულეთელთა შემართება
გამარჯვების მუხტით გზას ბათუმისკენ აიოლებდა.
1878 წლის 19 თებერვალს
ქალაქ სან–სტეფანოში
ხელმოწერილ იქნა საზავო
ხელშეკრულება,რაც
ნიშნავდა 1877–1878 წლების
რუსეთ–თურქეთის ომის
დამთავრებას
ადამიანები, რომელთაც დაუღალავმა
შრომამ საოცარი შედეგი მოგვიტანა
წილოსანი
წილოსანი
ესედ აღა
ესედ აღა
კომაროვი
კონსტანტინე
კონსტანტინე
კომაროვი
ბაჯელიძე
ბაჯელიძე
რეშიდ
რეშიდ
გულო
ხარაზი
კაიკაციშვილი
ყემბერ–აღა
ხასან–ეფენდი
სურმანიძე
სურმანიძე
ხასან–ეფენდი
ნიჟარაძე
ნიჟარაძე
დედი–აღა
დედე–აღა
ესედ ცივაძე
ცივაძე
ესედ
ისმაილ–ეფენდი
მჟავანაძე
მჟავანაძე
ისმაილ–ეფენდი
ყემბერ
კაიკაციშვილი
ხარაზი
გულო
ჯაში
სურმანიძე
ხიმშიაშვილი
რომანოვი
ხუშუტ–აღა
რამაზ–ბეგ
ნური–ბეგ
მიხეილ
აჭარის თურქ დამპყრობთაგან განთავისუფლება
ქართველი ხალხის საუკუნეობრივი ოცნების
განხორციელება იყო და იგი საერთო ზეიმით აღინიშნა.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ორბელიანის
სიტყვები: ,,ეს შეკრება ის არის , როდესაც ერთი დედის
შვილნი, შავი ბედის გამო გაშორებულნი,დიდხანს
ერთმანეთისთვის დაკარგულნი,მოულოდნელად
შეხვდნენ,იცნეს ერთმანეთი და გადეხვივნენ
გულითადი სიყვარულით. შეერთება ესე ჩვენი
უკუნიური უკუნისამდე,შეურყეველი და დღეის იქით
ლხინშიც,ჭირშიც უნდა ვიყვეთ ერთად,ვითარცა ერთნი
დედა საქართველოს შვილნი’’.
თავის მხრივ ადგილობრივი
მოსახლეობა უდიდეს აღფრთოვანებას
გამოთქვამდა დედა სამშობლოსთან
გაერთიანებით.მათ არაერთხელ
მიუმართავთ თხოვნით ქართველი
საზოგადოებისათვის,რათა
კულტურული დახმარება გაეწიათ
აჭარის მოსახლეობისათვის ,ისინი
პირობას იძლეოდნენ,რომ შეძლებდნენ
დაემტკიცებინათ მათი
ქართველობა,მზადყოფნა და
თავდადება ამ
საქმისათვის,რისთვისაც მათი საერთო
წინაპრები იბრძოდნენ