დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში
Download
Report
Transcript დიაგნოსტიკური ტესტები განათლების სისტემაში
დიაგნოსტიკური ტესტები განათლების
სისტემაში
გამოცდების ეროვნული ცენტრი
კვლევის დეპარტამენტი
ლოპოტა 2013
დასწავლის პრობლემები
სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემიოლოგიური მონაცემებით
დასწავლის პრობლემების მქონე ბავშვების რაოდენობა
სასკოლო
პოპულაციაში
5%,
ხოლო
დასწავლის
პრობლემებთან ერთად ყურადღების დეფიციტისა და
ჰიპერაქტივობის აშლილობით კი 10-15%-ს აღწევს.
საერთაშორისო
კვლევამ
გვიჩვენა,
რომ
მოსწავლეთა
გარკვეული ნაწილი მნიშვნელოვან პრობლემებს აწყდება
კითხვაში, მათემატიკასა თუ საბუნებისმეტყველო საგნებში.
სასკოლო მოსწრება
პრობლემები აკადემიური უნარების ათვისებასა და ჩამოყალიბებაში
მხოლოდ დასწავლის უნარის დაქვეითებასა და დაბალ მოსწრებას არ
გულისხმობს.
მოსწავლე თავს არასრულფასოვნად გრძნობს, რადგან ვერ
უმკლავდება სასწავლო პროცესს, მისი თვითშეფასება და
თვითპატივისცემა ქვეითდება, რაც იწვევს აგრესიის მომატებას და
აძლიერებს დევიანტური ქცევის ალბათობას.
მრავალი უცხოური კვლევის მონაცემებით (აშშ, ინგლისი, რუსეთი,
დანია) არასრულწლოვან დამნაშავეთა 60%-ს დასწავლის უნარის
დაქვეითების სხვადასხვა ფორმა აღენიშნება, იქნება ეს კითხვის,
წერის თუ მათემატიკის ათვისების დარღვევა.
უცხოური მონაცემებით ცნობილია, რომ თუ დროულად არ მოხდა
ასეთ მოსწავლეთა დახმარება, მოზრდილ ასაკში მათ ხშირად
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ან კრიმინალურ
და დევიანტურ ქმედებებში ერთვებიან.
სასკოლო სისტემასთან ადაპტაცია
საბაზისო
უნარები
შეძენილი ცოდნა
ემოციური
რეგულაცია
მე
თვითშეფასება
თვითეფექტურობა
ადაპტაციური
ქცევა
ნებისყოფა/იმპუ
ლსის მართვა
სოციალური
უნარები
ვინ საჭიროებს დახმარებას?
მესამეული პრევენცია
10%
მეორეული პრევენცია
20%
პირველადი პრევენცია
70%
რა უნდა გაკეთდეს?
ყველა მოსწავლის
პირველადი
საგანმანათლებლო საჭიროების
პრევენცია
გათვალისწინება
რისკის მქონე მეორადი
მოსწავლეთა
პრევენცია
დახმარება
სპეციალური
საგანმანათლებლო
მესამეული
საჭიროების მოსწავლეთა
პრევენცია
დახმარება
განვითარების
ხელშწყობა
ქცევის პოზიტიური
განმტკიცება
სწავლისა და
გამოვლენა და
შემეცნების
დიაგნოსტიკა
სტიმულირება
დახმარების
სტრატეგიების
შემუშავება
პროგრესის
მონიტორინგი
შეფასება და
დიაგნოსტიკა
ინდივიდუალური
სასწავლო გეგმის
შემუშავება
გეგმის
განხორციელება და
მონიტორინგი
სადიაგნოსტიკო ფსიქოლოგიური
ტესტები
მეორეული და მესამეული პრევენციის პირველი და აუცილებელი
კომპონენტია პრობლემის მქონე მოსწავლეთა იდენტიფიცირება.
განათლების
სისტემაში
ამ
მიზნით
გამოიყენება
სადიაგნოსტიკო
ფსიქოლოგიური ტესტები, რომელთა მიზანიცაა სწორედ ინდივიდის
სწავლის, ემოციური და ქცევის პრობლემების იდენტიფიკაცია და იმ
მიზეზების დადგენა, რაც ამ პრობლემებს უდევს საფუძვლად.
სადიაგნოსტიკო ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება შეუძლია მხოლოდ
გამოცდილ, შესაბამისი ტრენინგისა და განათლების მქონე ფსიქოლოგს.
სადიაგნოსტიკო მიზნით ტესტირების ძირითადი ამოცანაა კონკრეტული
ინდივიდის
თავისებურებების
შემეცნებითი,
ემოციური,
ინტელექტუალური, ქცევის მიღებულ ნორმასთან შედარება და ნორმიდან
გადახრის შემთხვევაში იმ მიზეზების და ფაქტორების გარკვევა, რასაც ასეთი
გადახრა შეეძლო გამოეწვია.
ამიტომ ამ ტესტების ჩატარებისათვის აუცილებელი პირობაა იმ
პოპულაციისათვის ტესტის დავალებების ნორმატიული შესრულების
დადგენა, სადაც ეს ტესტები გამოიყენება.
სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების
პრობლემა
ყველა დიაგნოსტიკური ტესტი უცხოენოვანია და შესაბამისი
ქვეყნის პოპულაციაზეა შექმნილი და ნორმირებული.
ასეთი ტესტების სხვა ქვეყანაში დანერგვა ენობრივ, კულტურულ
და ნორმის საკითხებთან არის დაკავშირებული.
საქართველოში არ მოიპოვება ქართულ სინამდვილეში შექმნილი
და სტანდარტიზებული დიაგნოსტიკური მეთოდები, რომელთა
საშუალებით შეიძლება შეზღუდული შესაძლებლობისა და
საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა.
ასეთი
სიტუაცია,
ბუნებრივია,
შეიცავს
სპეციალური
საგანმანათლებლო
საჭიროების
მოსწავლეთა
არასწორი
იდენტიფიკაციის რისკს, არღვევს ბავშვებისა და მოზარდების
უფლებებს განათლების ხელმისაწვდომობაზე.
სადიაგნოსტიკო ტესტების გამოყენების
აქტუალობა
ინკლუზიური სწავლების დანერგვა მოითხოვს ინდივიდუალურ
მიდგომას და მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრას.
მენტალურ სფეროში დიაგნოსტირება ხშირ შემთხვევაში მოითხოვს
ინტელექტისა და აკადემიური უნარების შეფასებას. მაგ., იმის
გასარჩევად ინდივიდს გონებრივი ჩამორჩენა აქვს თუ დასწავლის უნარის
დაქვეითება, ამ პროცედურების ჩატარება აუცილებელია.
მენტალურ
სფეროში
შეზღუდული
შესაძლებლობის
სტატუსის
განსაზღვრისათვის
საერთაშორისო
მოთხოვნებით
აუცილებელია
ინდივიდის ინტელექტის დონისა და ადაპტაციური ქცევის შეფასება.
სკოლაში მოსწრების პრობლემები ხშირად ისეთ მოსწავლეებსაც აქვთ,
ვისაც ინტელექტუალური და შემეცნებითი სფეროს განვითარებაში
სირთულეები არ აღენიშნებათ. მათ ემოციური, თვითშეფასებისა და
გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები შეიძლება ჰქონდეთ.
პირველი ქართულენოვანი, ადაპტირებული და
სტანდარტიზებული ფსიქოდიაგნოსტიკური ტესტები
განათლების და მეცნიერების სამინისტრომ USAID -ისა და
საერთაშორისო ორგანიზაციის „გადავაჩინოთ ბავშვები“
მხარდაჭერით, გამოცდების ეროვნულ ცენტრს შეუკვეთა აშშში
შექმნილი
სადიაგნოსტიკო
ტესტების
ქართულ
პოპულაციაზე
სტანდარტიზება
და
ნორმატიული
მაჩვენებლების
დადგენა
(2012
წლის
თებერვალიდეკემბერი).
ექსპერტების მიერ შეირჩა:
ფართო პროფილის აკადემიური უნარების ტესტი WRAT-4;
ვაინლენდის ადაპტაციური ქცევის სკალა (Vinelend –II),
მშობლისა და მასწავლებლის ფორმები;
ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხე (EDDT), მშობლისა
და მასწავლებლის ფორმები.
ტესტების ქართულ პოპულაციაზე
სტანდარტიზებისა და ნორმების დადგენის
ეტაპები:
ტესტების მასალების თარგმნა - ორმაგი თარგმანი და უკუთარგმანის
პირდაპირ თარგმანთან შედარება (5 სახელმძღვანელო და ტესტის 5
ფორმა).
ტესტის შეკითხვების/დებულებების, მითითებების, ჩატარების
პირობებისა და შედეგების დამუშავების წესების ქართული
საბოლოო ვარიანტის შემუშავება და რედაქტირება.
სამიზნე
ჯგუფის
შერჩევა
საქართველოს
მასშტაბით
რეპრეზენტატული შერჩევა, რომლისთვისაც გამოყენებულ იქნა
მრავალსაფეხურიანი შერჩევის პროცედურა.
ტესტის ჩამტარებლების ტრენინგი საერთო, სტანდარტული
ჩატარების მიზნით.
ტესტების საქართველოს მასშტაბით ჩატარება.
მიღებული მონაცემების ბაზის შექმნა და გასუფთავება.
შედეგების სტატისტიკური და ფსიქომეტრული ანალიზი.
ქართული პოპულაციის ნორმების ცხრილების შექმნა ასაკისა და
სქესის მიხედვით.
MWRATR- მოდიფიცირებული ფართო პროფილის
აკადემიური უნარების ტესტი
ნორმაზე დაფუძნებული ტესტია, რომელიც საბაზო აკადემიურ
უნარებს აფასებს: კითხვას, წინადადების გაგებას, წერასა და
მათემატიკურ გამოთვლებს.
ეს
ტესტი
განკუთვნილია
6-დან
94
წლის
ასაკის
ინდივიდებისათვის.
დადგენილია ასაკობრივი ნორმები, ასევე ნორმები სქესისა და
კლასის მიხედვით 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით.
მოდიფიცირებულ
ვარიანტში
დაემატა
ახალი
ქვეტესტიწაკითხულის გააზრება, მნიშვნელოვნად შეიცვალა ტესტის
ქვეტესტები:
ასოების
ამოკითხვა,
სიტყვების
ამოკითხვა,
მართლწერა, წინადადების გაგება.
ქართული
მოდიფიცირებული
ვარიანტის
სტანდარტიზება
განხორციელდა 6-დან 11 წლის 1018 მოსწავლეზე.
MWRATR- მოდიფიცირებული ფართო
პროფილის აკადემიური უნარების ტესტი
ტესტის საბოლოო ვარიანტის ქვეტესტები:
კითხვის ქვეტესტი: ასოების ამოკითხვა,
სიტყვის ამოკითხვა.
წერის ქვეტესტი: ასოების წერა, სიტყვების
წერა.
წინადადების გაგების ქვეტესტი.
წაკითხულის გააზრების ქვეტესტი.
მათემატიკის ქვეტესტი.
MWRATR-ის გამოყენების
შესაძლებლობა
მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება;
აკადემიური პრობლემების მქონე იმ ინდივიდების
გამოვლენა, ვისაც საფუძვლიანი შეფასება სჭირდებათ;
ინდივიდის პოტენციალსა და მის რეალურ მიღწევებს
შორის არსებული განსვლისა და დასწავლის უნარის
სპეციფიკური დაქვეითების ფორმების დიაგნოსტირება;
მოსწავლის
აკადემიური
პროგრესის
პერიოდული
შეფასება;
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება და მისი
ეფექტურობის შეფასება.
VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური
ქცევის შესაფასებელი სკალა
ნორმებზე დაფუძნებული ტესტია, რომელიც დაბადებიდან
90 წლამდე აფასებს:
კომუნიკაციის
სფეროს:
რეცეპტული,
ექსპრესიული,
წერილობითი;
ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს: პირადი,
საოჯახო, საზოგადოებრივი;
სოციალიზაციის
სფეროს:
ინტერპერსონალური
ურთიერთობა, თამაში და თავისუფალი დრო, თავის
გართმევის უნარი;
მოტორულ უნარებს: მსხვილი, ნატიფი;
არაადაპტურ ქცევას.
შეფასების
ფორმა
-28
გვერდიანი
ბუკლეტია
433
დებულებით;
ტესტის
2
ფორმაა:
მშობლების/მზრუნველებისა
და
მასწავლებლებისათვის.
VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური
ქცევის შესაფასებელი სკალა
ვაინლენდის სკალის მშობლის შეფასებისა
და
მასწავლებლის შეფასების ფორმები ადაპტირდა და
სტანდარტიზება განხორციელდა 6-დან 11 წლამდე
მოსწავლეთა ნორმატიულ შერჩევაზე: მასწავლებლის
ფორმა- 423 მოსწავლეზე, მშობლის ფორმა - 786
მოსწავლეზე.
ვაინლენდის
სკალის
შედეგების
მიხედვით
შესაძლებელია ინდივიდის ადაპტური ფუნქციონირების
დონის, მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირების
ხარისხის განსაზღვრა და იმის შეფასება, თუ რა სახის
და როგორი ინტენსივობის დახმარებას საჭიროებს
ინდივიდი ამა თუ იმ სფეროში.
VINELAND-II ვაინლენდის ადაპტური
ქცევის შესაფასებელი სკალის გამოყენება
გონებრივი ჩამორჩენის შეფასებისა და დიაგნოსტირებისათვის, როგორც
აუცილებელი დამხმარე ინსტრუმენტი;
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისათვის, როგორც
აუცილებელი დამხმარე ინსტრუმენტი;
სხვადასხვა სახის გონებრივი, ფიზიკური ან ტრავმით გამოწვეული
შეზღუდული შესაძლებლობების შეფასებისათვის;
განვითარების შეფასებისათვის, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე
ადრეული ჩარევის აუცილებლობის დადგენის მიზნით;
ინდივიდის ყოველდღიური ფუნქციონირების ძლიერი და სუსტი
მხარეების შესაფასებლად;
პროგრესის მონიტორინგისათვის;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ინდივიდებისათვის აბილიტაციის
თუ რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავებისათვის;
კვლევებისათვის.
ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხე (EDDT)
ნორმაზე დაფუძნებული სტანდარტიზებული სკალაა, რომლის
მიზანია ემოციური აშლილობის მქონე ბავშვების იდენტიფიცირება
და
ადპატაციის
დარღვევისგან
(ცუდი
სოციალური
ადაპტაციისგან) მისი განსხვავება.
EDDT-ს ამოცანაა სკოლისა და კლინიკური სპეციალისტებისათვის
ბავშვის ქცევების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რომელიც
ემოციური აშლილობის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.
ემოციური
აშლილობა
ისეთი
მდგომარეობაა,
რომელიც
უარყოფოთად აისახება ბავშვის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა
და განათლებაზე.
ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხის მასწავლებლის და
მშობლის ფორმების სტანდარტიზება განხორციელდა 5-11 წლის
მოსწავლეთა ნორმატიულ შერჩევაზე: მასწავლებლის ფორმა - 257
მოსწავლე, მშობლის ფორმა - 441 მოსწავლე.
ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხე (EDDT)
EDDT -ს სკალებია:
ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების უუნარობის სკალა;
შეუსაბამო გრძნობებისა და ქცევების სკალა;
დაქვეითებული გუნება-განწყობილება/დეპრესიის სკალა;
ფიზიკური სიმპტომებისა და შიშების სკალა;
ემოციური აშლილობის ტოტალური მაჩვენებელი.
EDDT კლასტერებია:
ცუდი სოციალური ადაპტაცია;
განათლებაზე გავლენა;
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის
კლასტერი;
შესაძლო ფსიქოზის/შიზოფრენიის კლასტერი;
სიმძიმის ხარისხი.
ბავშვთა ემოციური დარღვევების შეფასების მეთოდი ემოციურ აშლილობათა გადაწყვეტის ხე (EDDT)
გამოყენება
ბავშვის ემოციური აშლილობის იდენტიფიცირებისათვის;
ცუდ სოციალურ ადაპტაციასა და ემოციურ აშლილობას შორის
დიფერენცირებისათვის;
ემოციურ
აშლილობასა
და
ქცევით
აშლილობას
შორის
დიფერენცირებისათვის;
არასრულწლოვანი
დამნაშავეების
ქცევისა
და
ემოციური
მდგომარეობის შეფასებისათვის;
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობაზე,
ფსიქოტურ ნიშნებზე ეჭვის მისატანად;
ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე მოსწავლის
დახმარების/ქცევის მართვის პროგრამის შემუშავებისა და
პროგრამის ეფექტურობის მონიტორინგისათვის.
ვინ და როგორ უნდა გამოიყენოს
ფსიქოლოგიური ტესტები განათლების
სისტემაში?
ტესტები ფორმალური ინსტრუმენტებია, რომელთა ჩატარება,
დამუშავება და განსაკუთრებით ინპტერპრეტაცია მოითხოვს
სათანადო კვალიფიკაციას;
ტესტის ინტერპრეტაციაზეა დამოკიდებული ინდივიდის
შეფასება და მის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ
ტესტის რაოდენობრივი მონაცემები არ არის საკმარისი სწორი
შეფასებისა
და
ინდივიდის
შესახებ
ადეკვატური
წარმოდგენის შესაქმნელად;
საჭიროა ტესტის მონაცემების ინდივიდის სხვა მონაცემებთან
და მის ისტორიასთან ერთად კომპლექსური განხილვა;
ტესტირების
ეთიკის
კოდექსის
ერთ-ერთი
მთავარი
პოსტულატია “არ ავნო” და აღნიშნული ტესტების
არაკვალიფიციურმა გამოყენებამ შეიძლება სერიოზულად
დააზარალოს პიროვნება და მისი ოჯახი.
ვინ და როგორ უნდა გამოიყენოს
ფსიქოლოგიური ტესტები განათლების
სისტემაში?
ტესტები უნდა ჩაატაროს კვალიფიცირებულმა
ფსიქოლოგმა, რომელსაც აქვს:
გავლილი
შესაბამისი
ტრენინგი
აღნიშნული
ტესტების ჩატარებასა და ინტერპრეტაციაში;
ცოდნა ფსიქოდიაგნოსტიკაში;
განვითარების ფსიქოლოგიაში;
ბავშვის განვითარების დარღვევებსა და კლინიკურ
ფსიქოლოგიაში.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!