რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED)

Download Report

Transcript რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამა (RED)

რეგიონების ეკონომიკური განვითარების
პროგრამა (RED)
საქართველოში მერძევეობის სექტორის
განვითარების მოდელები
ლევან კობახიძე
მერძევეობა/ მეცხოველეობის კომპონენტის ხელმძღვანელი
საქართველოს რეგიონების ეკონომიკური განვითარების
პროგრამა (RED)
RED არის დანიურ-შვეიცარიული ერთობლივი ოთხწლიანი
პროგრამა
პროგრამის მიზანი: ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის სექტორის
ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევას სამცხე-ჯავახეთისა
და ქვემო ქართლის რეგიონებში.
რაც შეფასდება: შერჩეულ რეგიონებში კარტოფილისა და რძის
სრულ საწარმოო ჯაჭვებში კერძო ინვესტიციების (მ.შ. კრედიტი)
ზრდის დონით.
კომპონენტი A : კარტოფილის საწარმო ჯაჭვი
კომპონენტი B : რძის საწარმოო ჯაჭვი
კომპონენტი C : A და B კომპონენტების ფინანსური მხარდაჭერა
კომპონენტი B : მერძევეობა/მეცხოველეობის საწარმოო
ჯაჭვის განვითარება
მოსალოდნელი შედეგები: ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის
რეგიონებში კომერციული ფერმებისა და რძის გადამამუშავებელი
საწარმოების პროდუქტიულობისა და მომგებიანობის ზრდა.
მერძევეობა/ მეცხოველეობის საწარმოო ჯაჭვში ჩართული სამიზნე
საწარმოები
• რძის გადამამუშავებელი საწარმოები
• საშუალო და დიდი ფერმერები
• სერვის პროვაიდერები, ექსტენციის სერვის ცენტრებისა და
სექტორის ასოციაციების ჩათვლით
• პირუტყვის გადასარეკი ტრასების მომხმარებლები
მეთოდოლოგია:
• სამოდელო პროგრამა, როგორც ტექნიკური დახმარების მთავარი
ინსტრუმენტი
• ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
სამოდელო პროგრამა
მოთხოვნები მოდელების მიმართ:
- არსებული ბიზნესები, მიმდინარე კომერციული
საქმიანობა
- სურვილი და მზადყოფნა ინოვაციური
ტექნოლოგიების დანერგვისათვის
- ინოვაციები უნდა იყოს:
-
განხორციელებადი ინდივიდუალურად, ნაწილობრივ ან სრულად
რეპლიკაცია შესაძლებელი მცირე ინვესტიციებით
კომერციულად მდგრადი/სიცოცხლისუნარიანი
ორიენტირებული საქართველოს სურსათის უვნებლობისა და
ვეტერინარიის არსებულ კანონმდებლობაზე, დაგეგმილ
ცვლილებებსა და საერთაშორისო პრაქტიკაზე
რძის გადამაუშავებელი საწარმოების მოდელები
1.
ყველის რეგიონალური მწარმოებელი
–
–
–
2.
ყველის მწარმოებელი სოფლად
–
–
3.
ყოველდღიურად შესყიდური რძის რაოდენობა მინ. 1500 ლიტრი
რძისა და „ჭყინტი“ ყველის შესყიდვა მეზობელი სოფლებიდან და
რაიონებიდან
რეგიონალური ბრენდის ჩამოყალიბების პოტენციალი
ადგილობრივად შესყიდული რძის რაოდენობა ყოველდღიურად არ
აღემატება 1500 ლიტრს.
სოფლის ბრენდის ჩამოყალიბების პოტენციალი
მხოლოდ საკუთარი რძის გადამამუშავებელი მსხვილი ფერმერი
–
–
–
ყოველდღიურად გადამუშავებული საკუთარი რძის რაოდენობა
მინ.1500 ლიტრი
ნედლეულის ხარისხის სრული კონტროლი (რძე, საკვები)
ინდივიდუალური ბრენდის ჩამოყალიბების პოტენციალი
სამოდელო ფერმები
1.
ოჯახური ფერმა 10-25 მეწველი ძროხით, როგორც განვითარების
გეგმა 5-10 მეწველი ძროხის მფლობელისთვის
1.1 საძოვრებსა და მიწაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
2.2 საძოვრებისა და მიწის საკმარისი რაოდენობა
2. ფერმა 25-ზე მეტი მეწველი ძროხით, რომელიც იყენე ბს
დაქირავებულ მუშახელს
2.1 საძოვრებზე და მიწაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა
2.2 საძოვრებისა და მიწის საკმარისი რაოდენობა
3. ფერმა საქონლის ჩანაცვლებისა და სელექციის სერვისით
3.1 მართული ხელოვნური განაყოფიერების პროვაიდერის მიერ
3.2 მართული სასაკლაოს და/ან სასუქი ეზოს მფლობელის მიერ
რძის გადამამუშავებელი საწარმოს კომპონენტები
• საწარმოს ფიზიკური და ჰიგიენური პირობების,
ოპერირებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება
• „ცივად შეგროვების, შენახვისა და მიწოდების
უწყვეტი ჯაჭვის “ სისტემის დანერგვა
• რძის პასტერიზების დანერგვის ხელშეწყობა
• ყველის მცირე ზომის ნაჭრებად ვაკუუმ შეფუთვის
დანერგვა
• ტემპერატურის კონტროლის სისტემის მქონე
ყველის დასამწიფებელი და შესანახი სათავსოების
ხელშეწყობა
• ყველის ახალი სახეობების წარმოების დანერგვა
• ნარჩენი წყლების გამწმენდი სისტემების დანერგვა
• ენერგო დამზოგავი სისტემების დანერგვა
სამოდელო ფერმების კომპონენტები
ფერმის მენეჯმენტი
• ჰიგიენური ნორმების დაცვა წველისა და მოვლის დროს
• საწველი აპარატებისა და მცირე ზომის რძის გამაცივებლების დანერგვა
• ინტენსიური ფერმერული მეურნეობა, ნახირის მინიმალური
გადაადგილებით (აგრეთვე ხელს უწყობს დაავადებების კონტროლს)
• ფერმის ფიზიკური პირობების გაუმჯობესება (ვენტილაცია,
დასუფთავება და ა. შ.)
• ნაკელის მართვა და მისი, როგორც სასუქის სწორი გამოყენება
• საქონლის ჯანმრთელობა, დაავადებების მართვა, ვაქცინაცია და ა. შ
• ხელოვნური განაყოფიერების ხელშეწყობა ადვილი მშობიარობის მქონე
საქონლის მეხორცული ჯიშების გამოყენებით, რაც რძისმწარმოებელი
ფერმერებისთვის დამატებითი შემოსავალია სასუქი ხბოებისაგან
• სასუქი ხბოების დროული უსისხლო კასტრაცია წონამატის ზრდის
მიზნით (აგრეთვე ხელს უწყობს დაავადებების კონტროლს)
სამოდელო ფერმების კომპონენტები
საძოვრების მართვა
• საძოვრების გაწმენდა ქვებისგან, ბუჩქებისა და ნაგვისაგან
• საძოვრების გაუმჯობესება სწორად შერჩეული ბალახის
თესლების მოუხნავი(ნოუტილის) შეთესვის მეთოდით
• საძოვრების ნაკვეთ მონაცვლეობითი გამოყენება ელექტრო
მწყემსის დახმარებით
• ძოვის ეფექტიანობის გაზრდა საქონლისთვის საძოვრებზე
შემდეგი პირობების შექმნის საშუალებით :
– საჩრდილობლები
– საწყურებლები
– მწერების საწინააღმდეგო საშუალებები
• იაფი საირიგაციო სისტემების დანერგვა საძოვრებსა და
სათიბებზე
სამოდელო ფერმების კომპონენტები
საკვებწარმოება
• ბალახის სილოსის წარმოების დანერგვა
(პოლიეთილენის
რამდენიმე ფენით დაფარულ მრგვალ პრესებში)
• ჰიდროპონიკის სისტემების დანერგვა ზამთარსა და გვალვიან
პერიოდებში მწვანე მასის წარმოების მიზნით
• თივის შესაბამის დროს მოთიბვა, პირველი თიბვის ბალახის
სილოსის
წარმოების
საშუალებითა
და
საკვების
რაოდენობრივიდან ხარისხობრივში გადაყვანის მიზნით.
• ზამთარში აქტიური იონჯის თესლისა და სხვა ბალახის
თესლების ნარევების დანერგვა, როგორც მონაცვლეობითი
კულტურა მარცვლეულისა და სიმინდისათვის.
• სიმინდის ჩალა, ნამჯა და ბოსტნეულის მწვანე მასა, როგორც
საქონლის საკვები.
• სილოსის წარმოება გადამამუშავებელი საწარმოს ნარჩენებიდან.
დასკვნა
• რძის სექტორში ინვესტირების მდგრადობის პირობაა ზამთრის
რძის წარმოებას
• ვერ მოხდება რძის სექტორის განვითარება ზამთრის რძის
წარმოების გარეშე, რასაც ზამთრის საკვების წარმოება უნდა
უსწრებდეს.
• ზამთრის საკვების წარმოება ასევე უნდა უსწრებდეს ხელოვნურ
განაყოფიერებასა და ჯიშობრივ გაუმჯობესებას.
• წარმოების ეკონომიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე მხოლოდ
საშუალო და მსხვილ ფერმერებს შეუძლიათ იტვირთონ ზამთრის
რძის წარმოება.
• საჭიროა პროდუქციის აუცილებელი ბრენდირება (ფართო
მნიშვნელობით) ბაზრისა და მომხმარებლის მოთხოვნების
დასაკმაყოფილებლად (უნდა იყოს წარმოდგენილი ბაზარზე და
არის უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ეტიკეტი)
• მერძევეობის სექტორი მოითხოვს გრძელვადიანი ინვესტიციების
ხელმისაწვდომობას „იაფი“ განაკვეთით.